Archive | აგვისტო 2012

ჩემი ბავშვობის წიგნები

ჩვენი ბავშვობის წიგნები

ამ პოსტის წაკითხვის მერე (ისევე როგორც მე)თქვენც გაგიჩნდებათ თქვენი ბავშვობის წიგნებში ქექვის სურვილი, მტვრის სქელი ფენის გადაფერთხვა(უკვე დიდი ხანია გავიზარდეთ) და ხელახლა გადაკითხვა…

ძალიან პატარა ვიყავი, ბიბლიოთეკის პირველ თაროს ვწვდებოდი მაშინ… მაღლა კი, უფრო საინტერესო და უფრო მიმზიდველი წიგნები ეწყო….
ამ ფოტომ გამახსენა ბავშვობა, მაგიდაზე რომ ავძვრებოდი და გამწარებული ვეძებდი საკბილოს.

სკოლაში წასვლამდე ვისწავლე წერა-კითხვა,ასე რომ როდესაც ჩემი კლასელები ანბანის სწავლით იყვნენ დაკავებულნი მე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო, უცხოური, ქართული, ხალხური, ძმები გრიმების, ანდერსენის ზღაპრების კითხვით ვიყავი დაკავებული. სწორედ ამან განაპირობა რომ გამართულად და ბორძიკის გარეშე ვკითხულობდი პირველი კლასის პირველივე სემესტრის ბოლოს, რაც ჩემს მასწავლებელში აგრესიას იწვევდა.
-ეს წინასწარ გამეცადინა დედიკომ??? (არადა დავიფიცებ დედიკოს არასოდეს, არასოდეს ვუმეცადინებივარ)

მერე კლასგარეშე ლიტერატურას გადმომიღებდა, სხპასხუპით ჩავუკითხავდი უცხო ტექსტსაც მაგრამ აღფრთოვანების ნაცვლად იბოღმებოდა.
რატომღაც ვერ მიტანდა.

ნეტავ ოდესმე მომბეზრდება ლინდგრენის კითხვა???
საათობით ვკითხულობთ მე და ჩემი შვილი და მერე ვმსჯელობთ, ჩვენი სახლის სახურავზეც ბინადრობს კარლსონი თუ არა…

მეორე კლასში რომ გადავედი ფრანსუა რაბლეს “გარგანტუა და პანტაგრუელი” წავიკითხე. რა თქმა უნდა მკვეთრი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა პატარა მემ, პირველივე შანსი გამოიყენა და დავალებად დასაწერ რამდენიმე წინდადებიან თხზულებაში, იმდენი მარგალიტის დაფრქვევა მოახერხა, რომ დიდი დავიდარაბის შედეგად ჩემი საყვარელი დედიკო დაბარებულ იქნა მასწავლებელთან, რათა მკაცრად გაეფრთხილებინათ შვილისთვის თხზულებების წერას თავი დაანებეო.

შემოკლებული ვერსია საბავშო მსოფლიო კლასიკისა გახდა საფუძველი იმისა რომ პატარა დანიმ მშვენივრად იცის რობინზონ კრუზოს და გულივერის თავგადასავლები (კიდევ ბევრი, ძალიან კარგი ნაწარმოების შემოკლებული ვარიანტია და გირჩევთ, თუ უკვე მშობელი ხართ, უცილებლად უყიდეთ თქვენს შვილებს)


Continue reading

შენ

შენ ბავშვობიდან უცნაური იყავი და გიჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა…

შენ ვერ ხვდებოდი, რა საჭიროა თამაში მანქანებით, თოჯინებით და სხვა სულელური ნივთებით როდესაც ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი და ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებული, მშვენივრად გაგყავდა დრო.

შენ ვერ ხვდებოდი რატომ ოხრავდა დედა, როდესაც შენს უსიცოცხლო მზერას შეხვდებოდა.

შენ ვერ ამჩნევდი დამცინავ მზერას, როდესაც პაპანაქება სიცხეში თბილად ჩაფუთნული იჯექი კლასში.

