Archive | სექტემბერი 2012

პროტესტანტიზმი

პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis – ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან – XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546).

ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.

1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.

ჯონ უიკლიფი (ინგლ. John Wycliffe)(*1320 – 31 დეკემბერი, 1384) – ინგლისელი თეოლოგი და რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმის ადრეული პროპონენტი. მას ეკუთვნის ბიბლიის ინგლისური თარგმანი ერთი სრული გამოცემით და ითვლება პროტესტანტული რეფორმაციის წინამორბედად..

ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.

რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.

მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483 — გ. 18 თებერვალი, 1546), გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.ლუკას კრანახის ნახატი, 1526.

საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ წყლით ნათლობა და ზიარება (როგორც ახალ აღთქმაშია). გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.

რეფორმაციამდელი მსხვილი მოძრაობები: კატარები (XI-XII ს.), ვალდენსები (XII ს.), ლოლარდები და სტრიგოლები (XIV ს.), ჰუსიტები (XV ს.)
რეფორმაციული ეკლესიები (XVI ს.): ლუთერანები, კალვინისტები, ანგლიკანები, ანაბაპტისტები.
პოსტრეფორმაციული მოძრაობები (XVII-XIX ს.): ბაპტისტები, კონგრეგაციონალისტები, ადვენტისტები, პიეტისტები, პურიტანები, მეთოდისტები, მენონიტები, პრესვიტერიანელები, ხსნის არმია, კვაკერები.
დიდი გამოღვიძება (XIX ს.): ორმოცდაათიანელობა, ევანგელიზმი

ამ მიმდინარეობების უმეტესობა ”სულიერი აღორძინების” ეგიდით ფორმირდებოდა, რათა ეკლესია პირველი საუკუნის ეკლესიის იდეალებს და რეფორმაციის არსს დაბრუნებოდა. ამ მიმდინარეობების განმასხვავებელი ნიშანი თავისუფალი ქადაგება და აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა.

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.

პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.

by wiki

შემოდგომა-ზამთარი 2013 ფერები

გრძელი კაბები, წელის ბალთები

ფერადი კოლგოტკები და ყვავილებიანი პრინტები

მკაცრი დახვეწილობა, მინიმალური ავანგარდიზმი

ფერთა პალიტრის უსაზღვრო არჩევანი

ფერების პალიტრა

ღია ცისფერიდან მუქ ლურჯამდე

ნაცრისფერიდან ყავისფერამდე

თბილი ფერები

საქართველოში არ მოსწონთ მაგრამ…

ტყუილების ქვეყანა

რაც დრო გადის უფრო და უფრო მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. უფრო და უფრო ვიძულებ კაცთა მოდგმას…

მხოლოდ ადამიანთა გონებას შეუძლია მოიგონოს ყველანაირი სისაძაგლე რაც კი რამ არსებობს დედამიწის ზურგზე, ბევრჯერ დავფიქრებულვარ: რა კარგია ინკვიზიცია, ადამიანთა წამება , კოცონზე დაწვა და კიდევ ათასი სხვა კაცობრიობის სამარცხვინო ლაქა მოვიშორეთ და მარტო ისტორიის ფურცლებსღა შემორჩა მეთქი. მაგრამ არა, 21 საუკუნემ წამების ახალი ხერხები მოგვიტანა…

ქვეყანაში რომელსაც დემოკრატიულ წეს-წყობილებაზე, ევროპელობასა და მოწინავე სახელმწიფოდ ქცევაზე პრეტენზია აქვს(მის პრეზიდენტს ყოველ შემთხვევაში)

სადაც სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, მუდამჟამ უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას (ყოველშემთხვევაში ჯარისკაცების ხმები, ისევე როგორც მათი პირადობის მოწმობები მითვისებულ არს)

ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ,
სადაც პიროვნებას ჩალის ფასი აქვს,
სადაც ხდება მსგავსი ამაზრზენი და სამარცხვინო ფაქტები
სადაც პრეზიდენტი მუდამ მომღიმარი სახით გვიამბობს როგორ შენდება სახელმწიფო ძირგამომპალ წყობილებაზე
სადაც ჩვეულებრივი აპოლიტიკური მოქალაქე -განრისხებისგან ქუჩაში გამოსული -კვლავაც პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ხდება
ქვეყანა რომელსაც საკუთარი “ოცნება” აქვს რათა განრისხებული ხალხის მასას საკუთარი საბურველი გადააფაროს…

არ აქვს ამ ქვეყანას უფლება სახელმწიფოდ იწოდებოდეს.

