შენ

შენ ბავშვობიდან უცნაური იყავი და გიჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა…

შენ ვერ ხვდებოდი, რა საჭიროა თამაში მანქანებით, თოჯინებით და სხვა სულელური ნივთებით როდესაც ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი და ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებული, მშვენივრად გაგყავდა დრო.

შენ ვერ ხვდებოდი რატომ ოხრავდა დედა, როდესაც შენს უსიცოცხლო მზერას შეხვდებოდა.

შენ ვერ ამჩნევდი დამცინავ მზერას, როდესაც პაპანაქება სიცხეში თბილად ჩაფუთნული იჯექი კლასში.

შენ არასოდეს გყოლია მეგობარი, რადგანაც უბრალო არ გჭირდებოდა ის.

შენ მარტო იყავი და გყავდა დედა.

შენ არ “გესმოდა” რატომ გაივსო სახლი ყვავილებით, თვალცრემლიანი და სევდიანი ხალხით, დედას კი თავისი საწოლის ნაცვლად, ხის ვიწრო ფიცრულში რატომ ეძინა.

შენ სულ მარტო იყავ და არ წუხდი.

გშიოდა?!
გტკიოდა?!
გციოდა?!
გიხაროდა?! თუ ირგვლივ უკუნი იყო და თავადაც არ იცოდი რა გსურდა.

რას გრძნობდი?
რას ფიქრობდი?
რა გჭირდა?

შენ ირგვლივ ვერავის ამჩნევდი. ვერც ჩემს მწველ, სიყვარულით ანთებულ თვალებს…

ვერც ჩემს მოტანილ საჭმელს…
ვერც ჩემს დალაგებულ სახლს, დარეცხილ და დაუთოებულ სამოსს და ქვეშაგებს…
ვერც ჩემს მიერ სიყვარულით გაშლილ ლოგინს…

შენ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდი.
ვერც ჩემს გრძნობებს, ტკივილს, წუხილს…მეზობლების იჭვნეულ მზერას შენი სახლის ზღურბლზე, რომ მომაცილებდნენ.

შენ წინ ვერ აღუდექი სამზარეულოს გამოღებულ ფანჯარას,
ფრენის დაუოკებელ ჟინს,
სისხლის უცნაურ გემოს,
სიკვდილის შეუცნობელ ფიქრს…

8 thoughts on “შენ

      • არა პოსტი კარგია. ასეთი კარგი რომ არ იყოს, არც ემოციური იქნებოდა. შინაარსი კიბატონო.. ძალიან მძიმეა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s