სკეიტი

სკეიტ ბორდი (ინგლ. Skate Board – სასრიალო ფიცარი) – ოთხბორბლიანი ფიცარი. შეიქმნა 1950–იან წლებში კალიფორნიაში. 1960-იან წლებში დაიწყო მისი მასობრივი გაყიდვა აშშს ტერიტორიაზე. გარდა გასართობისა, სკეიტბორდს ასევე ექსტრემალური დატვირთვა გააჩნია. იგი ითვლება ქუჩურ სპორტად და მიმდევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

ერთ ზღვისპირა ქალაქში ჩემმა პატარა დაიკომ სკეიტ ექსტრიმის გემოს მაზიარა

ექსტრემალური სპორტი,მუდამ მიზიდავდა თუმცა შიში გადაულახავი წინაღობა იყო ყოველთვის. ისრაელის ერთ ზღვისპირა ქალაქში ჩემმა პატარა დაიკომ კი სკეიტ-ექსტრიმის გემოს მაზიარა.

აუუუ რამდენჯერ ჩავსისხლიანებულვარ სწავლის პროცესში:(
მაგრამ ერთი კარგი თვისება მაქვს, წინააღმდეგობა მიზნისკენ სწრაფვას მიორმაგებს.

სამიოდე კვირა აივნიდან ვაკვირდებოდი, თავდაუზოგავად რომ ვარჯიშობდა. (ხანდახან სახლში დასისხლიანებულიც ამოსულა, მაგრამ მთავარია ფარ-ხმალი არ დაყარო და პატარა ჭრილობებმა არ შეგაშინოს)

მთავარია ფარ-ხმალი არ დაყარო და პატარა ჭრილობებმა არ შეგაშინოს

ჯერ ჩემი პატარა ბიჭუნა აიყოლია, სამ დღეში დანი სკეიტბორდს აბსოლუტურად ფლობდა. ხოდა ერთ დღესაც თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და მეც დავდექი სასრიალო ფიცარზე, სულ რამდენიმე საათი და გადატყავებული მუხლები იყო საზღაური და თუ ვინმეს სკეიტით გისრიალიათ დამეთანხმებით რა ცოტაა გაღებული და სანაცვლოდ რამხელა სიამოვნება, ექსტრიმი(შედარებით უსაფრთხო) და ადრენალინი(შედარებით მცირე) მიღებული

რა საკვირველია ტრიუკების გაკეთება სახიფათოა მაგრამ უბრალო სრიალს თუ დასჯერდები ნამდვილად იოლია სკეიტზე დადგომა. საქართველოშიც პერსპექტიულ სპორტად ითვლება, ჰყავს უამრავი დაინტერესებული ადამიანი და მიმდევერი, დედაენის ბაღში კი სკეიტ პარკიც მოგვეპოვება ასე, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ და ჩემი შვილი ამ ბიჭუნას დაჯაბნასაც აპირებს.

პ.ს. საბოლოოდ სკეიდი ნამდვილ მანიად იქცა ოჯახში, დები, დიშვილები და თავად ამხელა ფილარმონია ქალი თავგამეტებით ვჩხუბობდით ვის ექნებოდა სკეიდი და რამდენი ხანი. დამცინოდნენ ჩემი დები და ვერც გაამტყუნებ: ამას უყურე, პატარა ბავშვებს(ჩემ შვილებს) სათამაშოს ართმევსო.

ჩემი პატარა გიჟი, ცოცხალი თავით სკეიდს არ დაგითმობდა.


9 thoughts on “სკეიტი

  1. რა კარგი სურათებია❤

    ადრე, მახსოვს, სოლოლაკში, სახელმწიფო კანცელარიის წინ სრიალებდნენ სკეიტზე.

    ისე, დამაფიქრე შენ… იქნებ, მეც ვცადო?

    • მე უნდაგავაგრძელო სრიალი და თუ შენც მოინდომებ სკეიტს გათხოვებ ხოლმე:)

  2. ბავშვობაში ვცადე და არ გამომივიდა, ვერ გამომდიოდა ვარანაირად და შევეში. არაა საჩემო. როლიკებუ უფრო მიზიდავს მიუხედავად იმისა რომ არც მაგაზე სიარული ვიცი:დ

      • ჩემით ვცოდვილობდი:დ იმის მერე არც მიცდია, მერთულა ზალიან და არ მქონდა სურვილი:)

  3. სიტყვებით ვერ ვიტყვი რამდენს ნიშნავს ეს სპორტი ჩემთვის. შენ კიიიდე წარმატებები. ბევრი ოლი დაგესვას ^^

  4. მე პლატონური სიყვარული მაკავშირებს მაგ მოსრიალე ფიცართან :)))

  5. როგორ ვგიჟდები სკეტზე❤ მე ჩემით ვისწავლე და საბედნიეროდ არცერთი ჭრილობა არ მქონია. ტრიუკებსაც ვსწავლობ ნელ-ნელა ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s