არ აქვს ამ პრეზიდენტს უფლება ადამიანად იწოდებოდეს
მე მიმაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფოში ასეთი ფაქტები ხდება ქვეყნის პირველი პირია დამნაშავე.

“როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ანთავისუფლებს პოსტიდან – მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!”

მიხეილ სააკაშვილი, 2003 წელი

და აქვე დავძენ რასაკვირველია თანავუგრძნობ და ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ პოლიტიკური შლეიფის გარეშე გულწრფელობის ხარისხი უფრო მაღალი იქნებოდა, ცხადია.

და ასევე გული მერევა ყველაზე და ყველაფერზე, ადამიანებზე და არაადამიანებზე, განსაკუთრებით ერთ ერთი საზიზღარი პარტია მაცოფებს, რომელიც ადამიანთა საერთო ტკივილსა და უბედურებაზე ცდილობს ქულების დაწერას.

სხვათაშორის მოგახსენებთ, რომ გუშინ, როდესაც მამამისის ვითომ “ოცნება” აქციებში მონაწილეობდა თავად სცენაზე იდგა და თელავის მოსახლეობას საკუთარი “შემოქმედებით” ართობდა.

უსასრულოდ შემიძლია ამ პოსტის წერა, და ბოღმის ნთხევა-მაგრამ მოდი აქ გავჩერდები.

ბულიმია და ანორექსია

ბულიმია (bus ხარი, limos შიმშილი)

არსებობს ამ დაავადების (კვებითი აშლილობის) რამდენიმე ფორმა მუდმივი და ეპიზოდური. ეპიზოდური ბულიმია თანმხლები სიმპტომია ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტი ან ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შიძლება სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს.  ბულიმიის ეს ტიპი პრობლემას არ ქმნის და ძირითადი დაავადების დროულად მკურნალობის შემთხვევაში ადვილად  რეგრესირდება. რაც შეეხება მდმივ ბულიმიას იგი ფსიქიკურ დარღვევად განიხილება.  ამ დაავადების მსხვერპლნი ძირითადად ახალგაზრდა ქალები (20-30წელი)  არიან.  განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ დიეტებს წონის შესანარჩუნებლად.

ამ დაავადების ძირითადი ნიშნებია:

  • დეპრესია,საკუთარი თავისადმი ზიზღის, დანაშაულის და არასრულფასოვნების განცდა.
  • თვითკონტროლის დაკარგვა საკვების მიღებისას
  • მძაფრი თვითკრიტიკა
  • წონაზე მცდარი წარმოდგენა,  მუდმივი შიში იმისა რომ მსუქანი ხარ, თუნდაც შენი წონა იდეალურ ნიშნულზე იდგეს.
  •   ასევე მოსალოდნელია: წონის მკვეთრი მატება და კლება (5-10 კგ)

შიმშილის შეტევისას ავადმყოფს შეუძლია ორ კილომდე საკვები მიიღოს, შემდგ ჩნდება დანაშაულის განცდა და ხელოვნურად გამოწვეული ღებინებით ზედმეტი კალორიებისგან განთავისუფლება.  რადგანაც საკვები ნივთიერებების ნახევარი მაინც შეიწოვება ორგანიზმში  წონის მატება გარდაუვალია.

სამწუხაროდ დაავადების აღმოცენებიდან მკურნალობის დაწყებამდე ხანდახან წლებიც გადის რადგანაც ამ სიმპტომებს პაციენტები ხასიათის სისუსტედ თვლიან და არა ვერაგ ავადმყოფობად, რომელმაც ხშირ შემთხვევაში  (დროული მკურნალობის გარეშე)  შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს.  ბულიმია ავადმყოფობაა-მისი  მკურნალობა აუცილებელი. თუ არ  არსებობს ორგანული პათოლოგია, რომელიც მადის მკვეთრ მატებას გამოიწვევს მაშინ ბულიმიის  მკურნალობა ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.

