ძველი ლონდონი

ვინმე თუ მიცნობს, აუცილებლად ეცოდინება ხმაურს და აურზაურს, როგორ ვერ ვიტან. მით უმეტეს პაბებს, სადაც მუსიკა პირდაპირ ტვინამდე ატანს და სიგარეტის ბუღში სუნთქვა, უბრალოდ შეუძლებელია.

როგორ მოვხვდი “ძველ ლონდონში” რა მნიშვნელობა აქვს (ქეთის დაბადების დღე იყო).

მთავარი ამ ამბავში იცი რა იყო?

გიგი გეგელაშვილი ბენდთან ერთად, რომელმაც ერთი ჩვეულებრივი საღამო (ხო კარგი, შენი დაბადების დღის წვეულება ქეთი!) დაუვიწყარ მოგონებად აქცია.

ცოდვა გამხელილი ჯობია, მანამდე გიგის შესახებ არაფერი გამეგონა თუმცა ინტერნეტში მოძიებული მასალა მიდასტურებს, რომ არ შემშლია. ადამიანში ნიჭს ალღოთი ვგრძნობ. ალღო რათ უნდოდა, იმ საღამოს ყურებით, გულით და სულით შევიგრძენი მუსიკა.

გული კი ჩამწყდა, რომელიღაც პაბში მღეროდა ნიჭი (შეიძლება ვიწრო წრეში საკმაოდ ცნობილი), რომელსაც გასაქანი, ფართო აუდიტორია სჭირდება.

ვიწრო პაბი ემოციებს ვერ იტევს…

გიგი ვისურვებდი შენს წარმატებას, დარწმუნებული ვარ ნიჭი თავის გზას არ დაკარგავს.

მანამდე კი…

მე დავბრუნდები ხმაურში და აურზაურში

რომ კვლავ მოგისმინო

ეს ჩანაწერები ახლოსაც არ მივა იმასთან, რასაც ცოცხალი შესრულებით გიგის სიმღერა ქვია.

8 thoughts on “ძველი ლონდონი

  1. ჩემი აზრით სულაც არ არის ეს ბიჭი”საწყალი” , მეც მყავს ერთი ახობელი ბიჭი, დაახლოებით იგივე სიტუაცია აქვს. რომ ჰკითხო რატომ არ გადის კონცერტებზე,რატომ არ აკეთებს იგივეს დიდი აუდიტორიის წინ და არ აკეთებს ამით ფულს, გიპასუხებს რომ ეს მისი მეორე მეა და არ უნდა მისი გაყიდვა.. თორე არც ამას არაფერი უდგას წინ რომ წავიდეს და გაპიარდეს….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s