მოგვეცით ხმა

რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რა თქა უნდა დღევანდელი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს ხალხის წახალისება. ინდიფერენტულად განწყობილი მოსახლეობა და ფრაზა “მაინც ისინი გაიმარჯვებენ” აქტუალობას ვაი, რომ დღესაც არ კარგავს.

1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები.

მოსახლეობა “იმედოვნებს”, უკეთესობისკენ შეიცვლებაო რაიმე, პარტიებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიმადლიერონ. ძალაუფლება ხომ ოდითგანვე იყო ბრძოლისა და დავის საგანი. თანამედროვეობამ მოიტანა არჩევანის თავისუფლებაც, მაგრამ რატომღაც მგონია საქართველოში დემოკრატიის ეს ერთერთი მთავარი და ურყევი პრინციპი, უგულვებელყოფილია, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ და წავიდეთ აჩევნებზე, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ხმა არ იყოს მითვისებული და გაყალბებული.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიებს, დაპირებებს და ქმედებებს, რათა წავხალისდეთ არჩევნებზე წასასვლელად.

ესეც დაპირებათა ნუსხა მეტი თვალსაჩინოებისთვის, თვით სააკაშვილის ავტოგრაფით.

თითოეული პოლიტიკური პარტია საკმაოდ გააქტიურებულია, მართავენ საარჩევნო კამპანიებს და შეხვედრებს მოსახლეობასთან, ავადმყოფების და მოხუცების მონასანახულებლადაც იცლიან (არჩევნებამდე რა უშლით ხელს?!). მმართველი პარტია რა თქმა უნდა ყველაზე აქტიურია (ფინანსების მართვა მათ ხელშია და ნამდვილად არ ენანებათ, მიზნობრივად თუ რამიზნობრივად მისი ხარჯვა). მაგალითად ორიოდე დღის წინ მოაწყვეს გორან ბრეგოვიჩის კონცერტი მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც საკმაო თანხა დაჯდებოდა. ასევე პლაკატები თუ ფლაერები, რომლებიც სახლში ლამის ყოველ დღე მომდის მოწოდებით “მოგვეცით ხმა”. მაინცდამაინც საარჩევნოდ დაარიგეს საბავშვო პოლისები(სხვათაშორის უკვე დამჭირდა და 100 ლარზე მეტი დავზოგეთ ოჯახის სასარგებლოდ), ოთხი წლის შემდეგ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, რომ უმუშევრობა პრობლემაა და შეიქმნა სპეციალური სამინისტრო ამ პრობლემის “აღმოსაფხვრელად”. გვპირდებიან ათას ლარს თითოეულ ოჯახს, რაც ადამიანთა წახალისებას კი არა, მოსყიდვას უფრო მაგონებს და კიდევ ბევრი, სანუკვარი ოცნების ასრულებას.
მოკლედ ხალხის წახალისებაში, პიარის გაკეთებასა და დაპირებების მიცემაში მმართველი პარტია უპირობო ლიდერია.

გუშინ “ქართული ოცნების” ლიდერის ერთმა ფრაზამ მომჭრა ყური “პუტინი, როგორ გავაკრიტიკო, როდესაც ჩვენ გვყავს სააკაშვილიო”. ამ ფრაზით მთელს მის საარჩევნო კამპანიას (თუ ჰქონდათ საერთოდ) ჩემს თვალში საკონტროლო გასროლა გაუკეთა. საოცარია, ადამიანმა რომელსაც ყველაფერი აქვს დედამიწის ზურგზე, რატომ უნდა მოინდომოს პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა თუ არა სხვა კერძო პირადი ინტერესები?! იმედია მასაც ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის გზას არ გაუყენებენ.

ლეიბორისტულ პარტიაზე რას იტყვით?! ჯავახიშვილს დაესესხა სლოგანი, რომელიც თითქმის ასე ჟღერს: “მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ ღმერთი როგორ წამახდენსაო” და სხვა მისი აქტივობა არ შემინიშნავს ხალხის წახალისების მცდელობისა, გარდა ტელევიზიით უხვად დატრიალებული ამ სლოგანისა რომელზეც უკვე მწარედ მეცინება.

ჟურნალისტიკიდან წამოსული და ახლა ფრიად პატივცემული პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძე თავისი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიით და მოთხოვნით მივცეთ ხმა, რათა შეძლოს დანაპირების ასრულება. დაპირებანი კი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ეს 200.000 სამუშაო ადგილი, როგორ უნდა შექმნას ვერ ვხვდები, არც დაუკონკრეტებიათ, ამიტომაც ამაო დაპირებათა სუნი მცემს, კიდევ ერთხელ…

მოკლედ 16 საარჩევვნო სუბიექტია (14 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი) რეგისტრირებული, თითოეული თავისებურად ცდილობს მოსახლეობის წახალისებას. ფაქტი კი ერთია ეკონომიკური თვალსაზრისით ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, მერა რა რომ დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს სქართველოში(მიშას ხუმრობით მეორე აღმაშენებელს ვეძახი), მერე რა, რომ ტურისტების ნაკადმა ლამის წაგვლეკოს, იმედია 21 საუკუნეში არც პატრული და 24 საათიანი დენის, გაზის და წყლის მომარაგება, უნდა გვიკვირდეს (რომლისთვისაც სხვათაშორის იმაზე მეტს ვიხდით, ვიდრე საჭიროა), საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა გაჭირვება, უსახლკარო და უპატრონო ბავშვები და მოხუცები, უმუშევრობა, შიმშილი კვლავ აქტუალურია.

ჩვენ კი წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ უკეთეს მომავალს.
არჩევანი?! არჩევანი, რომ მართლაც დიდია.

Advertisements

4 thoughts on “მოგვეცით ხმა

  1. ისე არჩევანი მართლა დიდია?
    გუშინ ვკითხულობდი ერთ ნოუთს, ფსიქოლოგიურ ტესტთან იყო შედარებული: ხშირად სავარაუდოდ ჩამოთვლილი პასუხები არ აკმაყოფილებას რისი გაცემაც გინდა.
    მომეწონა ეს შედარება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s