ანორექსია

ბულიმიის საპირისპირო მოვლენაა. როგორც დიაგნოსტიკის ისე მკურნალობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ნერვული ანორექსია. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ დაავადებათა შორის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელით ანორექსია ხასიათდება. ამ დაავადების პირველი ამოსაცნობი ნიშანია ის რომ ავადმყოფს ვერაფრით გააგებინებთ როგორია მისი იდეალური წონა, ის მუდამ დარწმუნებულია რომ ჭარბი წონა აქვს, მაშინაც კი როდესაც ძვალად და ტყავად არის ქცეული.ისინი უმეტესწილად უარს ამბობენ საკვების მიღებაზე და მკაცრ დიეტაზე არიან, ან იღებენ საკვებს და ჭამის შემდეგ იწვევენ ღებინებას, იკეთებენ გამწმენდ ოყნას ან სვამენ საფაღარათო საშუალებას.

ანორექსია განაპირობებს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, არითმიას, მუდმივ სისუსტეს,კუნთების სპაზმს, მომეტებულ აგზნებადობას და უსაფუძვლო მრისხანებას.

დადგენილია რომ ანორექსია ფსიქიკური დაავადებაა, მისი მკურნალობა უფრო რთულია ვიდრე დეპრესიის ან პანიკის შეტევისა.
როგორც ვხედავთ , საკუთარი წონის კონტროლმა შეიძლება არანორმალური ავადმყოფური ფორმა მიიღოს და ორ ერთმანეთის საპირისპირო პათოლოგიად ჩამოყალიბდეს. ორივე შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავადმყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას,რის გამოც მკურნალობის ორგანიზება ოჯახის წევრებმა უნდა ითავონ.

წყაროდ გამოყენებულია “ყველაფერი სიმსუქნისა და სიგამხდრის შესახებ”
პალიტრა მედია

მოგვეცით ხმა

რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რა თქა უნდა დღევანდელი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს ხალხის წახალისება. ინდიფერენტულად განწყობილი მოსახლეობა და ფრაზა “მაინც ისინი გაიმარჯვებენ” აქტუალობას ვაი, რომ დღესაც არ კარგავს.

1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები.

მოსახლეობა “იმედოვნებს”, უკეთესობისკენ შეიცვლებაო რაიმე, პარტიებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიმადლიერონ. ძალაუფლება ხომ ოდითგანვე იყო ბრძოლისა და დავის საგანი. თანამედროვეობამ მოიტანა არჩევანის თავისუფლებაც, მაგრამ რატომღაც მგონია საქართველოში დემოკრატიის ეს ერთერთი მთავარი და ურყევი პრინციპი, უგულვებელყოფილია, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ და წავიდეთ აჩევნებზე, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ხმა არ იყოს მითვისებული და გაყალბებული.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიებს, დაპირებებს და ქმედებებს, რათა წავხალისდეთ არჩევნებზე წასასვლელად.

ესეც დაპირებათა ნუსხა მეტი თვალსაჩინოებისთვის, თვით სააკაშვილის ავტოგრაფით.

