Archive | December 2012

კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის

წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა დაჯდე და საკუთარ თავს სერიოზულად დაელაპარაკო. განიხილო რა იყო გასული წლის მინუსები და პლიუსები. რა გინდა მომავალ წელს გააკეთო.
და მსგავსი დებილობები, რადგან კაცი რომ ბჭობს ღმერთი გულიანად იცინის.
მაგრამ იქნებ.. ან ალბათ… თუ როგორცააა.

იანვარი: ჩემი ბლოგუნიას დაბადება ზუსტად პირველ იანვარს blogger.com-ზე, ამ ფაქტმა მთელი წელი შეცვალა.
(აღვადგინე ბავშვობის ჩვეულება და პირდაპირ,
ირიბად და ხანაც გამოკვეთილად,
ყველაფერს ვწერდი,
ემოციებისგან ვიცლებოდი,
თუმცა თავს უკეთ მაინც ვერ ვგრძნობდი).

თებერვალი მენატრებოდა მშობლები და დები, მეცოდებოდა გაჭირვებულები
და ვცდილობდი სასოწარკვეთილებისგან თავი დამეცვა.

მარტი– ბევრს ვფიქრობდი ცხოვრების ამაოების შესახებ და სამკაულების დამზადებით ვებრძოდი მოძალებულ უხასიათობას.

აპრილი– შემისრულდა 25 წელი და ვცდილობდი გეგმის შემუშავებას როგორ უკუმეგდო მწუხარება

მაისიგავაცნობიერე საკუთარი არარაობა.

ივნისი გავეხვიე კვამლში– და მოლოდინში

ივლისი– უპირობოდ ბედნიერი, წმინდა მიწაზე. ამ პერიოდიდან იმას ვნანობ, რომ ბლოგ დღიურები არ დავწერე ფოტოებით. ეს იქნებოდა მთელი წლის განმავლობაში ყველაზე დადებითი, ბედნიერებით დამუხტული პოსტები.

აგვისტორაღაც მემართებოდა

სექტემბერი – ბევრს ვფიქრობდი შორეულ ქვეყანაზე და ერთ ადამიანზე. ალბათ როგორ ენატრებოდა ქალი და სურნელი.

ოქტომბერიმენატრებოდა, ჩემი უუნარობა მაცოფებდა და ფსიქიკური მდგომარეობა მაეჭვებდა

ნოემბერი– ნოსტალგია მეძალებოდა, წარსული მენატრებოდა და ვფიქრობდი

დეკემბერი– ცოტა წავიმუშავე სასიამოვნო გარემოში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად.

გასულ წელს ძალიან შევიცვალე
(თანდათანობით ხდებოდა რა თქმა უნდა)
არ მომწონს რომ ჩემი მხიარული, კეთილმოსურნე და სიცოცხლის მოყვარული თავი დავკარგე, ფსიქოემოციური მდგომარეობაც მაშფოთებს.

მოკლედ ყველაფერი ცუდი ძველ წელს დავუტოვე
მომავალ წელს მხიარული და ბედნიერი მინდა ვიყო…
უნდა ვიყო…
ჩემი შვილების გამო მაინც.

მეურვე

რა თქმა უნდა ეს სიტყვა ყველას გაუგია, ერთი ჩვეულებრივი და რიგითი სიტყვაა, ოღონდ ამ სიტყვას ამოფარებული სიტუაციები, ადამიანები და ისტორიებია მრავალფეროვანი.

რამდენიმე ხნის წინ ერთი ისტორიის უნებური, უტყვი მოწმე გავხდი, რაც არ არის სასიამოვნო თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს და იმასაც, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

ხანდახან ბოროტ ადამიანებს მზაკვრული გეგმები მოსდით თავში, უსუსური და უმწეო ადამიანით მანიპულირება ადვილია, არც მის ხარჯზე ცხოვრებაა ცუდი და ბოლოს, პატარა ბინით პრესტიჟულ უბანში, პირის ჩატკბარუნებაა- უანგარო სიკეთისა და ზღვარგადასული ქველმოქმედების დამსახურებული ჯილდო.

