ქალის სურნელი

მშვენიერი დილა გათენდა, გრძნობდა მზე ანათებდა ქუჩაში, ჩიტების ჟრიამულიც ესმოდა, ახალგაღვიძებული ქალაქის ხმაურიც აღწევდა ოთახში. ჩვეულებრივზე მეტი დრო მოანდომა ჩაცმას და საუზმეს.

ხო აი, მიაბიჯებს ქუჩაში, თითქოს არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. ცალ ხელში ჯოხი უჭირავს, მეორეში ძაღლის საყელური, მუქი სათვალე უკეთია. მოკლედ უჩვეულო არაფერი.

-სიმპათიური კაცია, თან ხელჯოხს ატარებს, ელეგანტურია არა?! თითქოს ნიავმა მოიტანაო ნაზი ჩურჩული.

უკან გოგონები მოჰყვებოდნენ, მსუბუქი ნაბიჯებით ჩაუარეს, თანაც გაუჩერებლად საუბრობდნენ.

-მაპატიეთ, შეგიძლიათ გზის მეორე მხარეს გადამიყვანოთ?

-უსინათლოა, მოესმა გულდაწყვეტილი ჩურჩული, ალბათ მიხვდნენ ხელჯოხს ელეგანტურობის გამო, რომ არ ატარებდა და არც ძაღლის გასასეირნებლად შეწუხებულიყო ასე ადრიანად.

-შენ მიდი გაჩერებაზე, ამ ავტობუსმა თუ გაგასწრო სამსახურში დაგაგვიანდება. გადაულაპარაკა ერთმა მეორეს და კაცს მაჯაში ხელი ჩაჰკიდა.

ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ, ცენტრალური ქუჩის გადაკვეთა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა.
კაცს სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლიდა სხეულში, გოგონას სისუფთავის, ხარისხიანი კოსმეტიკის, აბაზანის ქაფის, ახლადწასმული ლაქის, გაშლილი გრძელი თმების, ყავის, სიგარეტის და კიდევ ათასი წვრილმანის გასაგიჟებელი, გასაგიჟებელი სურნელი ჰქონდა.

-გადმოვედით. უთხრა გოგონამ, თან ხელის გაშვებას ცდილობდა, მამაკაცს ძლიერად რომ ჰქონდა ჩაბღუჯული.
-მადლობთ, ძალიან დამეხმარეთ. ბურტყუნებდა და ეხუტებოდა, ხელით ეხებოდა სახეზე, თმებზე, წელზე, მკერდზე…

გოგონამ უხეშად ჰკრა ხელი და უკან დაიხია, დაინახა გზის მეორე მხარეს მისი და ავტობუსში როგორ ჩაჯდა, იქეთ საქმე აღარ ჰქონდა. უსინათლოც თავის გზას გაუდგა, გულს ბაგა ბუგი გასდიოდა. სანაპიროზე ჩაირბინა, უკიდეგანო ზღვას დააცქერდა წუთით, მერე აბეზარი ფიქრები თითქოს თავის გაქნევით გაფანტაო, ჩქარი ნაბიჯით შეუერთდა სარბენ ბილიკზე სავარჯიშოდ გამოსულ ხალხს.

რა იცოდა რომ კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებდა…

Advertisements

2 thoughts on “ქალის სურნელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s