სიკვდილის ნაგავთსაყრელი

“აქამდე წაკითხულთაგან სრულიად განსხვავდება,

ეს ის ფენომენია, რომელიც თანამედროვე

ლიტერატურაში უნიკალურ მოვლენად დარჩება”

“svenska dagbladet” სტოკჰოლმი

ჩემთვის რა არის სურნელებანი და არომატები? უბრალოდ სასიამოვნო განცდა და მისწრაფება მშვენიერ სურნელს ვაფრქვევდე. არასოდეს მიფიქრია იმაზე რატომ ვხარჯავ ( და ყველა ქალბატონიც ალბათ) საკმაოდ დიდ თანხებს ამა თუ იმ პარფიუმერულ ნაწარმში, ნელსაცხებლებში-ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ სიტყვებს თუ გამოვიყენებთ დუშ-გელები, აბაზანის ქაფები, ნაირ-ნაირი ტანის ლოსიონები, სუნამოები და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი სურნელება სჭირდება ქალს საღამოობით ბალიშზე თავმიდებულს ნეტარი ღიმილით ჩაეძინოს ვანილის, მუშკის, იასამნის, ვარდების სურნელით გარემოცულს.

-ხო, მართლა სურნელებად ჩემი ცხოვრების ეტაპებსაც ვყოფ. მაგალითად Guerlain-ის ერთი მშვენიერი სუნამო შეყვარებულობის პერიოდს მახსენებს, ნინა რიჩი სტუდენტობის, შანელის შანელი -ქორწინების და ა.შ.

სულ ეს არის ჩემი დამოკიდებულება სურნელთან და ესე იქნებოდა გრენუეიც, ნორმალურ ოჯახში რომ დაბადებულიყო და არა თევზის ფარდულში, თევზის შიგნეულობით მოფენილ ბინძურ მიწაზე. ამ ნავგვიან მიწას საღამოობით ნიჩბით ხვეტავდნენ და სენისკენ ან “უმანკოების სასაფლაოსკენ” მიათრევდნენ. ამ გზას გაუყენეს დედამისის საშოდან გამოსული წინა ოთხი ხორცის ნაჭერი. თუმცა გრენუეი ხომ სხვათა დასაღუპად იყო შექმნილი. ჯერ საკუთარი დედა გაისტუმრა ეშაფოტზე, შემდეგ კი ყველა ის ადამიანი, ვისთანაც იგი კავშირს დაამყარებდა, საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა და შემდეგ მათ ტოვებდა საშინელი და უეცარი აღსასრულისთვის იყვნენ განწირულნი.

ეს ყველაფერი ხდებოდა კანონზომიერად – სიკვდილის ნაგავთსაყრელზე დაბადებული-სიკვდილისთვის უამრავჯერ განწირული, თუმცა სხვათა დასაღუპად, მრავალჯერ გადარჩენილი ჯუჯა კაცუნა, რომელსაც შეეძლო პარიზის უდიდესი პარფიუმერი გამხდარიყო.

თუმცა მისი გზა ბოროტების ბილიკზე გავლა იყო.

25 მშვენიერი მსხვერპლი-დიადი სურნელის შესაქმნელად, საკუთარი არარაობის გასაცნობიერებლად და მართლაც რომ შოკისმომგვრელი აღსასრული.

წიგნი რამდენიმე საათიანი თავაუღებელი კითხვის შემდეგ დავასრულე.
პარფიუმერის ცხვირით ვსუნთქავ…
ირგვლივ სიმყუდროვის,
ბნელი ღამის,
ჩაძინებული ბავშვების,
საკუთარი და ფრიად სასიამოვნო,
სიყვარულის და სიხარულის სურნელი ტრიალებს…
(მომიტევე მკითხველო მეჩვიდმეტე საუკუნის 30-60 წლების სურნელს თუ ვაფრქვევ)
19.10.2012

12 thoughts on “სიკვდილის ნაგავთსაყრელი

    • დამიჯერე აქ რომ ჩამოხვალ წიგნები საერთოდ არ გაგახსენდება.

  1. ფილმი მაქვს ნანხი და ძალიან მომეწონა, ალბათ, წიგნი უკეთესი იქნება🙂

    • მე პირიქით ფილმი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ამბობენ ორივე კარგიაო.

  2. ვაიმე ზუსტად ახლა ვკითხულობ ამ წიგნს და ჯერ არ მინდა პოსტის წაკითხვა, საინტერესო ჩანს და წიგნის დასრულების შემდეგ წავიკითხავ ) ჩავინიშნავ ეხლავე )
    P.s. ჩემს ბლოგზე მესტუმრე თამიი )

    • ამ წუთში დავრეკავ ზარს-ძალიან მაგარი წიგნია, თვალი ვერ ოვწყვიტე სანამ არ გავედი ბოლოში.

  3. მიყვარს მე ეს წიგნი, სუნის თემა ახლობელია ჩემთვის და ბევრი პასაჟი ისეთი ნაცნობი და ახლობელი იყო, გადავირიე, უბრალოდ მე არავის მოკვლა არ მინდა ხოლმე🙂 საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული სუნი აქვთ, ყველას განსხვავებული და მე სულ მახსოვს ეს სუნი.

    • წიგნი რომ წავიკითხე ბავშვებს ვსუნავდი და ვტკბებოდი ასეთი გემრიელი სუნი რომ ქონდათ,.

  4. მე მამაკაცების 212 მახსოვს პირველად რომ შემოვიდა თბილისში.
    და მახსოვს ჩემმა მეგობარმა ლაუარა ბიაჯოტის რომა ჩამოიტანა ერთხელ და სასწაული არომატი ჰქონდა..

    • 212 ეხლაც ბევრს მოსწონს და მაშინ ნამდვილი ბუმი იყო- მეც მომწონდა. ბიაჯოტის არომატი არასოდეს მისუნთქავს, ამბობენ “ლაურა” გემრიელიაო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s