ვებრძვი მოსაწყენ დღეებს და ზედმეტ კილოგრამებს

ზედმეტი წონა ჩემი ცხოვრების ერთერთი დიადი პრობლემაა, ხოდა პრობლემა ხომ იმის არის რომ მოვაგვარო? მხიარული ზაფხულის მერე 5 კილო გამომყვა, ერთხელ რომ აიშვებ, მერე ძნელია კალაპოტში დაბრუნება. საკუთარი თავის ხელში ასაყვანად ჩემი მთავარი მოტივაცია ჯინსებია რომელსაც ვეღარ ვიკრავ(დი).

და ბოლოს და ბოლოს დავიბოღმე, როგორ შეიძლება 5 კილო ვერ დაიკლო?
თეორიულად ძალიან იოლია აღარ ჭამ და იკლებ.
პრაქტიკაში ცოტა რთულადაა საქმე, იცი რომ არ უნდა ჭამო , მაგრამ მაინც შემოგეჭმევა, ერთს მეორე მიყვება და წასულია ასეთი დღის საქმე.

5 კილოს თუ ვერ დავიკლებ რომელიც ასეთი ადვილია(ერთი შეხედვით), რომელ ცხოვრებისეულ წარმატებასა და მიღწევაზე უნდა ვიოცნებო. მართლა თითქოს სულ სხვადასხვა თემებია, მაგრამ როდესაც ვერ აკეთებ იმას, რაც მხოლოდ შენს თავზეა დამოკიდებული, შესძლებ გააკეთო სხვა უფრო საპასუხისმგებლო შენზე დაკისრებული მოვალეობა?

და კიდევ, ბოლო დროს მოძალებული უხასიათობა (ისედაც უხასიათო ვარ, მაგრამ ხანდახან მეტისმეტი მომდის) საკუთარი თავისთვისაც მომაბეზრებელია, მაგრამ აბა როგორ უნდა იყო კარგ ხაიათზე როდესაც….

მოკლედ. აღმოვაჩინე პრობლემა, რომელიც მიზეზია ყველაფრისა, დავიწყე ბრძოლა მის აღმოსაფხვრელად, მეოთხე დღეა მკაცრ დიეტაზე ვარ და უკვე ორი კგ დავიკელი, სულაც არ გამკვირვებია რომ წონის კლება ჩემი ბედნიერების ჰორმონების მოჭარბების პირდაპირპროპორციულად მიმდინარეობს, ასე რომ ისევ თავად ვუშველე საკუთარ თავს.

იცი რა არის ყველაზე გასაოცარი? ბოლომდე არ უტყდები საკუთარ თავს, არც თვალებს უჯერებ და არც სხვას, სანამ ცხვირში არ დაგეტაკება მწარე რეალობა (ჯინსების სახით). არადა თავის დროზე რომ მიმეხედა თავისთვის არც ეს საზიზღარი 5 კილო იარსებებდა.

ეხლა ვინმე ბრძენი წაიკითხავს ამას და მეტყვის რას იგიჟებ თავს, 5 კილო არაფერია ზოგს 10-15-20 კილო აქვს მოსაკლებიო. ხოდა იცოდეთ, ყველაფერი შედარებითია? ანუ მივეცე თვითკმაყოფილებას სანამ 10 კილოს არ მოვიმატებ? ვაიმე, წარმოდგენაც კი მზარავს. არა, თუ შედარებაზე მიდგა საქმე ყოველთვის საუკეთესოს შეადარეთ თავი ჩემსავით) და არა ისეთს, რომლის ფონზეც თავად ჩანხართ საუკეთესო.

გეგმა: 1 ნოემბრამდე ვიკლებ დარჩენილს და შემდეგ ვიწყებ ვარჯიშს, ფორმების გასაუმჯობესებლად. სანამ შემეკითხები ამას რატომ წერ და ვის, რაში აინტერესებსო, აქვე გიპასუხებ, ესეც მოტივაციის ნაწილია, თუ მიზანს ვერ მივაღწიე, ჩემს ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანს ეცოდინება, რომ ერთი უნებისყოფო ღორმუცელა ვარ, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო.

