მესამე

თვალი გაახილა, ცოლის მკლავს ეძებდა, თუმცა ხელთ გამხდარი და თმაგაჩეჩილი თანამშრომელი შერჩა.
თვალი მოიფშვნიტა, ოთახი არ იყო, მისი სახლი და არც საწოლის გვერდზე მიდგმული ბავშვის საწოლიდან ისმოდა პატარას მშვიდი ფშვინვა.
თვალს არ უჯერებდა,
თავს არ უჯერებდა…
რაც დაქორწინდა მას შემდეგ პირველად გაიღვიძა, სხვა ქალთან
სხვა საწოლში.
თავი შეეზიზღა და წამოდგა.

***

-აღარ მიყვარხარ და მივდივარო, მერე ჩაალაგა თავის ნივთები და უბრალოდ წავიდა. სხვა არავინ არ მყავსო… არა ვაჟკაცობაც არ ეყო ეთქვა ვის გამო მტოვებდა, ვის გამო გადაუსვა ხაზი ოჯახს და შვილებს…

აღარ მიყვარხარო…

ხოდა მეზიზღება მეთქი მატყუარა ადამიანები, ფლიდები, მხდალები თან რომ გღალატობენ და პირში სიყვარულს გეფიცებიან, ცრემლებს აღვარღვარებენ და უმანკო თვალებით პატიებას გთხოვენ…
მერე სხვასთან გარბიან რომ მის მკლავებში დაიწყნარონ აშლილი ნერვები…
გამბედაობაც არ ყოფნით ვაჟკაცურად მიგატოვონ. ღალატის სიმწარე არ გაგემონ და უბრალოდ წავიდნენ სხვასთან.

მე კიდევ უფო მეტად მიყვარს, ვიდრე მაშინ წლების წინ.
კუთხეში მიგდებულ ძველ მაისურს დავწვდი, მისი სურნელი უკეთ რომ შემეგრძნო, და მთელი ღამე ტირილში გავატარე. განადგურებული ვარ, ცუდად ვარ.
რა უცნაურია ცხოვრება,
ხომ მიღალატა,
ხომ გადათელა ჩემი გრძნობები,
ხომ სხვაში გამცვალა,
აბა რატომ არ ვგრძნობ არაფერს უსაზღვრო სიყვარულის და საშინელი ტკივილის გარდა?

***

მატყუარა კაცზე საზიზღარი მარტო ქვეწარმავალია, იმას მოერიდები მაინც რომ არ მოგშხამოს.

ის(მატყუარა კაცი) კი მოეყუდება სხვის საწოლში ღამენათევი, ცისფერ თვალებს უმანკოდ ააფახუნებს და ტკბილი ღიმილით “დაგარწმუნებს” სამსახურში ბევრი საქმე მქონდაო.

მეზიზღებიან ადამიანები.

14 thoughts on “მესამე

  1. არა, არც ერთი კაცი და არავინ არ არის ცრემლების ღირსი. ჯობს წავიდეს, უკეთესი გამოჩნდება)

    ღალატი სამყაროს დასასრული არ არის, მაგრამ რასაც შენ არ შეგინდობს ის არც შენ უნდა აპატიო. და ამიტომ ყველა ის ქალი მეზიზღება, მოღალატე კაცებზე მეტადაც კი, რომელსაც ურჩევნია იყოს სუსტი და ჩაგრული, ვიდრე ძლიერი და ღირსეული.

    • ძნელია ძლიერი იყო როცა საქმე გრძნობებს ეხება, თუმცა მეც ეგრე ვფიქრობ სუსტი და დაჩაგრული უფრო საცოდავი ხარ, ვიდრე სინამდვილეში,.

      • ჰო ადვილი არაა გეთანხმები, მაგრამ არც უბრალოდ სიტყვებს ვახეთქებ. ყველაფერი ინდივიდუალურია და შიგნით რა ხდება გადმოტანა ცოტა რთული არის ხოლმე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ღირსება უპირველეს ყოვლისა, სამყაროში კი ბევრი სხვა სასიამოვნო მამაკაცია)

      • კი მაგრამ სანამ მიხვალ იმ “სხვა” მამაკაცამდე,აუ არა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.

  2. სინდისი ჰქონებია მაინც. ქართული რეალობა ისაა, რომ უნდა გღალატობდეს, მაგრამ მაინც შენთან იყოს და სიყვარულს გეფიცებოდეს. მე რომ მკითხო, ასეთ დროს წასვლა უფრო კაცურია, ვიდრე დარჩენა…

    • კცური იცი რა არის? ჯერ წავიდეს ოჯახიდან და მერე გაიჩინოს საყვარელი. მაგრამ აქ ხომ მოღალატე კაცების კულტია.

      • მეც ეგ ვიგულისხმე. კი, მასეა. და საერთოდ, მართალია, რომ არც ერთი მამრის ნდობა არ შეიძლება🙂

  3. ხშირად ისეც ხდება ხოლმე რომ კაცი მოღალატე და მატყუარაა, ქალმა ყველაფერი იცის და მიზანმიმართულად ხუჭავს თვალს სანამ ცხვირში არ მოხვდება ისეთი რეალობა რომლის გადალახვაც აღარ შეიძლება. სამწუხაროდ ხშირად სირაქლემას პოზიცია უფრო გვემარტივება.

    საშინელებაა ღალატი, კიდევ უფრო საშინელებაა როცა მოღალატე გიყვარდა ან გიყვარს. ადამიანების გადაყვარება რთული შრომაა.

  4. მე პირადად მგონია ხოლმე რომ ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად გავძლიერდები მის ჯინაზე. შეიძლება უბრალოდ მგონია და სულაც გავსაცოდვადე, მაგრამ…

    • გაძლიერდები თუმცა ტკივილის ფასად. არ მინდა ასეთი სიძლიერე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s