დანი

13 აგვისტო,2006 წელი.
რა უცნაურია 19 წლის ვარ და მალე დედა გავხდები.
ჩემი შვილი, ჩემი პატარა უკვე ისე მიყვარს, შემიძლია საათობით ველაპარაკო და ვეფერო, როცა მარტო ვართ . დარწმუნებული ვარ ყველაზე ლამაზი ბიჭი იქნება ამქვეყნად.

18 ოტომბერი,2006 წელი.
უკვე ვგრძნობ ჩემი შვილი მუცელში როგორ მოძრაობს.
უკვე ვგრძნობ, რომ ის არსებობს და როგორ შეიძლება მასზე არ ვიფიქრო?
უკვე იმხელა მუცელი მაქვს ძლივს დავბჯბაჯებ.
ისეთი უცნაურია… ჩემი პატარა… ის ხომ ჩემშია…
თუმცა ერთი სული მაქვს ეს დროც მალე გავიდეს, რომ ჩავიხუტო და გულში ჩავიკრა, ისე მაინტერესებს როგორი თვალები, თმები, სხეული ექნება…
ერთი ციცქნა, უკვე მიყვარს და ისიც კი არ ვიცი რა დავარქვა.

ძალიან პატარა

24 იანვარი,2007 წელი.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი პატარა შვილი ჩავიკარი გულში, ათ დეკემბერს დაუგეგმავად დაიბადა. დანიშნულ დღეზე 5 დღით ადრე, ჩამიტარდა საკეისრო კვეთა, ადგილობრივი ანესთეზიით.ყველაფერს ვხედავდი, მშვენივრად ირეკლებოდა მთავარი ექიმის სათვალეში, როგორ გამიჭრეს მუცელი და ამოიყვანეს პაწაწინა, წითელი და აჩხავლებული არსება.
რომ გითხრა, იმწუთშივე ვიგრძენი ჩემი შვილიაო-მოგატყუებ.
ალბათ ვერაფერი ვიგრძენი.


მალე ორი თვის გახდება.ისეთი ლამაზია, ისეთი საყვარელი, მართალია არც დღე მასვენებს და არც ღამე ძინავს ნორმალურად. ზუსტა მაშინ მიყვარს აჩხავლებულს , რომ ავიყვან მკერდში ჩავიკრავ, მოვეფერები-შემომხედავს თავის კრიალა თვალებით და ძუძუს ძებნას დაიწყებს, ზუსტად მაშინ ვგრძნობ როგორ ვჭირდები, ის ხომ საოცრად უსუსური და დაუცველია,
ის ჩემი შვილია, ვინც 9 თვე მუცლით ვატარე და მის არსებობას ყოველწუთს ჩემს სხეულში ვგრძნობდი.

ეს ბოლო ჩანაწერებია ჩემს დღიურში, თუმცა უკვე ბევრი წელია წერა მივატოვე, ეხლა გულიც მწყდება, ვინ იცის რამდენ საინტერესო მივიწყებულ ამბავს ამოვიკითხავდი.
მაგალითად როგორ დავდიოდი ლექციებზე და გამოცდებზე დანისთან ერთად, როგორ ვიზრდებოდით, დავდიოდით თეატრში, კინოში, სასეირნოდ, დასასვენებლად.

როგორი ბედნიერი ვიყავი მისით, პირველი ღიმილი, სიცილი, პირველი კბილი, პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი, პირველად ბაღში…

წლები გავიდა, გაიზარდა ბიჭი. ყველაზე მეტად რასაც ვცდილობდი თეატრი და წიგნი ყვარებოდა ჩემს ნამცეცას, რასაკვირველია ორივე ამოცანას მშვენივრად გავართვი თავი, თოჯინების თეატრიდან მოზარდმაყურებელთა თეატრს მივადექით, ბოლო წელია კი მარჯანიშვილის და რუსთველის თეატრების სპექტაკლებსაც ესწრება. ზღაპრებიდან ნოველებზე, ბოლოს კი საბავშვო რომანებზეც გადავედით (საათობით ვუკითხავ ხოლმე და ერთ თვეში, ერთ წიგნს ვამთავრებთ).

