ჩემი ბავშვობის წიგნები

ჩვენი ბავშვობის წიგნები

ამ პოსტის წაკითხვის მერე (ისევე როგორც მე)თქვენც გაგიჩნდებათ თქვენი ბავშვობის წიგნებში ქექვის სურვილი, მტვრის სქელი ფენის გადაფერთხვა(უკვე დიდი ხანია გავიზარდეთ) და ხელახლა გადაკითხვა…

ძალიან პატარა ვიყავი, ბიბლიოთეკის პირველ თაროს ვწვდებოდი მაშინ… მაღლა კი, უფრო საინტერესო და უფრო მიმზიდველი წიგნები ეწყო….
ამ ფოტომ გამახსენა ბავშვობა, მაგიდაზე რომ ავძვრებოდი და გამწარებული ვეძებდი საკბილოს.

სკოლაში წასვლამდე ვისწავლე წერა-კითხვა,ასე რომ როდესაც ჩემი კლასელები ანბანის სწავლით იყვნენ დაკავებულნი მე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო, უცხოური, ქართული, ხალხური, ძმები გრიმების, ანდერსენის ზღაპრების კითხვით ვიყავი დაკავებული. სწორედ ამან განაპირობა რომ გამართულად და ბორძიკის გარეშე ვკითხულობდი პირველი კლასის პირველივე სემესტრის ბოლოს, რაც ჩემს მასწავლებელში აგრესიას იწვევდა.
-ეს წინასწარ გამეცადინა დედიკომ??? (არადა დავიფიცებ დედიკოს არასოდეს, არასოდეს ვუმეცადინებივარ)

მერე კლასგარეშე ლიტერატურას გადმომიღებდა, სხპასხუპით ჩავუკითხავდი უცხო ტექსტსაც მაგრამ აღფრთოვანების ნაცვლად იბოღმებოდა.
რატომღაც ვერ მიტანდა.

ნეტავ ოდესმე მომბეზრდება ლინდგრენის კითხვა???
საათობით ვკითხულობთ მე და ჩემი შვილი და მერე ვმსჯელობთ, ჩვენი სახლის სახურავზეც ბინადრობს კარლსონი თუ არა…

მეორე კლასში რომ გადავედი ფრანსუა რაბლეს “გარგანტუა და პანტაგრუელი” წავიკითხე. რა თქმა უნდა მკვეთრი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა პატარა მემ, პირველივე შანსი გამოიყენა და დავალებად დასაწერ რამდენიმე წინდადებიან თხზულებაში, იმდენი მარგალიტის დაფრქვევა მოახერხა, რომ დიდი დავიდარაბის შედეგად ჩემი საყვარელი დედიკო დაბარებულ იქნა მასწავლებელთან, რათა მკაცრად გაეფრთხილებინათ შვილისთვის თხზულებების წერას თავი დაანებეო.

შემოკლებული ვერსია საბავშო მსოფლიო კლასიკისა გახდა საფუძველი იმისა რომ პატარა დანიმ მშვენივრად იცის რობინზონ კრუზოს და გულივერის თავგადასავლები (კიდევ ბევრი, ძალიან კარგი ნაწარმოების შემოკლებული ვარიანტია და გირჩევთ, თუ უკვე მშობელი ხართ, უცილებლად უყიდეთ თქვენს შვილებს)



რადგანაც ჯიუტი მასწავლებელი ვერაფრით დავარწმუნეთ საკუთარ სიმართლეში, და გამუდმებით მედავებოდა ამის გამო, მესამე კლასში, სხვა სკოლაში და შესანიშნავ ლიტერატურის მასწავლებლის ხელში აღმოვჩნდი.

