ჩარლის ფილმები

პოსტის პირველი ნაწილში ჩარლის ძირითადი ბიოგრაფიით შემოვფარგლე, აქ კი მისი ფილმების შესახებ მოგიყვებით, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი, სადაც მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია იყო “წვიმაში მოხვედრილი”, რომელიც 1914 წელს გადაიღო. ამ ფილმში თავად იყო სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. “პარიზელ ქალში” გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჭეშმარიტად გამგებმა მყურებელმა აღტაცებით მიიღო. ეს იყო პირველი მუნჯი კინო, სადაც კარგად მოიძებნა ირონიის და ფსიქოლოგიის გამომხატველი საშუალებანი. ფილმის მოკლე შინაარსი ამგვარია: პროვინციელ ახლგაზრდებს მარის და ჟანს ერთმანეთი უყვართ. მშობლების წინააღმდეგობის გამო, სახლიდან გაპარვას გადაწყვეტენ, მაგრამ ჟანი მამის გარდაცვალების გამო, დათქმულ ადგილზე ვერ მივა. გულდაწყვეტილი მარი პარიზში მარტო მიემგზავრება და თავის ცხოვრებას უკავშირებს მდიდარ, ქალების და დროსტარების მოყვარულ პიერ რიველს. რამდენიმე ხნის მერე, მარი კვლავ წააწყდება ჟანს, რომელსაც მხატვრობა დაუწყია და დედასთან ერთად სახელოსნოში ცხოვრობს. ჟანი მარის პორტრეტს ქმნის და მათი სიყვარული კვლავ აღორძინდება.

საზოგადოების დაუწერელი კანონებით პიერ რიველი მარის შერთვაზე უარს ამბობს და ანგარებით ირთავს მდიდარ ქალს. ჟანის დედაც უარს აცხადებს მარის და მისი ვაჟიშვილის დაქორწინებაზე. ჟანი თავს იკლავს, მარი მიატოვებს მდიდარ საყვარელს და ჟანის დედასთან ერთად სოფლად გადასახლდება.

ამ სურათში ჩარლმა პირწმინდა სიკეთისა და აბსოლუტური ბოროტების დაპირისპირების პრიმიტიული ხერხები უარყო და ფილმი დრამატურგიული და ფსიქოლოგიური ნიუანსებით აავსო. ჩაპლინის, როგორც კინოდრამატურგის ნოვატორობა, იმაში გამოიხატება, რომ მის გმირებს გააჩნდათ როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები, განწყობილების ცვლილება და მერყეობა სიკეთესა და ბოროტებას შორის.tumblr_lxwas2SEOp1qe8zvgo1_500

ჩარლის თხზვისა და იმპროვიზაციის შედევრად მიჩნეულია, მისივე შესრულებული მაწანწალა ჩარლის სახე. მანფილისტერულ საზოგადოებას დაუპირისპირა ჩარლი-მაწანწალა ჯენტლმენი, პოეტი, მეოცნებე, მუდამ სატრფიალო თავგადასავლების მომლოდინე გულისხმიერი ადამიანი. ეს კინოგმირი ქომაგი -უძლურების, უსუსურების, გაჭირვებულის: თავად იყო უძლური, გაჭირვებული და უსუსური. როცა ჩარლი მატერიალურ დახმარებას უწევს გაჭირვებულებს და ამავე დროს თვითონ უსახლკარო და ულუკმაპუროა, თითქოს კომიკური, მაგრამ უაღრესად ჰუმანური თვისებაა, რის გამოც ეს გმირი ძლიერ შეიყვარა მაყურებელმა.

“ბიჭუნა”_ში, ულუკმაპურო და ღატაკი ჩარლი უმწეო ბავშვს პატრონობს. გაზრდის და როცა ართმევენ თავგამოდებით ცდილობს მის დაბრუნებას. მას ბრძოლის ჟინს ბიჭუნასადმი სიყვარული და გაწეული ამაგი უძლიერებს.
"ბიჭუნა"-1921წ.

“დიდი ქალაქის ჩირაღდნებში” ღატაკი ჩარლი შემთხვევით დიდძალ ფულს ჩაიგდებს ხელში და თვალების სამკურნალოდ ბრმა მეყვავილე გოგონას გადასცემს. ფილმის საფინალო ეპიზოდში, ჩარლის სახე ახლო ხედით არის ნაჩვენები-ამ სახეზე შეგიძლიათ მისი გრძნობები და ემოციები წაიკითხოთ.

ჩარლი და უსინათლო მეყვავილე გოგონა

ჩარლი და უსინათლო მეყვავილე გოგონა

ეხლა, შეგიძლია დაინახო?


