კაცი სახელად წყვდიადი

ბედისწერას ხომ ვერსად გაექცევი.

ალბათ ბედი იყო ხუთშაბათების რიტუალების შეწყვეტა, რომელიც მის მოსაწყენ ცხოვრებას ცოტა სიხალისეს და ვნებას მატებდა.

აბა სექსუალურად დაკმაყოფილებული რომ ყოფილიყო, შეიძლება არც მიექცია ყურადღება ვიწრო ბილიკზე მიმავალი გამხდარი სტუდენტისთვის.

და საერთოდ ძალა არავისთვის დაუტანებია
( შეგეძლო მიპატიჟებაზე უარი გეთქვა ჩიტო, მაგრამ ბადეში გაბმა კი ამჯობინე…)

შეეძლო მიპატიჟებაზე უარი ეთქვა. ლექტორი და სტუდენტი თავ-თავის გზას გასდგომოდნენ და სკანდალები და უსიამოვნება (სირცხვილი?!) ან თუნდაც ვნება და სურვილის ძალაუფლება თავიდან აეცდინათ.

“-ძალიან ლამაზი ხართ,-მინდა რაღაც კადნიერი შემოგთავაზოთ, -ამაღამ ჩემთან დარჩით”.
რაც მათ შორის მოხდა
რა იყო ნეტავ?!
ლტოლვა
სურვილი
სიყვარული
ვნება
კიდევ ათასი სიტყვა ოღონდ არა სირცხვილი. საზოგადოების დაუწერელ კანონებს ოდნავ გადაუხვევ თუ არა შეგაჩვენებენ.

პ.ს. მამების ცოდვები კი შვილებს მოეწევათ ხოლმე.
შენ, ერთხელ მაინც იფიქრე ამაზე დევიდ?

6 thoughts on “კაცი სახელად წყვდიადი

    • ხო მაგრამ ესეთი დოგმები მარტო ქართულ საზოგადოებაში არ გვხვდება. მაგალითად სტუდენტის და ლექტორის ინტიმური კავშირი ყველგან მიზეზი იქნება იმისა რომ ადამიანი დაჩაგრონ და გაინაპირონ.

      იმას კი არ იტყვის არავინ ხდებაო…
      არ უნდა ხდებოდესო და ხაზს გადაგისვამენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s