თავდაცვის კოლონა

თუ ღმერთი შენ მხარესაა რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება შენ წინააღმდეგ.

ყველაზე საშინელი იცით რა არის? მუდმივ შიშში ცხოვრება. როდესაც არ იცი სახლიდან გასული ცოცხალი და საღსალამათი დაბრუნდები შინ თუ არა. როგორც მშვიდობის მოყვარე ადამიანი ნამდვილად არ მივესალმები ომსა და უბედურებას , თუმცა ყველაფერს აქვს მიზეზები და შედეგები.

ისრაელის სახემწიფომ გადაწყვიტა ბოლო მოეღოს გარეშეების უთავბოლო საჰაერო დაბომბვებს და თარეშს, ამიტომაც საპასუხო შეტევა განახორციელა და ღია ომი დაიწყო ღაზას სექტორში, რომელიც უკვე მეორე დღეა გრძელდება.

იმედი მაქვს სიტუაცია მალე გახდება სტაბილური, თუმცა არა მგონია რომ ისრაელს ამ ომის შემდეგ მაინც ეღირსოს აგრერიგ ნანატრი სიმშვიდე და ცხოვრება სირენის კივილის გარეშე, რომელიც განგაშის ნიშანია და მოსახლეობას სპეციალურ სარდაფებში ჩასვლისაკენ მოუწოდებს.

ერთ-ერთი დიდი მტერი ისრაელის სახელმწიფოსი კი, არის საინფორმაციო ომი, რომელსაც წარმატებით იყენებენ მისი მოწინააღმდეგენი.

ყველა საპასუხო შეტევა რაც კი ისრაელს განუხორციელებია მტრების წინააღმდეგ, გაშუქებული და აღწერილია როგორც დამნაშავე და ინიციატორი ქვეყანის მიერ წამოწყებული ოპერაციები, სინამდვილეში კი რაც სურს ისრაელის სახელმწიფოს – მშვიდობაა. მის მიერ განხორციელებული ოპერაციის სახელი კი ”თავდაცვის კოლონა“-მე ბევრ რამეს მეუბნება. სახელმწიფო თავს იცავს, ძველებურად…

“დღეს იყო სირენის ხმა…
რატომ იყო “ბრახანი”?
ბომბები…
შეიძლება ვერ გადავრჩეთ?
შეიძლება მოვკვდეთ…
სად შემიძლია დავიმალო?”- ჩემი 5 წლის დიშვილი, ისრაელში.

მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ათასობით ბავშვი რომელიც სირენის ხმაზე პანიკური შიშის შეტევას განიცდის… ღმერთო მოაშორე ყველას ომის საშინელება, დაიცავი ადამიანები ბოროტისგან.

9 thoughts on “თავდაცვის კოლონა

  1. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი ზუსტად ამაზე, რატომღაც ომში დაშავებულებსა და დაღუპულებს სტატისტიკურ მონაცემად გვაწვდიან ხოლმე, სინამდვილეში კი ეს თითო–თითო ტრაგედიებისგან შემდგარი ციფრია, ერთი ოჯახისა და ადამიანის უბედურების მონაცემს მიმატებული მეორე და ასე დაუსრულებლად. იმის ილუზია არ მაქვს რომ ოდესმე ადამიანები შეძლებენ იმის გაცნობიერებას რომ ერთი ადამიანის ტრაგედია ყოველგვარ “ინტერესზე” მაღლა დგას. იმედი მაქვს მოეღება ბოლო ასეთ ცხოვრებას. სამწუხაროდ უმეტესად მშვიდობა ომზე გადის, თუმცა ამაზე რუსეთის მიერ 2008 წელს ჩატარებული ოპერაცია “Принуждение к миру” მახსენდება, რომელსაც მშვიდობასთან არ ქონდა კავშირი. ზოგჯერ კი ომის გადადება, რეალურად პატარ–პატარა უბედურებების დროში გახანგრძლივებას ნიშნავს და ომი გარდაუვალია ხოლმე. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.

    • უმეტესად მშვიდობა ომზე გადის, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ სანამ ამ ორ სახელმწიფოს შორის რომელიმე მიწის პირისგან არ აღიგვება მშვიდობა არ ეღირსება ისრაელს. ანუ მხოლოდ ეს პატარ პატარა ომები მშვიდობას ვერ მოიტანს სამწუხაროდ.

    • იმიტომ რომ ერთი ადამიანის სიკვდილი – სიკვდილია და ორი მილიონის სიკვდილი კი სტატისტიკაო. რემარკს უწერია.

      • სიკვდილის სტატისტიკა ამაზრზენია და ამ სტატისტიკის უკან რამდენი გაუბედურებული ოჯახი, ბვშვობადაკარგული ბავშვი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი პატარა ტრაგედიააა.

      • ამაზრზენია, მაგრამ რეალობაა.
        პერსონიფიცირება თუ არ ხდება, ადამიანი ძალიან გულგრილია ხოლმე.
        ბერძნებმა მიაკვლიეს მაგ ფენომენს ჯერ კიდევ – ამიტომაა ბერძნული ტრაგედიები აგებული გმირის ტრაგედიაზე, ასე პერსონიფიცირება ხდება, ადამიანი აიგივებდა თავს გმირთან და განიცდიდა.
        აი თუ ქორო იღუპებოდა – მაყურებლისთვის სულ ერთი იყო.
        სელავი რა…

  2. მიხარია, ეს ბლოგი რომ ვნახე, ტვიტერზე რომ დამემატე, იქიდან გადავედი; მადლობა.
    რაც შეეხება ამ პოსტს, ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს ისრაელში.
    რამდენადაც არ უნდა ვეცადო, “ობიექტური” ვერ ვიქნები და ერთადერთი, რაც მინდა, არაბების იქიდან მოშორება და ისრაელის მშვიდობაა. უდაბნოდ ნაქცევი ქვეყანა სამოთხედ აქციეს და ისევ იმავედ უნდათ ახლა გადაქცევა, თითქოს ნახევარი სამყარო მუსულმანების არ იყოს და ერთი ბეწო ისრაელის მიწა რამეს მისცემთ.
    იგივე გაზას სექტორი, სანამ ისრაელს ეკუთვნოდა, ადამიანურად ცხოვრობდნენ და ახლა ისიც გაპარტახებულია, როგორც მთელი თვითმარქვია პალესტინა.

    ომი არ არის კარგი და მეცოდებიან არაბი ბავშვები, ოჯახები, დედები და როგორ შეიძლება გული არ გეტკინოს მათ ტრაგედიაზე, მაგრამ ისრაელში მთელი ავტობუსები და სკოლები რომ აქვთ აფეთქებული, ეს კიდევ უფრო მტკივა და ყველაფერ სხვას ფარავს.

    • ჩემი ყველა ძვირფასი ადამიანი იქ არის ასე რომ ალბათ ძნელია ობიექტურობის დაცვა ათუმცა ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ისრაელის სახელმწიფოა დამნაშავე. მეცოდებიან ომში დაღუპული უდანაშაულო ადამიანები, მაგრამ ისრაელის ქირურგიული სიზუსტით ჩატარებულ ოპერაციების, სადაც მხოლოდ მოიერიშენი ზიანდებიან, საპასუხოდ სკოლის შენობებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ. ძალიან მწყინს რომ მსოფლიო გვერდში არ უდგას ამ პატარა სახელმწიფოს, პირიქით აგრესორ ქვეყნად მოიაზრებენ. სახლში რომ შემოგივარდეს მტერი თავს ხომ დაიცავ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s