მსოფლიოს დედაქალაქი

იერუსალიმი დავით მეფემ ააგო 3000 წლის წინ, მოავლო მას გალავანი და გამოაცხადა დედაქალაქად. ქალაქის ტერიტორია სიონის ციხესიმაგრესა და მორიას მთას მოიცავს. ეს ადგილი ყველა ებრაული ტომისთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა. ებრაული ტომების სულიერი ერთიანობის მიზნით, დავითი აპირებდა აქ ტაძრის აგებას, თუმცა, ეს ჩანაფიქრი განახორციელა მისმა შვილმა სოლომონმა, რომელმაც დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 960 წელს ააგო ტაძარი, ეს ტაძარი თითოეული ებრაელისთვის წმიდათაწმიდა ადგილად იქცა. მისი დანგრევა მტრის შემოსევების შედეგად (ჩვ.წ.-მდე 586 წ.) ეროვნულ ტრაგედიად იქცა, ხოლო ხელმეორედ აგებამ (ჩვ.წ.-მდე 516 წ.) სათავე დაუდო ებრაელთა ისტორიაში მეორე ტაძრის პერიოდს, რომელიც დასრულდა ტაძრის ხელახალი დანგრევით (ჩვ.წ.-ით 70 წ.), როდესაც რომაელთა მხედართმთავარმა ტიტუსმა გაანადგურა იერუსალიმი და გადაწვა ტაძარი. ამ ტაძრიდან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი, რომელსაც `გოდების კედელს” უწოდებენ. არსებობს ვერსია, რომ გოდების კედელი არ არის წმინდა ტაძრისა, არამედ, როგორც საყრდენი კედელი, აგებულია იროდის მიერ ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში. მიუხედავად ამისა, იგი ებრაელთათვის დღესაც წმიდათაწმინდა ადგილად ითვლება, ხოლო ტურისტებისთვის კი _ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ღირსშესანიშნაობად.

იერუსალიმი – ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი იყოფა ორ ნაწილად, ძველ და ახალ(ძველზე უფრო დიდ) ქალაქად. ძველი ქალაქი სამ ნაწილად არის გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. მდებარეობს იუდეის მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. ეს ქალაქი სამი რელიგიის აკვნად არის მიჩნეული, ის ერთნაირად წმინდა მიწაა იუდეველების, ქრისტიანების და მაჰმადიანებისთვის.

წარწერა ძველი ქალაქის ებრაულ კვარტალზე

“რაც შენით არ გინახავს,სიტყვებით ვერ აღწერ”– ძველი ებრაული ანდაზა

მიუხედავად იმისა რომ ,წლების წინ მქონდა პატივი საფუძვლიანად დამეთვალიერებინა და სამი დღე მეცხოვრა იერუსალიმში, ახალი შთაბეჭდილებები მაინც უფრო ადვილია აღსაწერად, ასე რომ ფოტოების დახმარებით უკეთესად გადმოვცემ რა საოცარი ქალაქია იერუსალიმი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილიც ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან კარგა ხნის შემდეგ ექვსდღიან ომში დაიბრუნეს, ებრაელებმა.

ექსკურსიის პირველი გაჩერება გახლდათ გადასახედი მოედანი, რომელიც ქალაქის შესასვლელში მდებარეობს და მთელი იერუსალიმი ხელისგულზე გეშლება. მიუხედავად იმისა რომ შაბთი დღეა ,როდესაც მთელი ისრაელი ისვენებს (შაბათს დაკეტილია მაღაზიები, ყველა დაწესებულება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი) ამ ადგილას სიცოცხლის ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა, ტურისტები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მოილტვიან წმინდა მიწაზე. რა ენაზე აღარ საუბრუბენ გიდები… ლეგენდა ბაბილონის გოდოლზე

გადასახედი მოედანი-იერუსალიმის პანორამა

მას შემდეგ რაც იერუსალიმის ხედებით დავტკბით,გავეშურეთ,ზეთისხილის მთაზე მაცხოვრის საფლავის(აღდგომის)ტაძარში, ,

უფლის საფლავის ტაძარი

რომელიც ყველაზე საინტერესოა ქრისტიანებისთვის , ბაზილიკის მშენებლობა ადრეულ ბიზანტიურ ეპოქაში დაიწყო. მას შემდეგ იგი მრავალგზის დაანგრიეს და ხელახლა ააშენეს. მისკენ მიმავალი გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც გადმოცემით გოლგოთისკენ მიმავალმა ქრისტემ გაიარა. ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველ წელს გადმოდის ზეციური ცეცხლი და დაკრძალულია იესო ქრისტე.

ზეთისხილის ხეები გეთსიმანიის ბაღში

ზეთისხილის მთის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია გეთსიმანიის ბაღს, სადაც ძველად ზეითუნის ზეთს აწარმოებდნენ.  ახლა კი ეს ბაღი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია.  ქრისტიანული გადმოცემით, სწორედ გეთსიმანიის ბაღში ითვლიდა იესო თავისი სიცოცხლის ბოლო საათებს. რომაელების შეპყრობის და ჯვარცმის შემდეგ კი ამ ბაღში ამაღლდა.

მაცხოვრის საფლავი

მარიამ მაგდალინელის აკლდამა

40 საფეხური, რომელსაც მარია მაგდალინელის აკლდამაში ჩავყავართ

არანაკლებ საყურადღებოა სიონის მთაზე აგებული ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ასევე გარკვეულ ბიბლიურ ეპიზოდებთან არის დაკავშირებული, თუმცა სამწუხაროდ ერთდღიანი ექსკურსიით შეუძლებელია, ყველა ღირსშესანიშნაობა მოინახულო იერუსალიმში რადგან, აქ ასეთი ადგილები უამრავია. აქვე, სიონის მთაზეა დავით მეფის საფლავიც.

დავით მეფის ქანდაკება

ქალაქის ფრაგმენტი

სიონის მთის შემდეგ, გადავინაცვლეთ იერუსალიმის ძველ ქალაქში, რომელსაც შვიდჭიშკრიანი ქვის გალავანი აქვს მოვლებული.

წარწერა იერუსალიმის ძველი ქალაქის შესასვლელთან

სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ

იერუსალიმის მთავარი ხიბლი-დათიმები

ხედი გოდების კედელთან

გოდების კედელი

გოდების კედელში ჩემს იდუმალ სურვილებს ჩავტოვებ …

5 thoughts on “მსოფლიოს დედაქალაქი

  1. ვაუ,ძლიან მომეწონა თქვენი სტატია.აი ძალიან.აღფრთოვანებული ვარ🙂 ყოჩაღთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s