DSCN4974

ხო, ერთ მოხუც ქალზე გიყვები ჩემს მეზობლად, რომ ცხოვრობს. პატარა, დანგრეულ, ჭუჭყიან და გაყინულ თაგვის სოროში (ისე 35კვ.სმ თაგვის სოროც, კარგა გვარიან თანხებს ნიშნავს-მდებარეობის და გამო). ქალს ძალიან სასაცილო მეტსახელი, სოციალურად დაუცველის სტატუსი და სულიერად ავადმყოფის იარლიყი აქვს.
და კიდევ მეურვეც ჰყავს.

თავის თავს კარგა ხანია მეურვეს ეძახის. დეპრესიების და შაკიკების მიუხედავად, მაინც მხნედ გამოიყურება. სამეურვეოს საბუთებს დიდი ხანია დაეპატრონა, პენსიას და სუციალური დახმარებას თავად განაგებს, თავისებურად უვლის კიდეც ავადმყოფს -ოღონდ ამ უკანასკნელის სახლიდან მუდამ ნაგვის და ჭუჭყის მძაფრი სუნი გამოდის.

ამ ყველაფრის მიუხედავად მთელს სამეზობლოს ყური გვაქვს მოჭრილი: როგორ უვლის ავადმყოფს, აჭმევს, ბანს, გამათბობელიც უყიდა (თუმცა ბინაში შესულს ატირებამდე საშინელი სიტუაცია დამხვდა. ნაგავი, ჭუჭყი და ბალიშის და საბნის გარეშე, ვიწრო საწოლში გაშოტილი, აკანკალებული ჩია ქალი. რასაკვირველია არც გამათბობელი იყო სადმე, შეკითხვაზე კი ურცხვი პასუხი: “ამას გათბობა რაში სჭირდებაო”.) ყოველ შემთხვევაში, როცა ვუსმენ მის საგმირო საქმეთა ჩამონათვალს მგონია, რომ ანგელოზთან მაქვს საქმე.

ბოროტ
ანგარებიან
მზაკვარ
მატყუარა ანგელოზთან.
საუბარში (რა შუაში იყო არ ვიცი)უკმეხად მომახალა მეურვე მე ვარ და ბინაც ჩემია, მეურვეს დარჩებაო)

რატომ გამიკვირდა?!
რატომ განვიცდი?!

მეცოდება საწყალი და უპატრონო,
შეურაცხადი.

პიარის ტექნოლოგია

ჩემი ყველა ნაცნობი დარწმუნებულია, რომ ინტერესთა სფეროს

სივიწროვეს ანდა ჰობების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი.

ხოდა წარმოგიდგენთ ჩემი ახალი ინტერესის საგანს  –  პიარი.

ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტ სივრცე ავაწრიალე, უნივერსიტეტის კონსპექტებიც ამოვქექე და საფუძვლიანად გადავიმეორე დღევანდელი მენეჯმენტის და მარკეტინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა: პიარი და მისი ტექნოლოგიები.

არა, ეს პოსტი სულაც სხვა რამეზე, პიარის ტექნოლოგიების პირად ცხოვრებაში წარმატებით გადმონერგვაზეა.

ასე მაგალითად: ჩემი პატარა ბიჭუნა გაცივდა და ძალიან ახველებს. გულმოდგინედ ვთავაზობ წამალს და ფართოდ ვიღიმი.-უშედეგოდ.
-ალა!!! ამბობს მტკიცედ და კარადაში “იმალება”.(კარადას მინის კარი აქვს).  ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციაა, ძალით თუ დავალევინებ წამალს ცუდად დამთავრდება, ზუსტად ვიცი.

უცებ მახსენდება პიარი.
-დანი, მოდი.  აჰა, შენ წამალი.  (ვითომ დალიე და ძალიან მოგეწონა) ჩავჩურჩულე ბოლო ფრაზა.
დანიმ  “ვითომ”  დალია წამალი და მოჰყვა აფერისტულ კრუტუნს:
-რა გემრიელია, კიდევ მინდა.
-აი, შენ კიდევ.
-რა კარგიააა,  კიდევ მინდა.

ამის შემხედვარე,  თქვენი აზრით როგორ მოიქცა პატარა?
გამოძვრა სამალავიდან,  წინ აგვეტუზა და:
-მინდა მე, მომე ლა…
და პირი მორჩილად დააღო.