მართალია წიგნის სიყვარული მემკვიდრეობით მამიკოსგან მივიღე, ახალი წიგნებითაც ის მამარაგებდა…

(არასოდეს მეჩხუბებოდა, თუმცა იცოდა ლამპის შუქზე თითქმის ყველა ღამეს ვათენებდი კითხვაში, შემოიხედავდა ოთახში:

_კითხულობ?
მერე დაინტერესდებოდა რას ვკითხულობდი, როგორ მომწონდა და რას ვფიქრობდი. უბრალოდ დაამატებდა აი, ამიტომ მისკუპია ამხელა სათვალეო , ნავთის ლამპაზე მანიშნებდა მქრქალად რომ ანათებდ ოთახს,მაკოცებდა და კარს გაიხურავდა.)

მაგრამ მასწავლებელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ბავშობის წიგნები ისტორიაში, უაღრესად განათლებულმა და ინტელექტუალმა პირველ რიგში ქართული ლიტერატურის კორიფეეებს მაზიარა.

წიგნებთან ერთად ამ ჟურნალების სრული კომპლექტი ნამდვილად დიდ ცოდნას შეძენს თქვენს პატარას, მეც უამრავ საინტერესო ინფორმაციას ვიგებ სხვათაშორის

მ.ჯავახიშვილის “ჩანჩურა” – რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცნობიერებაზე. მოგვიანებით “არსენა მარაბდელი” ,”ჯაყოს ხიზნები”, “თეთრი საყელო”…

გალაქტიონის და ნ. ბარათაშვილის ლექსები, რომელმაც პოეზიისადმი სიყვარული ჩამინერგა და დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ.

ალექსანდრე ყაზბეგის “ელგუჯა“, „მამის მკვლელი“, „მოძღვარი“, „ნამწყემსარის მოგონებანი“, „ხევისბერ გოჩა”. ყაზბეგის პერსონაჟები-უთანასწორო ბრძლოლაში ჩაბმულნი, ხშირად დამარცხებულნი სამართლიანობის ძიებაში, ემოციურად გადმოცემული ისტორიები მძაფრ ინტერესს მიღვივებდა დ მზად ვიყავი მათთან ერთა მებრძოლა ტირანიის წინააღმდეგ, თუმცა ამაოდ.

ილია ჭავჭავაძის: „გლახის ნაამბობი” “ოთარაანთ ქვრივი” „აჩრდილი“ “მგზავრის წერილები”

სახლში კი ვკითხულობდი ყველაფერ რაც ხელში მომხვდებოდა…
ასტრიდ ლინდგრენის გმირებს მესამე ან მეოთხე კლასში დავუმეგობრდი და დღემდე სიამოვნებით ვეცნობი პეპის, ტომის და ანიკას, კარლსონის და ბიჭუნას, ემილის და დაიკო იდას, პელეს და ჩორვენის, თავგადასავლებს.

ამავე პერიოდში ნოდარ დუმბაძე აღმოვაჩინე და დავეწაფე მის რომანებს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ „მე ვხედავ მზეს“ „მზიანი ღამე“ “მარადისობის კანონი” „ნუ გეშინია, დედა!“
„თეთრი ბაირაღები“.

ჟიულ ვერნის რვა ტომეული ციკლიდან “უცნაური მოგზურობანი” :

“მოგზაურობა დედამიწიდან ცენტრისაკენ”
“მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე”
“კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი”
“კაპიტან გრანტის შვილები ”
“80 000 კილომეტრი წყალქვეშ”
“საიდუმლო კუნძული”
“თხუთმეტი წლის კაპიტანი ”
“80 დღე დედამიწის გარშემო ”

მაინ რიდი „თეთრი ბელადი“ „უთავო მხედარი“ „ოკეანეში დაკარგულები“

რობერტ ლუის სტივენსონი “განძთა კუნძული” “შავი ისარი”

ჯეიმს ფენიმორ კუპერის “უკანასკნელი მოჰიკანი”

ჰენრი რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული” .

