ბედნიერების ჰორმონები

ბედნიერება ზოგადი მცნებაა: ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.

ეს ყველაფერი ადამიანის ტიპაჟსა და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ზემოთ დასახელებულ ადამიანთა მეორე, საკმაოდ პრაგმატული ნაწილი უფრო იშვიათადაა ბედნიერი და გამუდმებით პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის ხერხებზე ფიქრობს, რაც, თავისთავად, ცუდი არაა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ხანდახან პრობლემების დავიწყება და უბრალოდ ცხოვრებისგან ტკბობა უფრო ჭკვიანურია, ვიდრე გამუდმებული ფიქრი და მსჯელობა ზოგადსაკაცობრიო, გლობალურ ანდა პირად პრობლემებზე.

დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას.
ოპტიმისტური განწყობილების შედეგად უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის აღზრდა.

თუ ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად ხარ განწყობილი
თუ მზის ყოველი ამოსვლით ტკბები
თუ იმის რწმენით და იმედით იძინებ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება
თუ გჯერა საკუთარი თავის, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ

ესე იგი შენ ოპტიმისტი ხარ.

გილოცავ შენ უკვე ბედნიერი ხარ!!! ბედნიერების შეგრძნება ხომ უბრალოდ ოპტიმისტური განწყობის შედეგია 🙂

posted by tami for pink

Advertisements

3 thoughts on “ბედნიერების ჰორმონები

  1. “თუ ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად ხარ განწყობილი
    თუ მზის ყოველი ამოსვლით ტკბები
    თუ იმის რწმენით და იმედით იძინებ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება
    თუ გჯერა საკუთარი თავის, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ”

    თუ კი შეძლებ დაინახო ოაზისი, თუნდაც, თაკარა მზის ქვეშ, უკიდეგანო უდაბნოში იდგე
    თუ კი შეძლებ დაინახო სანთლის შუქი ჰორიზონტს მიღმა, თუნდაც ღამე იყოს უკუნეთი
    თუ კი შეძლებ დაინახო როგორ უჭირს სხვას, თუნდაც თვალებდახუჭული იყო ამ დროს
    თუ კი შეძლებ დაინახო იმედი, თუნდაც ტკივილი გიკლავდეს გულს
    თუ კი…

    • არ ვიცი რა გიპასუხოთ, ჩემს პოსტზე მეტად თქვენი კომენტარები მომწონს

  2. … და ეს ყოველივე მაშინ, როცა დაუჯერებლად გეჩვენება, თუმცა კი ყველაფერი რაოდენ ადვილადაა შესაძლებელი, მთავარია იყო ოპტიმისტი, რათა გახდე ბედნიერი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s