პროტესტანტიზმი

პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis – ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან – XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546).

ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.

1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.

ჯონ უიკლიფი (ინგლ. John Wycliffe)(*1320 – 31 დეკემბერი, 1384) – ინგლისელი თეოლოგი და რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმის ადრეული პროპონენტი. მას ეკუთვნის ბიბლიის ინგლისური თარგმანი ერთი სრული გამოცემით და ითვლება პროტესტანტული რეფორმაციის წინამორბედად..

ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.

რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.

მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483 — გ. 18 თებერვალი, 1546), გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.ლუკას კრანახის ნახატი, 1526.

საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ წყლით ნათლობა და ზიარება (როგორც ახალ აღთქმაშია). გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.

რეფორმაციამდელი მსხვილი მოძრაობები: კატარები (XI-XII ს.), ვალდენსები (XII ს.), ლოლარდები და სტრიგოლები (XIV ს.), ჰუსიტები (XV ს.)
რეფორმაციული ეკლესიები (XVI ს.): ლუთერანები, კალვინისტები, ანგლიკანები, ანაბაპტისტები.
პოსტრეფორმაციული მოძრაობები (XVII-XIX ს.): ბაპტისტები, კონგრეგაციონალისტები, ადვენტისტები, პიეტისტები, პურიტანები, მეთოდისტები, მენონიტები, პრესვიტერიანელები, ხსნის არმია, კვაკერები.
დიდი გამოღვიძება (XIX ს.): ორმოცდაათიანელობა, ევანგელიზმი

ამ მიმდინარეობების უმეტესობა ”სულიერი აღორძინების” ეგიდით ფორმირდებოდა, რათა ეკლესია პირველი საუკუნის ეკლესიის იდეალებს და რეფორმაციის არსს დაბრუნებოდა. ამ მიმდინარეობების განმასხვავებელი ნიშანი თავისუფალი ქადაგება და აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა.

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.

პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.

by wiki

Advertisements

One thought on “პროტესტანტიზმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s