როგორი იქნება სამყარო ჩემს გარეშე?

თვალები მაგრად დავხუჭე და ნაბიჯი წინ გადავდგი.

არ ვიცი რომელიმე თქვენგანს თუ უფიქრია, როგორ მოიქცეოდნენ თქვენი ნაცნობ-მეგობრები თქვენი სიკვდილის შემთხვევაში. მე ხშირად მაქვს აკვიატებული ფიქრები. სულელური ფიქრები.

როგორი იქნება სამყარო ჩემს გარეშე? (უკეთესი)

მშობლები
ოჯახი
მეგობრები
ნაცნობები
უცნობები
იმედია ყველას გული დაწყდება-ან არც კი.
ბავშვები? ბავშვები… თვალებს სწრაფად ვახელ.

მანქანებიდან ლამის თავგამოყოფილი მძღოლები:
-გაგიჟდი შე… და უცენზურო სიტყვების კორიანტელი.
-თავი თუ მოგძულდა ჩვენ რას გვერჩი?

ცენტრალური ქუჩის ნახევარი თვალებდახუჭულმა გავიარე.
და გადავრჩი.
ცხადია ღმერთს ვუყვარვარ.
ან უბრალოდ ჩემი მოვალეობანი ბოლომდე არ მომიხდია დედამიწის ზურგზე.
თვალები ფართოდ გავახილე და გზის დანარჩენი ნაწილი სიფრთხილით გავიარე.

თუ ოდესმე სიონის კიბეები ჩაგირბენია, რკინის ლამაზ ჭიშკარს გამოსცდენიხარ და ყველაზე სწრაფმავალი მანქანების კორიანტელში თვალებდახუჭულს გიკრავს თავი
მიხვდები
გაგიმართლა(?!) მტკვრის მღვრიე ტალღების საყურებლად რომ მოაღწიე
ცოცხალმა.

ადამიანი ვარ… მე არცერთს არ ვგავარ. ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი… ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა, ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები…

10 thoughts on “როგორი იქნება სამყარო ჩემს გარეშე?

  1. უჩვენოდ სამყარო ისეთივე იქნება, როგორიც ჩვენითაა, უბრალოდ უჩვენო სამყაროში ისინი, ვისთვისაც ჩვენ მთავარი ადამიანები ვართ, მოიწყენენ უჩვენოდ და ტკივილი დარჩებათ სამუდამოდ გულში…

  2. მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერდეს მაგრამ საკუთარი თავი გამოტირებულიც კი მყავრს

    • ჩემთვის არაა უცნაური, პირიქით ძალიან ნაცნობი და ახლობელი სიტუაციაა. მარტო საკუთარი თავი კი არა ირგვლივმყოფთა უმეტესობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s