ბულიმია და ანორექსია

ბულიმია (bus ხარი, limos შიმშილი)

არსებობს ამ დაავადების (კვებითი აშლილობის) რამდენიმე ფორმა მუდმივი და ეპიზოდური. ეპიზოდური ბულიმია თანმხლები სიმპტომია ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტი ან ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შიძლება სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს.  ბულიმიის ეს ტიპი პრობლემას არ ქმნის და ძირითადი დაავადების დროულად მკურნალობის შემთხვევაში ადვილად  რეგრესირდება. რაც შეეხება მდმივ ბულიმიას იგი ფსიქიკურ დარღვევად განიხილება.  ამ დაავადების მსხვერპლნი ძირითადად ახალგაზრდა ქალები (20-30წელი)  არიან.  განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ დიეტებს წონის შესანარჩუნებლად.

ამ დაავადების ძირითადი ნიშნებია:

  • დეპრესია,საკუთარი თავისადმი ზიზღის, დანაშაულის და არასრულფასოვნების განცდა.
  • თვითკონტროლის დაკარგვა საკვების მიღებისას
  • მძაფრი თვითკრიტიკა
  • წონაზე მცდარი წარმოდგენა,  მუდმივი შიში იმისა რომ მსუქანი ხარ, თუნდაც შენი წონა იდეალურ ნიშნულზე იდგეს.
  •   ასევე მოსალოდნელია: წონის მკვეთრი მატება და კლება (5-10 კგ)

შიმშილის შეტევისას ავადმყოფს შეუძლია ორ კილომდე საკვები მიიღოს, შემდგ ჩნდება დანაშაულის განცდა და ხელოვნურად გამოწვეული ღებინებით ზედმეტი კალორიებისგან განთავისუფლება.  რადგანაც საკვები ნივთიერებების ნახევარი მაინც შეიწოვება ორგანიზმში  წონის მატება გარდაუვალია.

სამწუხაროდ დაავადების აღმოცენებიდან მკურნალობის დაწყებამდე ხანდახან წლებიც გადის რადგანაც ამ სიმპტომებს პაციენტები ხასიათის სისუსტედ თვლიან და არა ვერაგ ავადმყოფობად, რომელმაც ხშირ შემთხვევაში  (დროული მკურნალობის გარეშე)  შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს.  ბულიმია ავადმყოფობაა-მისი  მკურნალობა აუცილებელი. თუ არ  არსებობს ორგანული პათოლოგია, რომელიც მადის მკვეთრ მატებას გამოიწვევს მაშინ ბულიმიის  მკურნალობა ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.

ანორექსია

ბულიმიის საპირისპირო მოვლენაა. როგორც დიაგნოსტიკის ისე მკურნალობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ნერვული ანორექსია. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ დაავადებათა შორის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელით ანორექსია ხასიათდება. ამ დაავადების პირველი ამოსაცნობი ნიშანია ის რომ ავადმყოფს ვერაფრით გააგებინებთ როგორია მისი იდეალური წონა, ის მუდამ დარწმუნებულია რომ ჭარბი წონა აქვს, მაშინაც კი როდესაც ძვალად და ტყავად არის ქცეული.ისინი უმეტესწილად უარს ამბობენ საკვების მიღებაზე და მკაცრ დიეტაზე არიან, ან იღებენ საკვებს და ჭამის შემდეგ იწვევენ ღებინებას, იკეთებენ გამწმენდ ოყნას ან სვამენ საფაღარათო საშუალებას.

ანორექსია განაპირობებს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, არითმიას, მუდმივ სისუსტეს,კუნთების სპაზმს, მომეტებულ აგზნებადობას და უსაფუძვლო მრისხანებას.

დადგენილია რომ ანორექსია ფსიქიკური დაავადებაა, მისი მკურნალობა უფრო რთულია ვიდრე დეპრესიის ან პანიკის შეტევისა.
როგორც ვხედავთ , საკუთარი წონის კონტროლმა შეიძლება არანორმალური ავადმყოფური ფორმა მიიღოს და ორ ერთმანეთის საპირისპირო პათოლოგიად ჩამოყალიბდეს. ორივე შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავადმყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას,რის გამოც მკურნალობის ორგანიზება ოჯახის წევრებმა უნდა ითავონ.

წყაროდ გამოყენებულია “ყველაფერი სიმსუქნისა და სიგამხდრის შესახებ”
პალიტრა მედია

Advertisements

2 thoughts on “ბულიმია და ანორექსია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s