აი რეკლამის, თუ პიარის, თუ რაც გინდათ ის დაარქვით- იმის ძალა.

და სხვათაშორის სულზე მომისწრო დიოგენეს საჩუქარმა. დანიელ უილკოქსის და გლენ კამერონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო, მშვენიერი შენაძენია თუ დაინტერესებული ხარ პიარის სტრატეგიით და ტაქტიკით. ერთი მაგალითი ნათლად წარმოვადგინე ამ პოსტში, ცხოვრებაშიც როგორ ჭრის ამ წიგნში მოყვანილი ბრძნული ხერხები.

Photo0073

როგორი იღბლიანი ბრძანდებით…

ცოტა ხნის წინ გიყვებოდით “Adress” ქსელის საინტერესო აქციაზე, რომლის მეთვალყურეობაც საკუთარ თავზე ავიღე. უკვე ორი დღეა დამთავრდა და მართალი გითხრათ ოდნავ გულიც დამწყდა, რადგან ჩემი შერჩეული პიკანტური თეთრეული საჩუქრად ნამდვილად არ მერგო, უფრო მეტიც გვარიანი თანხა გადავიხადე. რა თქმა უნდა აქ არ დავპოსტავ თუ რა შევიძინე, სამაგიეროდ ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ, სრული კოლექცია, რომლიდანაც ერთ-ერთი მე დამამშვენებს ხოლმე.

ეგ არაფერი, მე რომ არ გამიმართლა… სამაგიეროდ ძალიან, ძალიან ბევრ ერთგულ მომხმარებელს ნამდვილად გუხალისდა ცხოვრება, იყვნენ ადამიანები რომელთაც ერთის მაგივრად ორჯერ გაუმართლათ, ერთმა კლიენტმა კი ნამდვილად გამაოგნა: მოიგო ხუთასიოდე ლარის საქონელი და რა თქმა უნდა მივულოცე: “-როგორი იღბლიანი ბრძანდებით.
-ეს რა არის, გასულ წელს ორ ლარიანი ლატარიის ბილეთით 19 000 ლარი მოვიგე”-ო.

ეს ათი დღე ნამდვილად სახალისო იყო.
ახალი ადამიანები, გარემო, სიტუაცია. თანაც დაკავებული ვიყავი(არა კითხვით, წერით, ვარჯიშით და საოჯახო საქმეებით).

ბოლო დღეს ნამდვილი გამოსათხოვარი თავის დაკვრა მოვაწყე ერთ-ერთ მაღაზიაში “promod”. გოგონებმა ჩაიცვეს მაღაზიის ტანსაცმელი, ერთად ვარჩევდით, ვისინჯავდით საახალწლოდ საუკეთესო ლუქს. მთელი მაღაზია თავდაყირა დავაყენეთ, მშვენივრად გავერთეთ და ვიხალისეთ. ნახეთ ფოტოები და თუ რაიმე მოგეწონათ კი იცით სადაც უნდა მოძებნოთ.

პ.ს.განსაკუთრებული მადლობა მაღაზიის მენეჯერს და გოგონებს.
ფოტოებისთვის კი მიხეილ ნინუას.

თუ გაინტრესებთ ახალი კოლექციების სურათები, რომლებსაც სულ მალე 50%-იანი საშობაო-საახალწლო ფასდაკლება ემუქრებათ გადახედეთ ლინკებსაც.Tom Tailor, 123, etam,Celio

pizap.com13562090794211

pizap.com13562077777961

pizap.com13562083472031

01

საახალწლო

არ გეგონოთ რომ რაიმე კარგს წაიკითხავთ ამ

 პოსტში, თუ ამის იმედად შემოხვედი ჯობია

ახლავე შეწყვიტო კითხვა.

მოგეხსენებათ ახალი წელი ახლოვდება,  დილაც საძაგლად  თბილისისთვის ჩვეული თოვლ-ჭყაპით დაიწყო. ალბათ უნდა შევეჩვიო ესეთ დილებს და ხალხის ბედნიერ სახეებს-ახალი წელი, ახალი წელი ხომ ყველას პირზე აკერია.  აი ახალი წელი მოვიდეს და მერე, ახალმა წელმა ჩაიაროს და მერე.  დღესასწაულებს რომ ვერ ვიტან ერთია, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი დღეები მაღიზიანებენ როდესაც ხალხი ჭამა-სმის, ლოთობის, ღრეობის და დროსტარების გარდა არაფერს აკეთებს. ამ დროს, უფრო მეტად   მეცოდებიან გაჭირვებულები, უსახლკაროები, პენსიონერები. მოკლედ ყველანი ვინც ამ საერთო ბედნიერების ნამცეცებსაც ვერ კენკავენ.

