საახალწლო

არ გეგონოთ რომ რაიმე კარგს წაიკითხავთ ამ

 პოსტში, თუ ამის იმედად შემოხვედი ჯობია

ახლავე შეწყვიტო კითხვა.

მოგეხსენებათ ახალი წელი ახლოვდება,  დილაც საძაგლად  თბილისისთვის ჩვეული თოვლ-ჭყაპით დაიწყო. ალბათ უნდა შევეჩვიო ესეთ დილებს და ხალხის ბედნიერ სახეებს-ახალი წელი, ახალი წელი ხომ ყველას პირზე აკერია.  აი ახალი წელი მოვიდეს და მერე, ახალმა წელმა ჩაიაროს და მერე.  დღესასწაულებს რომ ვერ ვიტან ერთია, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი დღეები მაღიზიანებენ როდესაც ხალხი ჭამა-სმის, ლოთობის, ღრეობის და დროსტარების გარდა არაფერს აკეთებს. ამ დროს, უფრო მეტად   მეცოდებიან გაჭირვებულები, უსახლკაროები, პენსიონერები. მოკლედ ყველანი ვინც ამ საერთო ბედნიერების ნამცეცებსაც ვერ კენკავენ.

ორიოდე კვირა გავიდა რაც მარკეტში  საშინელი ფაქტის მოწმე გავხდი – უბრალო ვერ ვივიწყებ, თავიდან არ ამომდის. შეიძლება მე ვარ ძალიან ემოციური ან ეს ქვეყანა, თავის მობინადრეებიანად   უბრალოდ ერთი დიდი ნაგავია.

53-285_large

-არა უფრო ცოტა.
გამყიდველის ირონიული გამოხედვა დავიჭირე და გული მომეწურა.
-ამდენი?
-კი იყოს.
გამყიდველმა მოხუცს ყველის პატარა ნაჭერი მიაწოდა.
– 80 თეთრი-უთხრა უკმეხად. ჩქარობდა არასასურველი კლიენტის გაშვებას. სახეზე ირონია დასთამაშებდა, უცებ ჩემს გაყინულ და გაბოროტებულ მზერას წააწყდა, ჩემს თვალებში ამოიკითხა რასაც ვფიქრობდი.
-ყველაფერი ძვირდება, ცუდი ახალი წელი გველის. ჩაილაპარაკა ბოდიშის მოხდასავით. თუმცა მოხუცს პაწაწინა პარკი აეღო და კარებს მიღმა გაუჩინარებულიყო.

P.S.თვალებით და გაყინული მზერით კი არა, პირდაპირ და გამოწვლილვით უნდა მეთქვა რას ვფიქრობ მისნაირ არარაობებზე, ამდენხანს არ გამყვებოდა ჯავრი.

Advertisements

20 thoughts on “საახალწლო

  1. ვერ ვიტან დღესასწაულებს და არც ახალი წლის მოლოდინი მკლავს, არც სამზადისით ვიკლავ თავს, მაინც მოვა, სად წავა.ჩვენთან ყველაფერი კუჭის ზეიმამდეა დაყვანილი, ახალ წელს ხომ საერთოდ, ორკვირიანი ღრეობა!!! კაი ხანია განზე ვარ ამისგანაც და საახალწლო შოპინგისგანაც.

    • ხო და რაც უფრო მძაფრდება ფერხული მით მეტად მიპყრობს ნერვები

  2. არ მიყვარს დღესასწაულები… მით უფრო ახალი წელი… ჭამა-სმის მოყვარული მე არ ვარ და მეტი არც არაფერი ხდება მთელი იანვრის განმავლობაში…

    • ხო მაგრამ საჩუქრები და საახალწლო მორთულობები მიყვარს ძალიან დამავიწყდა პოსტში რომ აღმენიშნა.

      ვწყევლი და ვკრულავ, ვისაც ჯერ არს, რადგან ეკონომიის გამო ჯერ არ ანთებენ ილუმინაციებს.

    • მორთულობა ილუმინაციები და საჩუქრები მეც მიყვარს, უბრალოდ ჭამა-სმა -ღრეობა მძაგს. ბოლო აბზაცი ჩაიკითხე დაკვირვებით-მოხუცი 80 თეთრის ყველს ყიდულობდა, რადგან მეტი ფული არ ქონდა, გამყიდველი უხეშად მოექცა და მე გული მეტკინა.

