yes, its real

531862_4970469977433_851841030_n

ჩემთვისაც და ალბათ შენთვისაც მკითხველო ედრესის მაღაზიათა ქსელი და მასში შემავალი ახალგაზრდული და პოპულარული ბრენდები (Celio – პეკინის 5, Tom Tailor- პეკინის 5, Etam – პეკინის 5 და ჭავჭავაძის 16
1.2.3- პეკინის 11, DPAM – ჭავჭავაძის 12, Gerry Weber და Promod – პეკინის 5.) კარგად ნაცნობია.
დღეს ედრესი 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამ წლების განმავლობაში მაღაზიათა ქსელი გაფართოვდა და ქართულ ბაზარზე საკუთარი (ახალგაზრდული, თანამედროვე, დახვეწილი , კლასიკური , ელეგანტური) ნიშა დაიკავა. დღესდღეობით მაღაზიათა ქსელს თითქმის ყველანაირი მოთხოვნის და გემოვნების მომხმარებლის დაკმაყოფილება შეუძლია.
155479_4970470257440_1101804571_n

დღევანდელი დღის პირველი ნახევარი ედრესის ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მაღაზიაში “ეტამში” გავატარე რათა თქვენთვის ფოტო და ვიდეო მასალა შემეგროვებინა ადრესის უპრეცედენტო, მართლაც გამაოგნებელი აქციის შესახებ. უკვე დაინტერესდი რაშია საქმე? მაღაზიათა ქსელი 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავის ერთგულ მომხმარებელს საოცარ სიურპრიზს სთავაზობს. მხოლოდ ათი დღის განმავლობაში:

12.12.12-დეკემბრიდან 21.12.12-დეკემბრამდე

ქსელის ყოველი მეხუთე კლიენტი ნებისმიერი რაოდენობის ნავაჭრში(ლიმიტი ათასი ლარი) მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდის.
აქციაში ედრესის ქსელის მხოლოდ ორი მაღაზია Promod და Gerry Weber არ იღებს მონაწილეობას.

გუშინდელი დღიდან, როგორც კი “facebook”-ზე ამ აქციის ივენთი დაშეარდა, მოსაზრებებმა აქციის წარუმატებლობის და გაუმართლებლობის შესახებ არ დააყოვნა. დაიწყო მარჩიელობა, ნამდვილად შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო საქართველოში, თუ ყველფერი პიარის ფარგლებში ჩატარებული, ფარსი მარკეტინგული გათვლა იქნებოდა. ხოდა ყველას, ვისაც კიდევ ეჭვი გეპარებათ: გადახედეთ ქვემოთ ატვირთულ ფოტო და ვიდეო მასალას, რამდენიმე იღბლიანმა მეხუთე მომხმარებელმა ჩემს თვალწინ დაიბრუნა საკუთარი თანხა და შენაძენი სახლში მხოლოდ ერთ ლარად წაიღო.

პ.ს. ხვალ და ზეგ არა, მაგრამ აქციის ბოლო დღეს ბედს მეც გამოვცდი-ეტამში უკვე ავარჩიე ჩემი საკბილო.
432306_4970469937432_1462313201_n

ირინამ ვერ გადაწყვიტა საღამური შარვლის ყიდვა რომელიც ასევე ძალიან მოსწონდა, ამიტომაც გული დაწყდა მხოლოდ თეთრეულის კომპლექტი რომ მოიგო. ნახეთ ვიდეო

ირინამ ვერ გადაწყვიტა საღამური შარვლის ყიდვა რომელიც ასევე ძალიან მოსწონდა, ამიტომაც გული დაწყდა მხოლოდ თეთრეულის კომპლექტი რომ მოიგო. ნახეთ ვიდეო

ინგა მეორედაც შემობრუნდა მაღაზიაში რათა ნაყიდი ღამის სამოსისთვის ფეხსაცმელი შეერჩია, და გამარჯვებულიც გახდა...