ორიოდე კვირა გავიდა რაც მარკეტში  საშინელი ფაქტის მოწმე გავხდი – უბრალო ვერ ვივიწყებ, თავიდან არ ამომდის. შეიძლება მე ვარ ძალიან ემოციური ან ეს ქვეყანა, თავის მობინადრეებიანად   უბრალოდ ერთი დიდი ნაგავია.

53-285_large

-არა უფრო ცოტა.
გამყიდველის ირონიული გამოხედვა დავიჭირე და გული მომეწურა.
-ამდენი?
-კი იყოს.
გამყიდველმა მოხუცს ყველის პატარა ნაჭერი მიაწოდა.
– 80 თეთრი-უთხრა უკმეხად. ჩქარობდა არასასურველი კლიენტის გაშვებას. სახეზე ირონია დასთამაშებდა, უცებ ჩემს გაყინულ და გაბოროტებულ მზერას წააწყდა, ჩემს თვალებში ამოიკითხა რასაც ვფიქრობდი.
-ყველაფერი ძვირდება, ცუდი ახალი წელი გველის. ჩაილაპარაკა ბოდიშის მოხდასავით. თუმცა მოხუცს პაწაწინა პარკი აეღო და კარებს მიღმა გაუჩინარებულიყო.

P.S.თვალებით და გაყინული მზერით კი არა, პირდაპირ და გამოწვლილვით უნდა მეთქვა რას ვფიქრობ მისნაირ არარაობებზე, ამდენხანს არ გამყვებოდა ჯავრი.

yes, its real

531862_4970469977433_851841030_n

ჩემთვისაც და ალბათ შენთვისაც მკითხველო ედრესის მაღაზიათა ქსელი და მასში შემავალი ახალგაზრდული და პოპულარული ბრენდები (Celio – პეკინის 5, Tom Tailor- პეკინის 5, Etam – პეკინის 5 და ჭავჭავაძის 16
1.2.3- პეკინის 11, DPAM – ჭავჭავაძის 12, Gerry Weber და Promod – პეკინის 5.) კარგად ნაცნობია.
დღეს ედრესი 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამ წლების განმავლობაში მაღაზიათა ქსელი გაფართოვდა და ქართულ ბაზარზე საკუთარი (ახალგაზრდული, თანამედროვე, დახვეწილი , კლასიკური , ელეგანტური) ნიშა დაიკავა. დღესდღეობით მაღაზიათა ქსელს თითქმის ყველანაირი მოთხოვნის და გემოვნების მომხმარებლის დაკმაყოფილება შეუძლია.
155479_4970470257440_1101804571_n

დღევანდელი დღის პირველი ნახევარი ედრესის ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მაღაზიაში “ეტამში” გავატარე რათა თქვენთვის ფოტო და ვიდეო მასალა შემეგროვებინა ადრესის უპრეცედენტო, მართლაც გამაოგნებელი აქციის შესახებ. უკვე დაინტერესდი რაშია საქმე? მაღაზიათა ქსელი 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავის ერთგულ მომხმარებელს საოცარ სიურპრიზს სთავაზობს. მხოლოდ ათი დღის განმავლობაში:

12.12.12-დეკემბრიდან 21.12.12-დეკემბრამდე

ქსელის ყოველი მეხუთე კლიენტი ნებისმიერი რაოდენობის ნავაჭრში(ლიმიტი ათასი ლარი) მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდის.
აქციაში ედრესის ქსელის მხოლოდ ორი მაღაზია Promod და Gerry Weber არ იღებს მონაწილეობას.