  3. მე მიყვარს ახალი წელი.. მორთული სახლი, ნაძვის ხე და მთელი ქალაქი

  4. საერთოდ ადამიანებთან კონტაქტისგან თავს ვიკავებ ხოლმე, მითუმეტეს უცნებებისგან და ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულობის შენარჩუნებას ვახერხებ, მაგრამ მაგ შემთხვევაში მართლი ხარ, პირდაპირ უნდა მიგეხალა ყველაფერი რაც იმ წამს შენს გონებაში გაირბენდა(!) ^^

    • ხო მეც შენსავით ვიქცევი -მაგრამ ხანდახან უნდა ვუღალატო ერთ პრინციპს, რომ მეორე დავიცვა.

  5. გამყიდველი ამაზრზენად მოიქცა, ცხადია, მაგრამ ეს ახალი წლის ბრალი არ არის. სადაგ დღეებშიც არანაკლებ ამაზრზენად იქცევიან. სერვისი ჩვენი თანთია და დიდი ტკივილი.

    ახალი წელიც მიყვარს, საგანგებოდ დამზადებული გემრიელობებიც, საჩუქრებიც, დასვენებაც, ნაძვის ხეც და საახალწლო სატელევიზიო პროგრამაც.

    • რა თქმა უნდა გამყიდველი ასე საძაგლად შეიძლება ნებისმიერ დროს მოიქცეს-უბრალოდ პარალელი გავავლე, მოხუცს, რომელიც 80 თეთრის ყველს ყიდულობს და საზოგადოებას რომელიც 800 ლარს მინიმუმ ხარჯავს საახალწლო სუფრისთვის შორის.

      მე მარტო საჩუქრები და ილუმინაციები მიყვარს

      • გააჩნია 800 ლარის წყაროს, მოპარულის დახარჯვა, ცხადია, საზიზღრობაა. შრომით მოპოვებულის – ოდნავ სხვაა, არა?

      • აქცენტი სხვა რამეზე გავაკეთე, მე პირადად და შენც უდავოდ მართალი ხარ.

  6. მიყვარს ახალი წელი, ძალიან მიყვარს. სულ სხვანაირი განწყობა მაქვს ხოლმე. განსაკუთრებით კი წინასაახალწლო სამზადისი მიყვარს, თუ თოვს ხომ საერთოდ გადასარევია. სასუსნავიც მიყვარს, სუფრაც, წელს ჩემი გასაკეთებელია ყველაფერი და ესეც მახარებს. საჩუქრებიც, ნაძვის ხეც და ყველაფერი რაც ამ დღესასწაულთანაა კავშირში, დალევაც მიყვარს 🙂 🙂

    პრობლემა რომელიც პოსტში აღწერე, მართლა ძალიან აქტუალურია, სამწუხაროა ამაზე ფიქრი, თუმცა ეს მხოლოდ დღესასწაულის დღეებში არ იჩენს ხოლმე თავს, ბევრს არც სუფრის გაშლის ფული აქვს, არც გათბობის, არც მკურნალობის… სრულიად გაუგებარია როგორ შეიძლება ირონია გაგიჩნდეს ისეთ სიტუაციაში შენ რომ აღწერე.

    ჯონ ლენონის ეს სიმღერა და კლიპი გამახსენდა, მართალია აქ ომის საშინელებებზეა, მაგრამ იდეა ერთია, ასეთ დღეებში განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს ასეთი მტკივნეული საკითხები. სასწაულების იმედი მაქვს ხოლმე მაინც.

    • რა მშვენიერია ეს სიმღერა-ზუსტად მოუხდა პოსტის განწყობას, მადლობთ.

  7. სამწუხარო რეალობაა, რაც აღწერე. კარგი იქნებოდა თითოეულ ჩვენთაგანს ერთი გაჭირვებულისთვის მაინც მიეცა ცოტა რამ მაინც საახალწლო სუფრიდან, იქნებ აღარ ყოფილიყო ეს სამყარო ასეთ ნაგავში. თუმცა მე თავად არ ვაკეთებ ამას, სამწუხაროდ 😐

    • მე ყოველთვის ვაკეთებ, მუდმივად მაგრამ ზღვაში წვეთია ეს.

      • ჰოდა კარგია. შედარებითია ყველაფერი, მთელი საზოგადოების ფონზე შეიძლება ზღვაში წვეთი იყოს, მაგრამ თუკი ერთ ადამიანს მაინც გაულამაზებ სიცოცხლის თუნდაც რამდენიმე წუთს, უკვე დიდი საქმეა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s