თითოეული პოლიტიკური პარტია საკმაოდ გააქტიურებულია, მართავენ საარჩევნო კამპანიებს და შეხვედრებს მოსახლეობასთან, ავადმყოფების და მოხუცების მონასანახულებლადაც იცლიან (არჩევნებამდე რა უშლით ხელს?!). მმართველი პარტია რა თქმა უნდა ყველაზე აქტიურია (ფინანსების მართვა მათ ხელშია და ნამდვილად არ ენანებათ, მიზნობრივად თუ რამიზნობრივად მისი ხარჯვა). მაგალითად ორიოდე დღის წინ მოაწყვეს გორან ბრეგოვიჩის კონცერტი მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც საკმაო თანხა დაჯდებოდა. ასევე პლაკატები თუ ფლაერები, რომლებიც სახლში ლამის ყოველ დღე მომდის მოწოდებით “მოგვეცით ხმა”. მაინცდამაინც საარჩევნოდ დაარიგეს საბავშვო პოლისები(სხვათაშორის უკვე დამჭირდა და 100 ლარზე მეტი დავზოგეთ ოჯახის სასარგებლოდ), ოთხი წლის შემდეგ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, რომ უმუშევრობა პრობლემაა და შეიქმნა სპეციალური სამინისტრო ამ პრობლემის “აღმოსაფხვრელად”. გვპირდებიან ათას ლარს თითოეულ ოჯახს, რაც ადამიანთა წახალისებას კი არა, მოსყიდვას უფრო მაგონებს და კიდევ ბევრი, სანუკვარი ოცნების ასრულებას.
მოკლედ ხალხის წახალისებაში, პიარის გაკეთებასა და დაპირებების მიცემაში მმართველი პარტია უპირობო ლიდერია.

გუშინ “ქართული ოცნების” ლიდერის ერთმა ფრაზამ მომჭრა ყური “პუტინი, როგორ გავაკრიტიკო, როდესაც ჩვენ გვყავს სააკაშვილიო”. ამ ფრაზით მთელს მის საარჩევნო კამპანიას (თუ ჰქონდათ საერთოდ) ჩემს თვალში საკონტროლო გასროლა გაუკეთა. საოცარია, ადამიანმა რომელსაც ყველაფერი აქვს დედამიწის ზურგზე, რატომ უნდა მოინდომოს პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა თუ არა სხვა კერძო პირადი ინტერესები?! იმედია მასაც ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის გზას არ გაუყენებენ.

ლეიბორისტულ პარტიაზე რას იტყვით?! ჯავახიშვილს დაესესხა სლოგანი, რომელიც თითქმის ასე ჟღერს: “მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ ღმერთი როგორ წამახდენსაო” და სხვა მისი აქტივობა არ შემინიშნავს ხალხის წახალისების მცდელობისა, გარდა ტელევიზიით უხვად დატრიალებული ამ სლოგანისა რომელზეც უკვე მწარედ მეცინება.

ჟურნალისტიკიდან წამოსული და ახლა ფრიად პატივცემული პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძე თავისი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიით და მოთხოვნით მივცეთ ხმა, რათა შეძლოს დანაპირების ასრულება. დაპირებანი კი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ეს 200.000 სამუშაო ადგილი, როგორ უნდა შექმნას ვერ ვხვდები, არც დაუკონკრეტებიათ, ამიტომაც ამაო დაპირებათა სუნი მცემს, კიდევ ერთხელ…

მოკლედ 16 საარჩევვნო სუბიექტია (14 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი) რეგისტრირებული, თითოეული თავისებურად ცდილობს მოსახლეობის წახალისებას. ფაქტი კი ერთია ეკონომიკური თვალსაზრისით ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, მერა რა რომ დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს სქართველოში(მიშას ხუმრობით მეორე აღმაშენებელს ვეძახი), მერე რა, რომ ტურისტების ნაკადმა ლამის წაგვლეკოს, იმედია 21 საუკუნეში არც პატრული და 24 საათიანი დენის, გაზის და წყლის მომარაგება, უნდა გვიკვირდეს (რომლისთვისაც სხვათაშორის იმაზე მეტს ვიხდით, ვიდრე საჭიროა), საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა გაჭირვება, უსახლკარო და უპატრონო ბავშვები და მოხუცები, უმუშევრობა, შიმშილი კვლავ აქტუალურია.

ჩვენ კი წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ უკეთეს მომავალს.
არჩევანი?! არჩევანი, რომ მართლაც დიდია.

ჯვაროსნული ლაშქრობები

ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები.

საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.

მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულა იერუსალიმის, წმინდა მიწის ისტორიაში.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. ვინაიდან თურქ-სელჩუკთა იმპერია საგრძნობლად გაძლიერდა,მუსლიმანები კი საფრთხეს წარმოადგენდნენ ქრისტიანული სამყაროსთვის, მუსლიმანთა წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. პაპმა გაითვალისწინა ევროპაში შექმნილი ვითარება, მეტადრე ულუკმაპუროდ დარჩენილი რაინდები, რომელნიც ქონებას ომის დროს აგროვებდნენ. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა. ასე რომ უარის სათქმელად მიზეზს ვერ ხედავდა.

ჯვაროსნების კონსტანტინოპოლში შესვალა, ჟან ფუკე

აგვისტოს შუა რიცხვებში ოთხი მთავარი არმია გეგმის მიხედვით დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ, 1097 წლის აპრილისთვის ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ძველ ბიზანტიელთა ქალაქი. ალყაშემორტყმული ნიკეა მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად მალევე დაიპყრეს და რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ, ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება “პილიგრიმმა მეომრებმა” მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში, იერუსალიმისკენ კი გზა ხსნილი იყო.

1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს.

საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი.რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

იერუსალიმის ალყა, შუა საუკუნეების მანუსკრიპტი.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

დაიწყო 1145 წელს, ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა და ეს იყო პირველი ჯვაროსნული ბრძოლა, რომელსაც ევროპელი მეფეები ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია) ხელმძღვანელობდნენ. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადალახა ევროპა,შეფერხდა ბიზანტიასთან, რომლის გადალახვის შემდეგ ორივე მეფის არმია დამოუკიდებლად დაამარცხა თურქ-სელჩუკებმა.

ედესას დაცემა (1140) იყო მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის პირდაპირი მიზეზი

ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. (მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა) გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.

ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და მისი გარდაცვალების შემდეგ განაგრძო კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. ამ ლაშქრობის წინაპირობა გახდა მიზეზი სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობისა.

აკოს ალყა იყო პირველი დიდი დაპირისპირება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის გადამწყვეტი ეტაპები რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის მიმდინარეობდა. ამ დროისთვის რიჩარი მიატოვეს ევროპელმა მონარქებმა, რადგანაც იერუსალიმის აღების შემდეგ, ვინ იმეფებდა იქ ვერ შეთანხმდნენ. 20 აგვისტოს რიჩარდი გაემართა იაფასკენ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. მიუხედავად რიცხვობრივი უპირატესობისა სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა.

სალადინი

საბოლოო ბრძოლა რიჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.

2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლეოდათ. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.

რიჩარდ ლომგული

იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავი შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა

1204 წელს ჯვაროსნებმა ბონიფაციუს I მონფერატის მეთურობით კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს,რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.

კონსტანტინოპოლის აღება
ეჟენ დელაკრუა-1840


(1202—1204)

ჩარლი

დაიბადა ლონდონში, 1880 წლის 16 აპრილს. მამა ჩინებული კომიკოსი ჰყავდა. დედა მღეროდა ოპერეტაში, მერე ვარიეტეში. ბავშვობა ლონდონში, ისტენდის ღარიბების უბანში გაატარა. როდესაც მამამისი გალოთდა და საჭმელი გამოელიათ, ჩარლის ძმას ხშირად უხდებოდა საქველმოქმედო სასადილოდან წვნიანის მოტანა, ჩარლი ვერ მიჰყვებოდა ძმას რადგან ზიარი ფეხსაცმელი ჰქონდათ.

მამის გარდცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, პატარა ჩარლი(6 წლის) ფულის საშოვნელად ესტრადებზე გამოდიოდა, მეეტლედაც მუშაობდა ქუჩაში და ხანდახან უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

14 წლისამ, როგორც იქნა თეატრალურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა. სკეტჩში “საფოსტო კანტორა” ჩარლიმ მთელი თავის უნარი გამოავლინა, რადგან ეს გადაწყვიტავდა თეატრში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თუ დირექტორი დაიწუნებდა მთელ ოჯახს კვლავ შიმშილი ელოდა. ჩარლიმ ანგაჟემენტი(მიწვევა თეატრში გარკვული დროით და პირობებით) მიიღო.