გუშინდელი დღიდან, როგორც კი “facebook”-ზე ამ აქციის ივენთი დაშეარდა, მოსაზრებებმა აქციის წარუმატებლობის და გაუმართლებლობის შესახებ არ დააყოვნა. დაიწყო მარჩიელობა, ნამდვილად შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო საქართველოში, თუ ყველფერი პიარის ფარგლებში ჩატარებული, ფარსი მარკეტინგული გათვლა იქნებოდა. ხოდა ყველას, ვისაც კიდევ ეჭვი გეპარებათ: გადახედეთ ქვემოთ ატვირთულ ფოტო და ვიდეო მასალას, რამდენიმე იღბლიანმა მეხუთე მომხმარებელმა ჩემს თვალწინ დაიბრუნა საკუთარი თანხა და შენაძენი სახლში მხოლოდ ერთ ლარად წაიღო.

პ.ს. ხვალ და ზეგ არა, მაგრამ აქციის ბოლო დღეს ბედს მეც გამოვცდი-ეტამში უკვე ავარჩიე ჩემი საკბილო.
432306_4970469937432_1462313201_n

ირინამ ვერ გადაწყვიტა საღამური შარვლის ყიდვა რომელიც ასევე ძალიან მოსწონდა, ამიტომაც გული დაწყდა მხოლოდ თეთრეულის კომპლექტი რომ მოიგო. ნახეთ ვიდეო

ირინამ ვერ გადაწყვიტა საღამური შარვლის ყიდვა რომელიც ასევე ძალიან მოსწონდა, ამიტომაც გული დაწყდა მხოლოდ თეთრეულის კომპლექტი რომ მოიგო. ნახეთ ვიდეო

ინგა მეორედაც შემობრუნდა მაღაზიაში რათა ნაყიდი ღამის სამოსისთვის ფეხსაცმელი შეერჩია, და გამარჯვებულიც გახდა...

ინგა მეორედაც შემობრუნდა მაღაზიაში რათა ნაყიდი ღამის სამოსისთვის ფეხსაცმელი შეერჩია, და გამარჯვებულიც გახდა…ნახეთ ვიდეო



როგორც კი გავიგე რომ მეზობლად celio-ში გვყავდა გამარჯვებული სასწრაფოდ აქეთ გადმოვინაცვლე და მისი დაფიქსირებაც მოვახერხე. ნახეთ ვიდეო

როგორც კი გავიგე რომ მეზობლად celio-ში გვყავდა გამარჯვებული სასწრაფოდ აქეთ გადმოვინაცვლე და მისი დაფიქსირებაც მოვახერხე. ნახეთ ვიდეო


ჩარლის ფილმები

პოსტის პირველი ნაწილში ჩარლის ძირითადი ბიოგრაფიით შემოვფარგლე, აქ კი მისი ფილმების შესახებ მოგიყვებით, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი, სადაც მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია იყო “წვიმაში მოხვედრილი”, რომელიც 1914 წელს გადაიღო. ამ ფილმში თავად იყო სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. “პარიზელ ქალში” გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჭეშმარიტად გამგებმა მყურებელმა აღტაცებით მიიღო. ეს იყო პირველი მუნჯი კინო, სადაც კარგად მოიძებნა ირონიის და ფსიქოლოგიის გამომხატველი საშუალებანი. ფილმის მოკლე შინაარსი ამგვარია: პროვინციელ ახლგაზრდებს მარის და ჟანს ერთმანეთი უყვართ. მშობლების წინააღმდეგობის გამო, სახლიდან გაპარვას გადაწყვეტენ, მაგრამ ჟანი მამის გარდაცვალების გამო, დათქმულ ადგილზე ვერ მივა. გულდაწყვეტილი მარი პარიზში მარტო მიემგზავრება და თავის ცხოვრებას უკავშირებს მდიდარ, ქალების და დროსტარების მოყვარულ პიერ რიველს. რამდენიმე ხნის მერე, მარი კვლავ წააწყდება ჟანს, რომელსაც მხატვრობა დაუწყია და დედასთან ერთად სახელოსნოში ცხოვრობს. ჟანი მარის პორტრეტს ქმნის და მათი სიყვარული კვლავ აღორძინდება.

საზოგადოების დაუწერელი კანონებით პიერ რიველი მარის შერთვაზე უარს ამბობს და ანგარებით ირთავს მდიდარ ქალს. ჟანის დედაც უარს აცხადებს მარის და მისი ვაჟიშვილის დაქორწინებაზე. ჟანი თავს იკლავს, მარი მიატოვებს მდიდარ საყვარელს და ჟანის დედასთან ერთად სოფლად გადასახლდება.

