მკვდარი სილამაზე

რომელიმე თქვენგანი ყოფილა დედამიწის ფსკერზე?

მსოფლიოში ყველაზე დაბალი წერტილი, ზღვის დონიდან 423 მეტრზე, ისრაელისა და იორდანეს საზღვარზე მდებარეობს. ჰაერი არის ცხელი და მშრალი, როგორც უდაბნოში.

ეინ გედი-ნაკრძალი და ოაზისი მკვდარი ზღვის სანაპიროსთან

მკვდარი ზღვის ის სანაპირო რომელსაც მე ვსტუმრობდი ოაზის ეინ-გედის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოაზისში განთავსებულია საცურაო და გამაჯანსაღებელი აუზები, სპა სალონი მასაჟის კაბინეტით. გამაჯანსაღებელი აუზის წყალი შეიცავს უამრავ მინერალს, არის ბუნებრივი და მის სასარგებლო თვისებებს უამრავი ადამიანი ეტანება. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩამოდიან ტურისტები, რათა საკუთარ სხეულზე გამოსცადონ, კლეოპატრას, ჰეროდოტეს, ვესპასიანესა და სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად მკვდარი ზღვის მინერალური მარილების, სამკურნალო ტალახის და მარილიანი წყლის დადებითი თვისებები. რა თქმა უნდა შეგრძნებები არც თუ ისე სასიამოვნოა, საშინელი სიცხეში გიწევს ცხელ და მარილიან წყალში (მარილის შემცველობა-33.7%) ჩასვლა, თავისთავად მარილის მაღალი კონცენტრაცია უზრუნველყოფს გაღიზიანებული-გაკაწრული ანდაც ნაჭრილობევი კანის ხელახლა გაღიზიანებას. მკვდარი ზღვის წყლის თვალში მოხვედრა სახიფათოა, ასევე მისი დალევა თუნდაც ნახევარი ჭიქის ოდენობით ნებისმიერი ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

მკვდარი ზღვის აბაზანების შემდეგ, გაღიზიანებული კანის დაწყნარება, რეკომენდირებულია ტალახის აბაზანებით. ეს პროცესი განსაკუთრებით ბავშვებს სიამოვნებთ – წარმოიდგინეთ 5 წლის ასაკში მშობლის ნებართვით თავიდან-ფეხებამდე ტალახში იგუნგლები, ნამდვილად სახალისოა.

წარმოიდგინეთ 5 წლის ასაკში მშობლის ნებართვით თავიდან-ფეხებამდე ტალახში იგუნგლები, ნამდვილად სახალისოა.

ოაზისიდან მკვდარი ზღვის მიმართულებით რამდენიმე წუთში ერთხელ ღია ავტობუსები დადის. როგორც წესი, ეინ-გედიში ვიღებ ბუნებრივი მინერალებით გაჯერებულ გამაჯანსაღებელ აბაზანებს, შემდეგ ღია ავტობუსებით მივდივარ მკვდარ ზღვაზე მარილის და ტლახის აბაზანების მისაღებად. როგორც კი ოაზისს გავცდი თავი ხრიოკ უდაბნოში ამოვყე…

რამდენიმე წუთით სუნთქვაშეკრული და მოჯადოებული შევყურებდი გარემოს. ირგვლივ საოცარი სანახაობა გადამეშალა. უდაბნო, ცხელი ქვიშა… კლდეები თითქოს თხელ ნისლშიაო გახვეული, ზღვა მარილისგან საოცარ ფერებად აბრჭყვიალებული და რაც ყველაზე მთავარია დუმილი. ასეთი სიჩუმე მხოლოდ უდაბნოებშია ალბათ…

ოაზისი

ამ პალმების უკან გადაშლილია უდაბნო და შემდეგ მკვდარი ზღვა

ხედი მკვდარ ზღვასთან

ზღვის ქაფი გგონიათ? მინერალური მარილები სანაპიროზე

ნებისმიერი კოსმეტიკის მაღაზიაში შეხვდებით დაფასოებულ მარილს, რომლის მოპოვებაც სანაპიროზე ასე მარტივად შეიძლება…

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა.


ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე არსებობდა ორი ქალაქი: სოდომი და გომორი.

ღირსშესანიშნავია ის ფაქტი, რომ მკვდარ ზღვაში ადამიანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ტივტივებს. მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო წონასწორობის შენარჩუნება შეუძლებელია, ამ ზღვაზე თავისუფლად შეგიძლიათ წამოწვეთ, გაზეთი წაიკითხოთ, ჩამოჯდეთ ან უბრალოდ იტივტივოთ…

მთები თითქოს თხელ ნისლშიაო გახვეული

მშვენიერი დღე იყო, არასოდეს დამავიწყდება როგორ დავიხრუკეთ ჯოჯოხეთურად ცხელ წყლებში 🙂
აქ უკვე ავტობუსს ველი რომ ქალაქში დავბრუნდეთ…

პ.ს. მკვდარი ზღვა ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც მაღალი ტემპერატურის და საშინელი სიცხის მიუხედავად, ყოველგვარი დამწვრობის გარეშე ირუჯები.

7 thoughts on “მკვდარი სილამაზე

  1. რა მაგარია! როგორი იყო ტივტივი? მომიყევიი. და ისა… მარილი წამოიღე? ^^

    • ერთი წუთიც ვერგავჩერდი ზღვაზე 55 გრადუსი იყო სიცხე ,მეტი თუ არა, და წყალი იყო ადუღებული. მარილი წამოვიღე ერთი კილო თითქმის:) დაფაასოებულიც ვიყიდე და ნატურალურიც წამოვიღე

      • რატომღაც მგონია, რომ ნატურალური ჯობია. ახალია მაინც და..

      • რატომღაც მგონია, რომ ნატურალური ჯობია. ახალია მაინც და..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s