19 წლის ჩარლი ცნობილი ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს დასში მიიწვიეს, სადაც თამაშობდა მთვრალ კაცს სკეტჩში “ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით ჩარლმა მთელი ევროპა შემოიარა, ხოლო ამერიკაში მისი მეორე ვიზიტისას შეხვდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პროდუსერს მარკ სენეტს, რომელმაც “კისტოუნის” კინოკომპანიაში მსახიობად მიიწვია. ჩარლი მიწვევას დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი სხეულის პლასტიკას ვირტუოზულად ფლობდა მაინც არ ეთანხმებოდა იმ დროისათვის კინოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს: მხოლოდ გარეგან დინამიურობას და “სლეპსტიკის” ანუ გასილაქების მეთოდს.

კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რეჟისორ ლერმანს, რომელიც ძალით ახვევდა პრიმიტიულ გარეგან ტრიუკებს. სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია.

1914 წლის, მაისში გადაიღო “წვიმაში მოხვედრილი”. ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი. სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი თავად იყო. მან მოიფიქრა თავისი გმირის იმიჯი, ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბურა ქუდი, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები და ხელში ჯოხი. ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ უკარნახა ვინც იყო, დაუსრულებლად მოსდიოდა თავში კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები.

“ხალხმა არ იცის, რომ იგი, ჩვენი დროის უდიდესი დრამატურგი და რომანისტია, მისმა სამსახიობო ტალანტმა მისი სამწერლო გენია დაჩრდილა.” წერდა ფრანგი კინორეჟისორი რენე კლერი “პარიზელი ქალი”-სადმი მიძღვნილ წერილში. ჩაპლინი იყო ამ ფილმის ავტორი და რეჟისორი. იგი არ თამაშობდა ამ ფილმში, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანდა კადრში.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე, პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე და გააბათილა ზოგი კრიტიკოსის მოსაზრება, რომ მუნჯი კინო ადამიანის ფსიქოლოგიას ვერ გადმოსცემს.

ჩაპლინმა თავის ფილმებში და შემოქმედებაში უარყო სრული ბოროტება და პირწმინდა სიკეთე. ისინი ერთ მთლიანობაში მოაქცია, თუმცა კონტრასტები ერთდროულობის გარდა დანაწევრებულიცაა, მაგალითად “დიდ დიქტატორში” ჰენკელი ინფანტილური ბოროტებაა, დალაქი კი შეშინებული სიკეთე.

ჩაპლინის შემოქმედება ქმნის კონტრასტს პრეტენზიასა და სინამდვილეს შორის, თუმცა მერე პრეტენზიიდან სინამდვილეზე, გამომეტყველებიდან კი შინაარსზე გადადის. დიდი ძალის ბოროტების წარმოსაჩენად ჩაპლინი კარიკატურას ქმნის, უფრო მეტი ბოროტების წარმოსაჩენად კი ტრაგიკომედიამდე მიდის.

ჩარლის საყოვლთაო აღიარება ხვდა წილად. მის კომედიებზე იცინოდა ყველა, მაგრამ როგორც კი კომიზმის გარეშე გამოსახავდა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, მაყურებელთა რაოდენობა კლებულობს. მასას ჩარლის ფილმები გასართობად სჭირდებოდა, ერთეულებს კი სევდაც აღაფრთოვანებდა.

ჩარლი ჯიუტად განაგრძობდა მუნჯი ფილმების გადაღებას, ხმოვან ფილმთა შორის. ჯერ მუსიკა და ხმაური გაისმა “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში”, შემდეგ მისი სიმღერა, “ახალ დროებაში”. დაიწერა ხმოვანი სცენარი კინოშედევრისთვის “დიდი დიქტატორი”. ჩაპლინმა ხიდი გასდო მუნჯ და ხმოვან, ძველ და ახალ კინოს შორის, რომელზეც ასობით კინემატოგრაფისტი იკვლევდა გზას. მისი გენია ხმოვანი კინოს ახალმა ესთეტიკამ ვერ დაჯაბნა.

ჩარლი დარჩა დროთა ვითარებისა და ცვალებადობისგან ხელშეუხებელი გენიოსი.