ამ სურათში ჩარლმა პირწმინდა სიკეთისა და აბსოლუტური ბოროტების დაპირისპირების პრიმიტიული ხერხები უარყო და ფილმი დრამატურგიული და ფსიქოლოგიური ნიუანსებით აავსო. ჩაპლინის, როგორც კინოდრამატურგის ნოვატორობა, იმაში გამოიხატება, რომ მის გმირებს გააჩნდათ როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები, განწყობილების ცვლილება და მერყეობა სიკეთესა და ბოროტებას შორის.tumblr_lxwas2SEOp1qe8zvgo1_500

Continue reading

ფრთხილად, შიდსია

შიდსი ყველგან შეიძლება იყოს. იგი შეიძლება აღმოჩნდეს შენს ქალაქში,

შენს ირგვლივაც, უყურადღებობა და დაუფიქრებლობა

ხშირ შემთხვევაში შიდსით ინფიცირების მიზეზი ხდება.

შენზეა დამოკიდებული გახდები თუ არა შიდსის მსხვერპლი.

მოგეხსენებათ პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, ვაპირებდი ბლოგზე დამეწერა რაიმე მოკლე ინფორმაცია თუმცაღა გადამავიწყდა და პირველ დეკემბერს, ზამთრის პირველ უჩვეულოდ მზიან დღეს სასეირნოდ გავემართე შვილებთან და მეგობართან ერთად. ცოტა უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი, რიყის პარკში არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, შიგნით მოთავსებულ სამ კოხტა კონდომთან ერთად, უცნაური არაფერი არ იყო ახალგაზრდების რეაქციის გარდა ბუკლეტში მოთავსებულ პრეზერვატივებს , რომ ნახულობდნენ. კარგით რა, ეს პატარა რეზინა ხომ ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან, არასასურველი ფეხმძიმობა იქნება თუ ვენერიულ დაავადებათა ბუკეტი. მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სექსი ყველას უნდა თავდაცვა არავის. ბუკლეტში მოყვანილი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტოა, ამიტომ გადავწყვიტე აქაც გადმომეტანა.

 მოგეხსენებათ პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, ვაპირებდი ბლოგზე დამეწერა რაიმე მოკლე ინფორმაცია თუმცაღა გადამავიწყდა და პირველ დეკემბერს, ზამთრის პირველ უჩვეულოდ მზიან დღეს სასეირნოდ გავემართე შვილებთან და მეგობართან ერთად. ცოტა უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი, რიყის პარკში არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, შიგნით მოთავსებულ სამ კოხტა კონდომთან ერთად. უცნაური არაფერი არ იყო ახალგაზრდების რეაქციის გარდა, ბუკლეტში მოთავსებულ პრეზერვატივებს, რომ ნახულობდნენ. კარგით რა, ეს პატარა რეზინა, ხომ ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან, არასასურველი ფეხმძიმობა იქნება თუ ვენერიულ დაავადებათა ბუკეტი. მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სექსი ყველას უნდა თავდაცვა არავის. ბუკლეტში მოყვანილი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტოა, ამიტომ გადავწყვიტე აქაც გადმომეტანა.

 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(აივ-ი) არის ვირუსი,რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს(შიდს-ი). მოხვდება თუ არა ადამიანის ორგანიზმში, აზიანებს იმუნური სისტემის უჯრედებს. დამცველი უჯრედების ნელ-ნელა განადგურების გამო ადამიანს დაავადების სიმპტომები შეიძლება წლების მანძილზე არ გამოუვლინდეს, გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და არც კი იცოდეს, რომ ინფიცირებულია, თუკი არ გაიკეთებს სისხლის ანალიზს აივ-ის ანტისხეულების გამოსავლენად.

შიდსი აივ-ინფიცირების ბოლო სტადიაა. როდესაც იმუნური სისტემა ნებდება ინფექციას, ორგანიზმი სრულიად დაუცველი რჩება და წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სხვადასხვა დაავადებას.