შენ არასოდეს გყოლია მეგობარი, რადგანაც უბრალო არ გჭირდებოდა ის.

შენ მარტო იყავი და გყავდა დედა.

შენ არ “გესმოდა” რატომ გაივსო სახლი ყვავილებით, თვალცრემლიანი და სევდიანი ხალხით, დედას კი თავისი საწოლის ნაცვლად, ხის ვიწრო ფიცრულში რატომ ეძინა.

შენ სულ მარტო იყავ და არ წუხდი.

გშიოდა?!
გტკიოდა?!
გციოდა?!
გიხაროდა?! თუ ირგვლივ უკუნი იყო და თავადაც არ იცოდი რა გსურდა.

რას გრძნობდი?
რას ფიქრობდი?
რა გჭირდა?

შენ ირგვლივ ვერავის ამჩნევდი. ვერც ჩემს მწველ, სიყვარულით ანთებულ თვალებს…

ვერც ჩემს მოტანილ საჭმელს…
ვერც ჩემს დალაგებულ სახლს, დარეცხილ და დაუთოებულ სამოსს და ქვეშაგებს…
ვერც ჩემს მიერ სიყვარულით გაშლილ ლოგინს…

შენ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდი.
ვერც ჩემს გრძნობებს, ტკივილს, წუხილს…მეზობლების იჭვნეულ მზერას შენი სახლის ზღურბლზე, რომ მომაცილებდნენ.

შენ წინ ვერ აღუდექი სამზარეულოს გამოღებულ ფანჯარას,
ფრენის დაუოკებელ ჟინს,
სისხლის უცნაურ გემოს,
სიკვდილის შეუცნობელ ფიქრს…

სულის გახლეჩა

შიზოფრენიის წარმოშობა დღემდე დაუდგენელია.მას ენდოგენური(შინაგანი) ბუნების დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია,რომ მის განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობას მიუძღვის. ასევე მნიშვნელობა აქვს ფსიქო-ფიზიკურ კონსტიტუციასაც.შიზოფრენიის ეთიოლოგიის ბუნებრივი კონცეფციებიდან მნიშვნელოვანია

ნეიროტრანსმისიური თეორია, რომლის მიხედვითაც დაავადების მიზეზი დოფამინერგული სისტემის დისფუნქციაა. ნეირომედიატორ დოფამინის ჭარბი გამომუშავება და კონცენტრაცია სინაფსებში.

შიზოფრენიის დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბება დაკავშირებულია გერმანელი ფსიქიატრის -ემილ კრეპელის სახელთან.1896 წელს მან ერთი დაავადების Dementia praecox-ის სახელით გააერთიანა რამდენიმე ფსიქიკური აშლილობა,რომელთაც ახასიათებდათ ადრეულ ასაკში დაწყება და აპათო-აბულიური ტიპის ჭკუასუსტობის ჩამოყალიბება. 1911 წელს შვეიცარელ ფსიქიატრს ბლეილერს შემოაქვს ტერმინი შიზოფრენია

Shizis- “გახლეჩა Phren- “სული”


სიმპტომები

შიზოფრენიის კლინიკური გამოვლინებები მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ფსიქიკის ყველა სფეროს. ბლეილერი დაავადების დამახასიათებელი ნიშნებიდან აღწერდა ე.წ 4 “ა”-ს: ასოცაციური პროცესების დაშლა, აფექტური აშლილობანი, ამბივალენტობა(უნივერსალური ფსიქიკური მოვლენა და პიროვნების ფსიქიკური გაორება. იგი გამოწვეულია სამყაროში პიროვნების პოზიციური არამდგრადობით და საფუძვლად უდევს მთელ რიგ მომენტალურ დესტრუქციულ ქცევებს, მაგალითად, მიდრეკილებას ობიექტების ნგრევისაკენ, სადიზმს და ა. შ), აუტიზმი.