და ამ სათავგადასავლო, ისტორიული ან სულაც ფანტასტიკური რომანების კითხვისას ხელთ თხელტანიანი წიგნი მომხვდა, დედა მთხოვს წაკითხვას და გული ვერ დავუდეო, შემომჩივლა სოფიმ, მეც მსწრაფლ სახლში წავაცუხცუხე ჰარიეტ ბიჩერ სტოუს “ბიძია თომას ქოხი” და ცრემლებიც უხვად ვაღვარღვარე ადამიანების რასობრივი განსხვავების, მათი დაჩაგვრის, დამონების და სოციალური უთანასწორობის გამო.

მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” სადაც კიდევ ერთხელ ვაწყდები, მწვავე ამერიკულ პრობლემას-მონობა. (ერნესტ ჰემინგუეი თვლიდა “მთელი ამერიკული ლიტერატურა გამოვიდა ერთი წიგნიდან, რომელსაც ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ეწოდება”-ო.)
“ტომ სოიერის თავგადასავალი”
“უფლისწული და მათხოვარი”

ჩარლზ დიკენსი “დევიდ კოპერფილდი” “ნიკოლას ნიკლბი”
თედორ დრაიზერი “ჯენი გერჰარდტი” და “ფინანსისტი”
სერვანტესი “დონ კიხოტი”
გი დე მოპასანი “ლამაზი მეგობარი”
ემილ ზოლა “ნანა” “ქალთა ბედნიერება”

ახლა “ვარდის სახელს” ვკითხულობ, რომლის გაწყვეტაც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხშირად მიწევს, რათა დანის დაჟინებული თხოვნით სახურვის ბინადარი კარლსონი ვიკითხო… ჩემს ბედზე მწვანე შაბათი იყო ‘დიოგენეს’ წიგნის სახლში, წიგნების საყიდლად , რომ შევიარე, ასეთი შაბათია თვის ყველა ბოლო შაბათი და წიგნებზე 25 პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს. ასე აღმოჩნდა ჩვენს ხელში პეპის და კარლსონის ახალი გამოცემები, ფაქტიურად ერთის ფასად ვიყიდეთ ორივე….

მერი მ. დოჯი “ჰანს ბრინკერის ანუ ვერცხლის ციგურები” და ჯეიმს გრინვუდის “პატარა მაწანწალა” დაახლოებით ერთ პერიოდში წავიკითხე და ორივე ნაწარმოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პატარა მე ძალიან ემოციური იყო და კითხვისას ხშირად ტიროდა ხოლმე… განსაკუთრებით პატარა ბავშვების დუხჭირი, დაძაბული ცხოვრება მიკლავდა გულს.

უილკი კოლინზი “მთვარის სპეკალი”
ჯონათან სვიფტი “გულივერის მოგზაურობა”
დანიელ დეფო “რობინზონ კუზო”
აგატა კრისტი, ართურ კონან დოილი და ჟორჟ სიმენონის ყველა ნაწარმოები რაც კი რამ თარგმნილა.

შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი” კი იყო არის და იქნება ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი პირველად ძალიან პატარამ წავიკითხე…
საშინლად ვტიროდი ჯეინის უბედურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებით კოლეჯში ყოფნის პერიოდს, როდესაც პატარა, დაუცველი და უსუსური , უმწეო გოგონა სრულიად მარტო ებრძოდა ცხოვრების მღვრიე მორევს…

და ერთადერთი მეგობარიც ხელში ჩააკვდება…მისი მთელი ცხოვრება უბედურებათა დაუსრულებელი ჯაჭვი იყო სანამ ბრმა და ხეიბარი როჩესტერის მეუღლე და მისი შვილის დედა არ გახდა…
მიყვარს წიგნები და საერთოდ ყველაფერი , რაც კარგად მთავრდება….

ალბათ ძალიან ბევრი საყვარელი წიგნი გამოვტოვე, სამწუხაროდ ჩემი ბავშობის ბიბლიოთეკაში ვერ შევიჭყიტე, თორემ ეს ჩამონათვალი უფრო სრული იქნებოდა ფოტოებზეც უფრო ძველი და გაცრეცილი წიგნები,

პ.ს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ წიგნების მძაფრი სიყვარული მეცხრე კლასის შემდეგ გამინელდა, მაგრამ ყოველთვის რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, წიგნის მაღაზიებს, ბუკინისტების დაახლებს გულგრილად ვერ ჩავუვლი, კარგ წიგნს კი სიამოვნებით წავიკითხავ….