აღარც მახსოვს, ესეთიც იყო???

ძალიან მენატრება პატარა დანი

მესამე ამოცნა კი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია, უკვე პირველკლასელია დანი, მე უნდა მოვახერხო და შევაყვარო სწავლა, ჩავაგონო რომ უსწავლელი ადამიანის წარმატების შანსი ნულის ტოლია.
თუმცა ჯერჯერობით რომ კითხავ ვინ უნდა გამოხვიდეო, ხალისით გიპასუხებს
-მუშა!
მანამდე კი მეხანძრეობა და პარასკევობა უნდოდა.

ეს ოთხი ფოტო, ბორჯომში გადაუღო უცხოელმა ფოტოგრაფმა, სამი წლის წინ…

ძალიან მიყვარს ეს ფოტოები, ულამაზესი და უსაყვარლესია ჩემი ნამცეცა,ხასიათიცაა დაჭერილი.

დანი უკვე სკოლის მოსწავლეა, წარსულს ჩაბარდა ჩემი პატარა ცისფერთვალება, ეხლა თვალებიც მწვანე აქვს და ისედაც, “დიდი ბიჭია”. ხასიათებიც საკმაოდ შეეცვალა, აღარც ისეთი დამყოლია, როგორც ადრე და ზრდილობასთანაც პატარა პრობლემები გვაქვს.
ჩემს მიმართ ეგოისტური დამოკიდებულებაც უჩნდება, მკაცრად მოითხოვს რომ არ “ჩავმსუქანდე”, “ფრჩხილები გავიფერადო”, და ბაღში და სკოლაში “გამოჭრანპულმა” მივაკითხო.

ამ ბოლო დროს ხშირად ვჩხუბობთ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პატარა ძამიკო შეეძინა, საგრძნობლად გაუფუჭდა ხასიათი, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, თავადაც კი გამიკვირდებოდა.
რამდენი ასეთი შემთხვევა მოვთვალო, როცა ბავშვს გულწრფელად უკვირდა და დარწმუნებული იყო მე ვერ მხედავენ და მარტო ძამიკოს ამიტომ ეფერებიანო.

– დედიკო, დედიკო მე ვერ მხედავენ?
დღემდე გულს მიკლავს ეს სასტიკი ფრაზა, რომელიც სწორედ მაშინ ჩამესმის ხოლმე როცა თავადაც ამას ვფიქრობ, გაუჩერებლად როცა ეფერებიან პატარას, მაშინ როდესაც უფროსს უფრო ესმის და სჭირდება ალერსი.

Advertisements

14 thoughts on “დანი

    • გაირბინა, გაირბინა და მეც ის დავიგრუზე, ამ პოსტის წერისას, ფოტოების და დღიურების თვალიერებისას რომ ჩვენი სანუკვარი ჯღავილ ფართი მოვაწყვე. დეპრესიულობა მემკვიდრეობით გვერგო:(

  1. მკაცრად მოითხოვს რომ არ “ჩავმსუქანდე”, “ფრჩხილები გავიფერადო”, და ბაღში და სკოლაში “გამოჭრანპულმა” მივაკითხო.—-ამაზე გავგიჟდი:დ:დ ყველა ბავშვს უნდა თავისი დედა ყველაზე ლამაზი იყოს:)

    ძალიან საყვარელია და სახელიც ძაანმომწონს <3<3 (სულ მინდოდა მეთქვა ეს და..:დ)

    • ხო ისე უხარია ხოლმე ფორმაში რომ ვარ ხელს ჩამკიდებს და მიმათრევს მეგობრებთან და მასავლებელთან, აი ჩემი ლამაზი დედიკოო<3

  2. 😀 რა საყვარელია… ,, ესეთიც იყო??? ” 😀 კარგია ასეთ ჩანაწერებს რომ აკეთებ… 🙂 სურვილი გამიჩნდა მეც ასე მოვიქცე, როცა შვილები მეყოლება.. 🙂

    • ხო დღიურებს რომ აღარ ვწერ, მართლა გული მწყდება, ცუდი მეხსიერება მაქვს და ბევრი კარგი და სასიამოვნო ცხოვრებისეული მოვლენები მავიწყდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s