ინგა მეორედაც შემობრუნდა მაღაზიაში რათა ნაყიდი ღამის სამოსისთვის ფეხსაცმელი შეერჩია, და გამარჯვებულიც გახდა…ნახეთ ვიდეო



როგორც კი გავიგე რომ მეზობლად celio-ში გვყავდა გამარჯვებული სასწრაფოდ აქეთ გადმოვინაცვლე და მისი დაფიქსირებაც მოვახერხე. ნახეთ ვიდეო

როგორც კი გავიგე რომ მეზობლად celio-ში გვყავდა გამარჯვებული სასწრაფოდ აქეთ გადმოვინაცვლე და მისი დაფიქსირებაც მოვახერხე. ნახეთ ვიდეო


21 thoughts on “yes, its real

  1. უნდა შეიკრიბოს 5 კაცი – 4-მა იყიდოს რამე ძაან იაფიანი და იმ მეხუთემ ძვირიანი და მორჩა.
    სიმფლ ას 1, 2, 3…🙂

    • ამ შემთხვევაში ცოტა რთულია, რადგან მაინც ქსელია და სანამ ეს 4 გაატარებს თავის ნავაჭრს, შეიძლება სხვა მაღაზიაში მივიდეს ვიღაც და ის აღმოჩნდეს მეხუთე😀 თუმცა მაინც სწორი ტაქტიკაა ეს, მეც ვფიქრობ მაგ იდეაზე, თან ისეთი დრო უდნა შეარჩიო, რომ ნაკლები ხალხი შედიოდეს და🙂

    • ეგ აზრი ბევრს მოუვიდა თავში, მაგრამ ვინაიდან აქცია ერთ მაღაზიაში კი არა, ქსელში მოქმედებს(5 მაღაზია) წინასწარ ვერ განსაზღვრავ ვინ იქნება მეხუთე იღბლიანი, მყიდველზე მეტად მე მიხაროდა მოგებული ჩეკის ამოსვლა, გეფიცები, ხალხს სამასი და 400 ლარის საქონელი ლარად მიაქვს სახლში და რეაქციაც არ აქვს (ზოგიერთს რა თქმა უნდა)

  2. არა, მართლა ეგრე იქნება, მარტივი ტაქტიკაა…
    ერთი იაპონელები ვიცი ეგეთ რაღაცებში რომ ბედს ენდობიან ^^
    სავაჭრო ცენტრი (არა, ჩვენთან რომაა ისეთები არ ითვლება, უფრო მაშტაბური), მემილიონე კლიენტს ჩუქნიდა მანქანას.
    ბოლო რამდენიმე კლიენტს ითვლიდნენ უკვე ადმინისტრაციაში და რა თქმა უნდა მხოლოდ ქართველმა იკითხა, და ეხლა მოლარემ რომ უთხრას თავის ნაცნობს, რომ ცოტაღა დარჩა მილიონამდე და მოაგებინოსო…
    ….თუმცა იაპონელისთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა ეთქვა ამას თავისი ნაცნობისთის, ისედაც ხომ მოვა ვინმე მემილიონეო…. ^^

    • ჰო, ქართველები ყოველთვის იმას ვცდილობთ, რომ რამე “გავიჩალიჩოთ”😀 ბედს არაფერში ვენდობით.

      • ბედს უნდა წაეხმარო ზოგჯერ🙂
        თორემ იმ ღვთისმორწმუნე ადამიანივით გამოგვივა, რომ იხრჩობოდა და არც ნავში ჩაჯდა, არც ტივზე აბობღდა, ბოლოს ხის ნაჭერმა ჩამოუარა და არც იმას ჩაეჭიდა, მერე რომ დაიხრჩო ღმერთი საყვედურებით აავსო – რატომ არ გადამარჩინეო, ტყუილად ვლოცულობდი და მწამდა შენიო… იმან კიდე – შე შტერო აბა ის ნავი და რამე-რუმეები ვინ გამოგიგზავნაო…🙂

    • ზუსტად, აი კონსულტანტი რომ აუხსნიდა აქციის წესებს მომხმარებელს პირველი კითხვა ეს იყო-როგორ მივხვდე რომ მეხუთე ვარ? რამის მე მეთქვა ეგ რომ ვიცოდე აქ ვარ ნნახევარი დღე და ერთი სამასი ოთხასი ლარის სამოსს გავაყოლებდი ხელს, ერთ ლარად მეთქი.