პირველი სამი დღე ძალიან რთულია. საკვების მკვეთრი შეზღუდვის გამო გრძნობ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, კიდურების დაბუჟებასაც (მე ვგრძნობდი და ალბათ ინდივიდუალურია). ზედმეტი პრობლემების ასაცილებლად უზმოზე ერთი კოვზი თაფლი ორგანიზმს უზრუნველყოფს დღიური კალორიების და მინერალების მინიმალური(და ძალიან აუცილებელი) რაოდენობით. ასე რომ ჯანმრთელობა არ გაიფუჭოო არ დამიწეროთ, მშვენივრად ვიცი როგორ დავიკლო ისე რომ, ჯანმრთელობას არაფერი არ ვავნო, განსაკუთრებულად დაინტერესებულ პირებს კი დიდი სიამოვნებით დავეხმარები იგივეს გაკეთებაში(ნუ,რჩევებით მაინც)

და კიდევ ერთიც, მშიერი და ბედნიერი ადამიანი გინახავთ? როდესაც შიმშილი ძლიერად შემომიტევს მიხარია, რადგანაც ეს ისაა რაც ცხადად მაგრძნობინებს

საკუთარ თავს ვძლიე ბოლოსდაბოლოს.

Advertisements

10 thoughts on “ვებრძვი მოსაწყენ დღეებს და ზედმეტ კილოგრამებს

  1. ყოჩაღ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, ძალიან სწორი არგუმენტები გაქვს და მოტივაცია და აბა, შენ იცი! გგულშემატკივრობ.

  2. წარმატებები,ჩემზეც საშინლად მოქმედებს თუნდაც 2 წედმეტი კილოგრამი,ეს სამი კვირაა ვაკეთებ ვარჯიშებს სხეულის ფორმებისთვის და ბედნიერი ვარ:დდ შედეგი მაქვს,შენც გირჩევ,ოველდღე 10 წუთი,http://www.youtube.com/verify_age?next_url=/watch%3Fv%3Dr_J8btnIEKQ რატომღაც ასაკობრივი სეზღუდვა აქვს ვერ ვხვდები რატომ,თუმცა თუ დარეგისტრირებული ხარ ნახავ,გირჩევ ერთ კვირაში უკვე ნახავ შედეგს

  3. ძალიან კარგია! წარმატებები. უბრალოდ გახსოვდეს რომ დიეტა სწორი კვებაა და არამც და არამც შმიშილობა. 🙂 ნელ-ნელა და ხარისხიანად სჯობს, ვიდრე ერთბაშად .

  4. მეც დაველოდები ნოემბერს და ერთად ვივარჯიშოთ 🙂
    ვცდილობ, ვცდილობ და საბოლოოს ვაგდებ ხოლმე 😦

  5. მე მგონი მე არასდროს მომიწევს დიეტაზე დაჯდომა. 37 კილო ვარ 😀
    აბა შენ იცი წარმატებები! 🙂

  6. rogor momcons shemarteba.. ^_^
    mec ggulshematkivrobb, ise es sityvebi albat me vigeb ratom dacere და კიდევ ერთიც, მშიერი და ბედნიერი ადამიანი გინახავთ? -oo, mikvarxaaarr :*

  7. აი მშიერი და ბედნიერი პირველი გნახე:დ
    რა კაი გოგო ხარ, ყოჩაღ!

    აი რამდენი ხანია ვარჯიშის დაწყება მინდა და.. ხვალე არ დამელია:/

    • სწორი კვება ქვია ჩემ დიეტას და + ბევრი ვარჯიში კიდე, მართალია ვერაფრით ვერ ვიკლებ მაგრამ სამაგიეროდ არც ვიმატებ:0

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s