სულის გახლეჩა

შიზოფრენიის წარმოშობა დღემდე დაუდგენელია.მას ენდოგენური(შინაგანი) ბუნების დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია,რომ მის განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობას მიუძღვის. ასევე მნიშვნელობა აქვს ფსიქო-ფიზიკურ კონსტიტუციასაც.შიზოფრენიის ეთიოლოგიის ბუნებრივი კონცეფციებიდან მნიშვნელოვანია

ნეიროტრანსმისიური თეორია, რომლის მიხედვითაც დაავადების მიზეზი დოფამინერგული სისტემის დისფუნქციაა. ნეირომედიატორ დოფამინის ჭარბი გამომუშავება და კონცენტრაცია სინაფსებში.

შიზოფრენიის დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბება დაკავშირებულია გერმანელი ფსიქიატრის -ემილ კრეპელის სახელთან.1896 წელს მან ერთი დაავადების Dementia praecox-ის სახელით გააერთიანა რამდენიმე ფსიქიკური აშლილობა,რომელთაც ახასიათებდათ ადრეულ ასაკში დაწყება და აპათო-აბულიური ტიპის ჭკუასუსტობის ჩამოყალიბება. 1911 წელს შვეიცარელ ფსიქიატრს ბლეილერს შემოაქვს ტერმინი შიზოფრენია

Shizis- “გახლეჩა Phren- “სული”


სიმპტომები

შიზოფრენიის კლინიკური გამოვლინებები მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ფსიქიკის ყველა სფეროს. ბლეილერი დაავადების დამახასიათებელი ნიშნებიდან აღწერდა ე.წ 4 “ა”-ს: ასოცაციური პროცესების დაშლა, აფექტური აშლილობანი, ამბივალენტობა(უნივერსალური ფსიქიკური მოვლენა და პიროვნების ფსიქიკური გაორება. იგი გამოწვეულია სამყაროში პიროვნების პოზიციური არამდგრადობით და საფუძვლად უდევს მთელ რიგ მომენტალურ დესტრუქციულ ქცევებს, მაგალითად, მიდრეკილებას ობიექტების ნგრევისაკენ, სადიზმს და ა. შ), აუტიზმი.

შიზოფრენიის ძირითად კლინიკურ გამოვლინებებად განიხილება: პიროვნების საერთო ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება, განურჩევლობა,ინდიფერენტიზმი, აზროვნების დაუკავშირებლობა, პარალოგიური ასოციაციები, ალოგიკურობა, ემოციური რეაქციის გასადავება და გაღარიბება, არაადეკვატურობა, აპათია. ნებითი გულგრილი, განურჩეველი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, აბულია(დამოუკიდებელი მოქმედების ან გადაწყვეტილების მიღების დარღვევა ან სრული დაკარგვა. ადამიანს მკვეთრად აქვს დაქვეითებული ინიციატივა და ენერგია), ჰალუცინაციები და ბოდვები.

ფორმები

მარტივი ფორმა

– იწყება პუბერტულ(სქესობრივი მომწიფების) ასაკში. თანდათანობით ვითარდება აქტივობისა და სოციალური ინტერესების დაქვეითება, ავადმყოფი ხდება კარჩაკეტილი, განმარტოვებული, უინიციატივო. ქრება ემოციები.

კატატონიური ფორმა

– მეტწილად პუბერტულ ასაკში იწყება. ახასიათებს მოტორული სფეროს დარღვევები კატატონიური სინდრომების სახით, ესენია: ექოლალია(გაგონილი სიტყვის ან ფრაზის უნებლიე მექანიკური განმეორება), ექოპრაქსია(გარშემო მყოფთა მოძრაობების, მოქმედებებისა და ჟესტების უნებლიე განმეორება), ექომიმია(გარშემო მყოფთა მიმიკის გამეორება).
კატატონიურ სტუპორს(გაშეშება, გაშტერება – სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის მოსპობა) თან ახლავს ნეგატივიზმი და მანერულობა.

ჰებეფრენული ფორმა

– დამახასიათებელია ჰებოისური აშლილობანი: მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება, მანერულობა, ემოციურ-ნებითი გასადავება, პიროვნული აქტივობის დაქვეითება, სიტუაციასთან შეუსაბამო გუნება-განწყობა. ეს ფორმა გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და აპათო-აბულიური ჭკუასუსტობის განვითარებით.

პარანოიდული ფორმა

– ბოდვითი და ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინდრომების არსებობა. დამახასიათებელია ასევე ასოციაციური პათოლოგია, დაუკავშირებელი, სიმბოლური აზროვნების სახით.ბოდვითი იდეებიდან აღსანიშნავია დევნის,დამოკიდებულების, ზემოქმედების იდეები.გვხვდება ჰალუცინაციების სხვადასხვა ტიპები სმენითი,მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური(შეხებითი) ჰალუცინაციები.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს დაავადება განუკურნებელია, მაგრამ სხვადასხვა წამლებით და მკურნალობის მეთოდებით შესაძლებელია ადამიანისთვის სტაბილური, უვნებელი, ცხოვრების შენარჩუნება, თუმცა ეს ყველაფერი ნემსის წვერზე სიარულს გავს, პატარა უყურადღებობა, ექიმთან გაცდენილი ვიზიტი, დავიწყებული აბი და საბედისწერო შემთხვევებიც არ დააყოვნებს, თუმცა ზოგადად ამ დაავადებით შეპყრობილთა უმეტესობა უვნებელია გარშემომყოფთათვის.

Shizis- “გახლეჩა, Phren- “სული” – შიზოფრენია- გახლეჩილი სული ხომ არასოდეს მთელდება.

p.s დაინტერესებული პირები გაეცანით სტატიას ამ ბმულიდან, ამომწურავი ინფორმაცია ყოველგვარი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე.

2 thoughts on “სულის გახლეჩა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s