აივ-ი გადაეცემა

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, როგორც ჰეტერეო ისე ჰომოსექსუალური,ვაგინალური, ანალური და ორალური კონტაქტით.
  • ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით
  • ნარკოტიკის მიღებისას, აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის გაზიარებისას.
  • ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით(მათ შორის ტატუირების ან ყურის გასახვრეტი ნემსითაც.)
  • ინფიცირებული ადამიანის სისხლსა და ორგანიზმის სითხეებთან შემთხვევითი კონტაქტით.
  • ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ფეხმძიმობის, მშობიარობის ანდა ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

აივი არ გადაეცემა

  • კოცნით
  • მწერის ან შინაური ცხოველის ნაკბენით
  • საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების ხმარებით
  • ხელის ჩამორთმევით
  • პირადი ჰიგიენის ნივთებით
  • აუზზე, აბანოსა და საუნაში
  • ჰაერითა და საკვებით

ზამთარი2013 – ტრენდები და ლუქები ცნობილი დიზაინერებისგან

აწ უკვე დამდგარი ზამთარი დატვირთულია ნაირ-ნაირი ტენდენციებით-რის შედეგადაც ყველანაირი სტილის და სამოსის მომხმარებელს შეუძლია თავისი მოსაწონი ხაზი იპოვოს.

წელს მოდაშია სექსუალური-სლიმ(იმეორებს სხეულის აღნაგობას) შარვლები, აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილი სამოსელი, გიჟური-ახალგაზრდული, თუნდაც გოთიკური დიზაინი და ამასთანავე ნაზი, რომანტიული ყვავილებიანი, მაქმანებიანი სვიტრები. ყველა ეს ტენდენცია საკმაოდ საინტრესოა და შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტები და შევქმნათ გაბედული ლუქები (ექსპერიმენტები მიყვარს). შედეგად მთავარია გამოვიყურებოდეთ არა მხოლოდ მოდურად და თან სულელურად, არამედ ელეგანტურად და დახვეწილად.

მაშ ასე ტრენდები დიზაინერებისგან:

ტრენდი#1 თავისუფალი პიჯაკები

პრინტები ყველგან
ვიმსჯელოთ Prada, Miu Miu, Stella McCartney და სხვა ცნობილი დიზაინერების უკანასკნელი კოლექციების მიხედვით. ერთ-ერთი მთავარი შტრიხი არის განიერი პიჯაკები, რომლებიც მთლიანად დაფარულია საკმაოდ თამამი, ფერადი და თვალისმომჭრელი პრინტებით.

Leisure-suits

Leisure-suits-1

ტრენდი #2 აღმოსავლური მოდა

დასავლეთს ყოველთვის ხიბლავს აღმოსავლური ქსოვილების დიდებულება, იქაური ქსოვილების და დეტალების მიმზიდველობა. არაჩვეულებრივი ფერები და ფაქტი რომ აზიელ ქალბატონებს შეუძლიათ იყვნენ სექსუალურები და მაცდუნებელნი ზედმეტი გამომწვევობის გარეშე.

Asian-invasion-trendsAsian-invasion-trends-1

ტრენდი#3 სამხედრო ტენდენცია

არავის არ უყვარს ომი და სამხედრო ოპერაციები, თუმცა ალბათ მისი თანამედროვე ცხოვრებაში ხშირი თანხვედრა გახდა მიზეზი იმისა, რომ წელს სამხედრო ტენდენცია არის საკმაოდ ძლიერი, Victoria Beckham-დან Salvatore Ferragamo -მდე თითქმის ყველა დიზაინერმა საკუთარ ახალ კოლექციაში გამოიყენა სამხედრო მოტივები, რა თქმა უნდა სამოსი არის ისეთივე მოხერხებული, მარტივი და კომფორტული, როგორც სამხედრო სამოსი, მაგრამ ქსოვილები არის რბილი და ქალის სილუეტზე ადაპტირებული.

Military-trend-1
Military-trend

ტრენდი#4 გოთიკური სტილი

დღესდღეობით გოთიკური სტილი ბევრი დიზაინერის შთაგონების წყაროა და ის შემოდგომა-ზამთარი-2013 წლის სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდია. შავი ტყავი და ხავერდი, გრძელი სილუეტები, სხვადასხვაგვარი ჯვრებიანი დეტალები, მუქი მაკიაჟი ამ სტილის ზოგადი მახასიათებლებია.