“ოქროს ციებ-ცხელებაში” სიმდიდრის მოპოვების ფსიქოზით შეპყრობილი ადამიანები, ერთმანეთს კლავენ, ყინულზე უგონოდ დავარდნილს საშველად ხელს არ უწვდიან. მაძიებელთა შორის გამეფებულია უზნეობა, რაც ადამიანების სულის დაცემაზე მეტყველებს. მათგან განსხვავებით ჩარლი ოქროს მოპოვებას, მშვენიერი ჯორჯიას ყურადღების მოპოვება ურჩევნია. ყველა ოქროს ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, ჩარლი კი სიყვარულის.

კადრი ფილმიდან "ოქროს ციებ-ცხელება"

კადრი ფილმიდან “ოქროს ციებ-ცხელება”

“ახალი დროება”-ში გადმოცემულია ჩარლის აზრი. ის ფიქრობდა, რომ ადამიანს დაპროგრამებული სამუშაო გრაფიკი აქცევდა პირუტყვად, ბრმა, უინიციატივო არსებად. ამ ფილმის დასაწყისში, პარალელური მონტაჟით და მხატვრული შედარების საშუალებით აჩვენებს ერთნაირად მომავალ ცხვრის ფარას და ადამიანთა ბრბოს.

ჩარლი მომსწრე იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების, ორივეზე შექმნა მძაფრი სატირული კინოშედევრები. “თოფი მხარზე”(1918) და “დიდი დიქტატორი”(1940). “თოფი მხარზე” თავდაპირველად ხუთნაწილიან კინოსურათს წარმოადგენდა, მაგრამ ცენზურის მიერ ბოლო ორი ნაწილის ჩვენება აკრძალეს, საფრანგეთის პრეზიდენტის პუანკარეს, ინგლისის მეფის ჯორჯ მეხუთეს და სხვა პოლიტიკური პირების ეკრანზე კარიკატურული წარმოჩენის მიზეზით.ამ ორ ნაწილში ასახულია პუანკარეს და ჯორჯ მეხუთის მიერ ჩარლის საპატივცემულოდ გამართული ბანკეტი. სახელმწიფოს თავკაცები მას ყვავილებით ასაჩუქრებენ, თავად ჩარლი კი სამახსოვროდ ტანსაცმლიდან ღილებს მოაჭრის ამ უკანასკნელთ, რის შედეგადაც მათ უზენაესობას შარვლები ჩასძვრებათ.

როგორც ცნობილია ფაშისტებმა პოლონეთის საზღვარი გადალახეს და ომი დაიწყეს 1939 წლის1 სექტემბერს. ჩარლი ფილმის გადაღებას 9 სექტემბერს შეუდგა, ხოლო 1940 წლის 9 ოქტომბერს მან “დიდი დიქტატორი’მაყურებლს წარუდგინა. ჩარლი მარტოდმარტო შეერკინა შემზარავ ბოროტებას, ისე რომ ოფიციალური წრეების მხარდაჭერა არ ჰქონია. ფილმის გადაღება რამდენჯერმე შეაჩერეს, მუქარის წერილებს უგზავნიდნენ, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მან გააორმაგა თავდაცვა და სურათის გადაღებას ჯიუტად განაგრძობდა.

“ადოლფ ჰიტლერს მილიონობით მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი ფიურერისა არის პატარა ადამიანი, რომელიც დიბადა იმავე წელს, რომელ წელსაც ჰიტლერი, ეს არის ჩარლი ჩაპლინი”-წერდნენ ამერიკული ჟურნალები.

“დიდ დიქტატორში” წარმოდგენილი დალაქი ჩარლი უკანასკნელია მაწანწალა ჩარლის გალერეის მხატვრული ნაირსახეობებიდან. დალაქი ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირია, თუმცა მის სახეში ჩაპლინმა არ უგულვებელყო ადამიანური სისუსტეები.

ომის შემდგომი პერიოდი არის სრულიად სხვა ხასიათის. დეპრესია და სასოწარკვეთა არის ლეიტმოტივი ფილმებისა “მუსიე ვერდუ”-(1947) და “რამპის ჩირაღდნები”-(1952). ეს პესიმიზმი იმით არის გამოწვეული, რომ ჩარლის შემოქმედება ეპოქის თანამედროვე იყო და არამარტო სჭვრეტდა საუკუნის ძირითად დინებას, არამედ წინასწარმეტყველებდა მომავალს.