Advertisements

10 thoughts on “ჩემი ბავშვობის წიგნები

  1. სერიოზულად გიმუშავია ბავშვობაში, თამი 🙂 მშვენიერი საბავშვო/საყმაწვილო ბიბლიოთეკა გქონია.

    • ბავშობაში იმდენი არა საბავშვო მაქვს წაკითხული დაწერაც მომერიდა:)

      • ყველაზე ძალიან გრაფ მონტე კრისტოსა და ანჟელიკაზე დამწყდა გული, სამი მუშკეტერიც გამომრჩენია, არადა კვირაზე მეტია დრაფტებში ვინახავ პოსტს არაფერი გამომრჩეს მეთქი

  2. უმრავლესობა მეც წაკითხული მაქვს, თუმცა ყველა სახლში არ მაქვს. 🙂 კარგია!

  3. მაგარია..
    ასე მეგონა, პოსტის კითხვისას ჩემ დღიურს ვათვალიერებდი : ))

    კითხვა 4 წლისამ ჩემით ვისწავლე.
    დედა მიყვებოდა ხოლმე, ერთხელ შენი ოთახიდან უცნაური ხმები შემომესმა, ჩუმად შემოვედი და დავინახე, როგორ კითხულობდიო. უფრო სწორად, თურმე ვმღეროდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ალბათ მეგონა, კითხვა ასე უნდოდა 😀 😀

  4. არ ვიცი რა ვთქვაგავთბი გავთბი ძალიან ♥♥♥ზუსტად ის წიგნებია რომლებსაც ბავშვობასი ვკითხულობდი და ახლაც დიდის ამბით ცკითხულობ მემილიონედ.ეს უბრალოდ არაჩვეულებრივია.ჯეიინ ეარი ჩემი ფავორიტია.დამსხვრეული სტრეოტიპები რომ მთავარი გმირი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს.ვერცხლის ციგურებზე და პატარა მაწანწალაზე მეც იმდენი ვიტირე მერე თვალები მტკიოდა.ემილ ზოლა ხომ შეუდარებელია.ზუსტად აი ზუსტად ის წიგნები გაქვს წანაკითხი რაც მე ნხოლოდ არ წამიკითხავ ,,ვარდის სახელით”მე გამიმართლა ცემი პადაგოგი ყოველთვის აღნიშნავდა რომ მე ძალიან მიყვარს კითხვა და პირველად ჩემთვის მოქონდა ახალი წიგნები.,,იყო მკითხველი ეს თვისთვად საწაულია” დოჩნაშვილის ეს სიტყვები ძლიან მიყვარს♥♥♥

  5. არაჩვეულებრივი პოსტია. კითხვა მეც ადრე დავიწყე და ძალიან მიყვარს. ჩემს ოჯახში ყველას უყვარს და გული მწყდება, რომ ჩემს შვილს ვერ შევაყვარე. კითხულობს, მაგრამ არა იმ დოზით როგორც მე მინდა. ამ წიგნებმა ბავშვობა გამახსენა და სულში სითბო ჩამეღვარა. თითქმის ყველა წაკითხული მაქვს ამ ჩამონათვალიდან. ხშირად ვყიდულობ წიგნებს და თაროზე რომ შევავლებ-ხოლმე თვალს, თითქოს წინასწარ განვიცდი ხოლმე იმ სიამოვნებას, რაც მათი წაკითხვისას უნდა განვიცადო.
    P.S. რამოდენიმე წლის წინ ავიჩემე, ქინდლი ვიყიდოთ-თქო, გვაქვს კიდეც ოჯახში, მაგრამ წიგნს სულ სხვანაირი სითბო აქვს.

    • მიხარია, მადლობა.

      გეთანხმები წიგნებს სხვა სუნი და გემო აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s