Gothic-inspiration-trend-1

Gothic-inspiration-trend

ტრენდი #5 -ტყავი

ტყავი ყოველთვის არის მოდური, განსაკუთრებით კი ცივი სეზონის მოახლოებისას. წელს დიზაინერებმა უამრავი ტყავის სამოსი შექმნეს, თუმცა განაკუთრებული აქცენტი გრძელ, სექსუალური და ელეგანტური სილუეტის კალთიან ქურთუკებზე და პალტოებზე გააკეთეს. ასევე ძალიან პოპულარულია მთლიანი ტყავის ლუქი. შეგიძლია აარჩიო სხვადასხვა ფერის და ტიპის ტყავი და შექმნა საოცრად მოდური ლუქი.

Leather-trendLeather-trend-1

ტრენდი#6 – ბეწვი

ტყავის მსგავსად ბეწვიც ყველა ცივი სეზონის მოდური და ელეგანტური ტენდენციაა, თუმცა წელს არა მარტო ბეწვის პალტოებია მოდაში არამედ ქუდები, ჩანთები და აქსესუარებიც კი ბეწვის გარეშე მოდურ ბრწყინვალებას დაკარგავს.

Fur-trendFur-trend-1

ტრენდი#7-დიდი ზომა(oversize)

თუ შენი სტილია ტანზე კარგად მომდგარი სამოსი, შეგიძლია ეს დროებით დაივიწყო და სცადო ახალი ტრენდი oversize. დიდი ქურთუკები და კიდევ უფრო დიდი ჟაკეტები, ფართხუნა შარვლები, მოკლედ ყველაფერი დიდი და ფართხუნა.

Oversize-trend-1

ტრენდი#8-ჩახლართული დიზაინი

შენ შეიძლება იყო მარტივი სამოსის მოყვარული, მაგრამ არსებოს უამრავი ადამიანი, რომელსაც ხიბლავს სამოსის რთული და ჩახლართული დიზაინი, რომელიც არის სპეციალურად შექმნილი მომხმარებლისთვის რათა ის უნიკალურად გამოიყურებოდეს.ხოდა ესეც მოდაშია-ჩახლართულობა.

Intricate-Design-1Intricate-Design

ტრენდი #9 – ტანზე მომდგარი შარვალი

შარვლის ეს მოდელი რასაკვირველია არ არის ახალი დიზაინის, თუმცა დიზაინერებს თუ ვენდობით ესეთი სტილის შარვლები კვლავ აქტუალური და ძალიან მოდურია. შეგვიძლია ჩავიცვათ სპორტულ ფეხსაცმელზე და საქმიან, დახვეწილ და ელეგანტურ სტილსაც კარგად შევუხამოთ.

Narrowed-pants-1

Narroed-pants-1

ტრენდი #10- Peplums

ეს ტრენდი საკმაოდ პოპულარული იყო გასულ ზაფხულს და ამ სეზონზეც ინარჩუნებს აქტუალობას. თუმცა ძნელად მოახერხებთ ზაფხულის სამოსისს ამ სეზონზე ჩაცმას რადგან პასტელის ფერების მაგივრად მოდურია მუქი და კლასიკური ფერები-ეს ტრენდი ამ სეზონზე ძირითადად გამოყენებული იქნება საღამოს და კოკტეილის კაბებსა და ქვედაბოლოებში.

Peplum-trend-1
Peplum-trend

ტრენდი #11-ნაქსოვი სამოსი

ნაქსოვი სვიტრები, კაბები და კოსტიუმები შესანიშნავი გამოგონებაა შემოდგომის და ზამთრის სეზონისთვის. არის ძალიან თბილი და ელეგანტური. დღესდღეობით როდესაც ნაქსოვი სამოსი არის სეზონის ტენდენცია, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ფერი, პრინტი და ნაქსოვი ჩვენი მოდური ლუქის შესაქმნელად.

Knitted-pieces-trend
Knitted-pieces-trend-1

მე მოდის ტენდენციები მოგაწოდეთ, ეხლა საქმე თქვენს გემოვნებაზეა. მოდურად რომ გამოვიყურებოდეთ ამისთვის სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც ძვირადღირებული და ბრენდირებული სამოსი ვატაროთ.