‘მუსიე ვერდუ”-ში მთავარ მოქმედ გმირს ანრი ვერდუს თავად ანსახიერებდა. 25 წლის უანგარო შრომის შემდეგ ანრის სამსახურიდან ანთავისუფლებენ, რის გამოც მის ოჯახს შიმშილი ემუქრება. ანრი ომს უცხადებს საზოგადოებას, ცოლად ირთავს ბურჟუა ქალებს, შემდეგ კლავს და მათ ქონებას ისაკუთრებს. ბოლოს იგი თავად ბარდება პოლიციას. ანრი ვერდუ განასახიერებდა თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროს და მის მოქმედებას ასე ხსნიდნენ: “ერთი მკვლელობა ადამიანს ბოროტმოქმედად გადააქცევს, მილიონი კი გმირს ხდის”

კადრი ფილმიდან "მუსიე ვერდუ"

კადრი ფილმიდან “მუსიე ვერდუ”

“რამპის ჩირაღდნებს” სხვა აზრობრივი შრე გააჩნია. სახელგანთქმული კლოუნი კალავერო, მაყურებელს ვეღარ აცინებს. იგი ხანდაზმულია. თუ ჩაპლინის ადრინდელი საიდუმლო სიყვარული იყო, იგი ახლა მამობრივმა გრძნობამ შეცვალა. იგი პატრონობს მოცეკვავე ქალს, მას სიცოცხლის ხალისს ჩაუნერგავს და გზიდან ეცლება. იგი მოსცილდა სცენას, მაგრამ დატოვა სიცოცხლის გაგრძელების საწყისი-მოცეკვავე შვილობილი.

ამ ფილმს კრიტიკოსები შექსპირის, მოლიერის და სოკრატეს შედევრებს ადარებდნენ. ჩაპლინის ეს ერთგვარი კინოაღსარება შემდგომში ფედერიკო ფელინიმ დადგა. თუმცა მის ფილმს ჩაპლინის მრავალმხრიობა არ გააჩნდა. მაგალითად ჩარლი ტროტუარზე მიაბიჯებს უდარდელი ჯოხის ქნევით. ამ კადრში გამოსახულია სიცოცხლე და სიკვდილი. ტრაგიკომედია.

რამპის ჩირაღდნები

რამპის ჩირაღდნები

პ.ს. მიყვარს ჩარლი, მისი ფილმები, პერსონაჟები.
შენ მკითხველო ადვილად ჩასწვდები ჩემი გრძნობების სიღრმეს, თუ ერთ მშვენიერ საღამოს დაჯდები და პოსტში მოყვანილ ფილმებს გადახედავ.
თუ კინომოყვარულიც ხარ, დიდი სიამოვნება გელოდება წინ.
გაიცანი ჩარლის სამყარო. ყველაზე წრფელი და ადამიანური…

9 thoughts on “ჩარლის ფილმები

  1. 101 საიუბილეო პოსტი ჩემს ბლოგზე-ეხლა შევნიშნე და მართლაც რომ ღირსეული საიუბილეო პოსტია.

  2. შეიძლება ვინმე შემედავოს – რაღა დროს მუნჯი კინოაო, მაგრამ მაინც მიყვარს ჩარლი🙂

    • თუ შეგედავება უთხარი რომ ბოლო გენიალური ფილმები ხმოვანი იყო.

  3. ჩარლის სამყარო მართლაა ყველაზე ადამიანური და საოცარი. შესანიშნავი ნამუშევარია. http://wp.me/p1MT1L-sY ეს შენ ჩემგან.

  4. მე ვერ ვუყურებ ჩარლის ფილმებს, ბავშვობაში ვუყურე და ძალიან დამთრგუნა, რამდენჯერმე ვიტირე კიდეც (დღესაც მეტირება), არადა ზუსტად არც კი მახსოვს რატომ🙂 აი ჩელენტანო რომ ტირის “ჭირვეულის მორჯულებაში” დაახლოებით ასე ვარ.

    • დღეს ჩარლის დღე მქონდა, მართალი ხარ ცოტა სევდიანი მაგრამ მრავლისმთქმელი და შთამბეჭდავი.
      ტირილით ბევრ ფილმზე მეც მიჩუყდება გული.

  5. გენიოსია ჩაპლინი❤ უმაგრესი რეჟისორი,მსახიობი,კომპოზიტორი )) გამომრჩა რომ მწერლობის ნიჭიც აქვს, მისმა ავტობიოგრაფიამ მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჯერალდინასადმი მიწერილმა წერილმა ხო საერთოდ❤ მოკლედ, მეტი რაღა ვთქვა, კინემატოფრაფიაში ღირსეული ადგილი უკავია :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s