შიზოფრენიის ძირითად კლინიკურ გამოვლინებებად განიხილება: პიროვნების საერთო ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება, განურჩევლობა,ინდიფერენტიზმი, აზროვნების დაუკავშირებლობა, პარალოგიური ასოციაციები, ალოგიკურობა, ემოციური რეაქციის გასადავება და გაღარიბება, არაადეკვატურობა, აპათია. ნებითი გულგრილი, განურჩეველი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, აბულია(დამოუკიდებელი მოქმედების ან გადაწყვეტილების მიღების დარღვევა ან სრული დაკარგვა. ადამიანს მკვეთრად აქვს დაქვეითებული ინიციატივა და ენერგია), ჰალუცინაციები და ბოდვები.

ფორმები

მარტივი ფორმა

– იწყება პუბერტულ(სქესობრივი მომწიფების) ასაკში. თანდათანობით ვითარდება აქტივობისა და სოციალური ინტერესების დაქვეითება, ავადმყოფი ხდება კარჩაკეტილი, განმარტოვებული, უინიციატივო. ქრება ემოციები.

კატატონიური ფორმა

– მეტწილად პუბერტულ ასაკში იწყება. ახასიათებს მოტორული სფეროს დარღვევები კატატონიური სინდრომების სახით, ესენია: ექოლალია(გაგონილი სიტყვის ან ფრაზის უნებლიე მექანიკური განმეორება), ექოპრაქსია(გარშემო მყოფთა მოძრაობების, მოქმედებებისა და ჟესტების უნებლიე განმეორება), ექომიმია(გარშემო მყოფთა მიმიკის გამეორება).
კატატონიურ სტუპორს(გაშეშება, გაშტერება – სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის მოსპობა) თან ახლავს ნეგატივიზმი და მანერულობა.

ჰებეფრენული ფორმა

– დამახასიათებელია ჰებოისური აშლილობანი: მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება, მანერულობა, ემოციურ-ნებითი გასადავება, პიროვნული აქტივობის დაქვეითება, სიტუაციასთან შეუსაბამო გუნება-განწყობა. ეს ფორმა გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და აპათო-აბულიური ჭკუასუსტობის განვითარებით.

პარანოიდული ფორმა

– ბოდვითი და ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინდრომების არსებობა. დამახასიათებელია ასევე ასოციაციური პათოლოგია, დაუკავშირებელი, სიმბოლური აზროვნების სახით.ბოდვითი იდეებიდან აღსანიშნავია დევნის,დამოკიდებულების, ზემოქმედების იდეები.გვხვდება ჰალუცინაციების სხვადასხვა ტიპები სმენითი,მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური(შეხებითი) ჰალუცინაციები.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს დაავადება განუკურნებელია, მაგრამ სხვადასხვა წამლებით და მკურნალობის მეთოდებით შესაძლებელია ადამიანისთვის სტაბილური, უვნებელი, ცხოვრების შენარჩუნება, თუმცა ეს ყველაფერი ნემსის წვერზე სიარულს გავს, პატარა უყურადღებობა, ექიმთან გაცდენილი ვიზიტი, დავიწყებული აბი და საბედისწერო შემთხვევებიც არ დააყოვნებს, თუმცა ზოგადად ამ დაავადებით შეპყრობილთა უმეტესობა უვნებელია გარშემომყოფთათვის.

Shizis- “გახლეჩა, Phren- “სული” – შიზოფრენია- გახლეჩილი სული ხომ არასოდეს მთელდება.

p.s დაინტერესებული პირები გაეცანით სტატიას ამ ბმულიდან, ამომწურავი ინფორმაცია ყოველგვარი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე.