    • ხალხს სამასი და 400 ლარის საქონელი ლარად მიაქვს სახლში და რეაქციაც არ აქვს

      არაა ეგ უცნაური.
      აქცია გადასარევია და ყველანაირ აქციებს მივესალმები, მაგრამ წახალისების ის მეთოდი, სადაც კლიენტი თავადაა აქტიურად ჩაბმული უფრო მომწონს.
      მაგალითად ყველაზე მარტივია თითქოს ლატარეა რაღაც შენაძენზე. მაგრამ ამ დროს კლიენტი თავად ირჩევს როგორ დააგროვოს საჭირო თანხა და რამდენი ბილეთი უნდა აირჩიოს. ან კიდევ უფრო მარტივი – ბანალური ფასდაკლება რაღაც რაოდენობა ან ტიპის საქონლის ყიდვისას, – წესი, რომელიც ცნობილია კლიენტისთვის და ის თავად გეგმავს და ითვლის რა იყიდოს, რამდენად… მოკლედ, ქმნის კალათას, რომ მერე მიიღოს რაღაც უკვე ფასდაკლებით…
      რა თქმა უნდა გადასარევია, როცა უცებ გაგიმართლებს, მაგრამ ვითომ რომ გაქვს არჩევანი ან გათვლის საშუალება გაქვს – მოკლედ როდესაც გექმნება ილუზია, რომ ეს კი არ გაგიმართლა ისე, როგორც ნებისმიერ “იდიოტს” შეიძლებოდა ეგრე გამართლებოდა, არამედ შენ თავად რაღაც იჩალიჩე განსაკუთრებული და მაგარი ჭკვიანური, იმისთვის რომ გენახა სარგებელი… თუნდაც ეს იყოს სრული ილუზია… მაინც მუშაობს და გამახსოვრდება.
      მოკლედ კლიენტი და მაღაზია ხდებიან ასეთ დროს ვითომ პარტნიორები.🙂
      ნუ მოგების სტრესი და კიდევ ათასი ქვეცნობიერი ფაქტორებია პლუს… რაც ზოგს დისკომფორტს უქმნის.
      რამდენი დევწერე😦

      • ნწუ, ადამიანთა უმრავლესობას მოსწონს საკუთარი სიდებილის შეგრძნება და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ^^
        არამგონია ვინმეს გააზრრებულად მაგაზე ეფიქრა ^^

      • აუ კაი რა, რა სიდებილის შეგრძნება. იქ ვარ და ზოგიერთი მუდო არსების გარდა ყველას ძალიან უხარია.

        რატომ უნდა იგრძნო თავი დებილად როდესაც რამეს იგებ? ნუ მაშინ ნეტა მეც ვიგრძნო ეგ სიდებილე

      • კი დაწერე ბევრი და შეიძლება სიმართლეც, მაგრამ აბა წარმოიდგინე მაღაზიაში შედიხარ, ირჩევ სასურველ სამოსს(ძვირადღირებულს) , აწვდი ფულს, ან საკრედიტო ბარათს მოლარეს და მომგებიანი ჩეკის ამორტყმის შემდეგ უკან გიბრუნდება მთლიანი თანხა და მხოლოდ ერთ ლარს გთხოვენ შენაძენსი, წარმოდგენაც კი უკიდეგანოდ მახარებ-რა თქმა უნდა მეც ვცდი ბედ-მასეთ თანხებზე ვერ გავქაჩავ მაგრამ ასლარიანი სამეულიც რომ მოვიგო უბედნიერესი ვიქნები. ვგიჟდები ფასდაკლებებზე, აქციებზე, და განსაკუთრებით მოგებებზე-თუმცა არასოდეს არაფერი არ მომიგია.:)

  3. ნწუ დებილად გრძნობ თქვს- თქო ეგ არ მითქვამს🙂
    მარა როგორცაა.
    მოკლედ, ვულოცავ ყველას ვინც მოიგო.🙂 და ბევრი იყოს ეგეთი აქციები.

    ისე კი ამაზონზე 75% აქცია იყო პალტოებზე. CK, MK, Kenneth Cole, Ralph Lauren და რამე. და ვინც არ გამაზა იმათაც ვულოცავ🙂

  4. აი აიიი აიიიი, ძალიან , ძალიან მაგარი აქციააა. რა მაგარია, როცა ჩანთიდან საფულეს იღებ და უცებ ასეთ რამეს გეუბნებიან :))))
    მიყვარს ძალიან ეტამი… ბევრ ასეთ მაგარ აქციას გისურვებთ..
    პ.ს. თამი რა საყვარელი ხმა გაქვს

    • აუ მე კიდე ძალიან ვინანე მაინც რომ ამომაღებინა ხმა იმ ქალბატონმა, სასაცილოდ ვწრიპინებ, მადლობა ნი

      • იმდენი იწუწუნა აუ ტელევიზორში უნდა გაუშვათოო და ეგეთები, ხმა რომ არ ამოგეღო და რომ არ დაგემშვიდებინა არ გამოდიოდა :))))))ტაკ შტო…😉

      • ხო თან ღადაობა ის იყო რომ მობილურით ვიღებდი-უნდა მეთქვა ტელევიზიიდან მობილურით არ გამომიშვებდნენნ მეთქი:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s