ხანდახან გადის წლები

ხანდახნ, დავფიქრდები …
ხანდახან, გადის წლები…
ხანდახან, მენატრებით…

და ისევ ვხვდები

უთქვენოდ, ვერ ვიქნები…
უჩემოდ, ვერ იქნებით…
და ისევ გადის, კიდევ ბევრი წელი…

ახალგაზრდობის ლაბირინთები, სიბერისაკენ წვრილი ბილიკი.
მოგონებები და ოცნებები, გულში ჩამკვდარი ბევრი ფერები…
ბევრი ბგერები, ბევრი ცრემლები, ფიქრები, აზრები, მოგონებები…

და მარტოობის
ხანდახან, გადის წლები…

ვებრძვი საკუთარ თავს.

დათუნია ტედი

ვინაიდან ძალიან მიყვარს ფასდაკლებები, აქციები და ამდაგვარი რამე-რუმეები, კინოში წასვლას კი რამდენიმე დღით ადრე ვგეგმავ, ავიღე ეკონომ ბილეთები (სხვათაშორის 8.50 ბილეთს 3 ლარად რომ შეიძენ ნამდვილად კარგი შეთავაზებაა დამეთანხმებით) და კინოთეატრში ჩემს პატარა შვილებთან ერთად გავემართე დათუნია ტედის თავგადასავლების სანახავად. პესონაჟიდან გამომდინარე დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა ფილმის სიუჟეტი და ამჯერად ალღომ ნამდვილად მიმტყუნა. ზღაპრის გმირის და ფუმფულა, საყვარელი სათამაშოს ნაცვლად სექსის და ალკოჰოლის მოყვარული, ნიკოტინით თუ მარიხუანათი გაჟღენთილი , ყოველგვარ კლიშე დამსხვრეული დათუნია ტედი დაგვხვდა.

პატარა საყვარელი სათამაშო და მისი ბავშვობაში ჩარჩენილი მეგობარი


Continue reading

ზაფხული ჩემთვის ყველა-ფერია

ზაფხული ჩემთვის ყველა ფერია,

ხშირად ვდარდობ ხოლმე, რომ მხოლოდ სამი თვე მაქვს სიხარულისთვის. ალბათ სადმე ტროპიკულ ქვეყანაში რომ მეცხოვრა არ მექნებოდა გამუდმებული შიში იმისა, რომ ზაფხულის ფერად, ნათელ და კაშკაშა მზეს – შეცვლის ქარიანი, წვიმიანი და ნაცრისფერი დღეები.

ზაფხული ჩემთვის ყველა-ფერია. ხშირად მიხილავთ ცისარტყელის ფერებში გამოწყობილს, ფრად-ფერადი ლაქებით, ფეხსაცმელებით, სათვალეებით და სხვა აქსესუარებით მორთულს. ბოლო ჟამს კი ნეონის ფერებმა გამიტაცა.

კიდევ სამიოდე კვირა დამრჩა სიხარულისთვის. ზაფხულის დამთავრებასთან ერთად ჩემი ცხოვრებაც ნაცრისფერი ერთფეროვნების სქელ ბურუსში გაეხვევა და მთელი წელი ვიცოცხლებ მხოლოდ იმისთვის

რომ კვლავ ცხელი, ფერადი, ჩემი, ზაფხული დადგება.

ლაქების წასმა და ვლოგის გაკეთება დამეზარა, თუმცა პოსტი მაინც ზაფხულის ფერების მოტივებზე ავაწყე.

Continue reading

სკეიტი

სკეიტ ბორდი (ინგლ. Skate Board – სასრიალო ფიცარი) – ოთხბორბლიანი ფიცარი. შეიქმნა 1950–იან წლებში კალიფორნიაში. 1960-იან წლებში დაიწყო მისი მასობრივი გაყიდვა აშშს ტერიტორიაზე. გარდა გასართობისა, სკეიტბორდს ასევე ექსტრემალური დატვირთვა გააჩნია. იგი ითვლება ქუჩურ სპორტად და მიმდევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

ერთ ზღვისპირა ქალაქში ჩემმა პატარა დაიკომ სკეიტ ექსტრიმის გემოს მაზიარა

Continue reading