პიარის ტექნოლოგია

ჩემი ყველა ნაცნობი დარწმუნებულია, რომ ინტერესთა სფეროს

სივიწროვეს ანდა ჰობების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი.

ხოდა წარმოგიდგენთ ჩემი ახალი ინტერესის საგანს  –  პიარი.

ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტ სივრცე ავაწრიალე, უნივერსიტეტის კონსპექტებიც ამოვქექე და საფუძვლიანად გადავიმეორე დღევანდელი მენეჯმენტის და მარკეტინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა: პიარი და მისი ტექნოლოგიები.

არა, ეს პოსტი სულაც სხვა რამეზე, პიარის ტექნოლოგიების პირად ცხოვრებაში წარმატებით გადმონერგვაზეა.

ასე მაგალითად: ჩემი პატარა ბიჭუნა გაცივდა და ძალიან ახველებს. გულმოდგინედ ვთავაზობ წამალს და ფართოდ ვიღიმი.-უშედეგოდ.
-ალა!!! ამბობს მტკიცედ და კარადაში “იმალება”.(კარადას მინის კარი აქვს).  ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციაა, ძალით თუ დავალევინებ წამალს ცუდად დამთავრდება, ზუსტად ვიცი.

უცებ მახსენდება პიარი.
-დანი, მოდი.  აჰა, შენ წამალი.  (ვითომ დალიე და ძალიან მოგეწონა) ჩავჩურჩულე ბოლო ფრაზა.
დანიმ  “ვითომ”  დალია წამალი და მოჰყვა აფერისტულ კრუტუნს:
-რა გემრიელია, კიდევ მინდა.
-აი, შენ კიდევ.
-რა კარგიააა,  კიდევ მინდა.

ამის შემხედვარე,  თქვენი აზრით როგორ მოიქცა პატარა?
გამოძვრა სამალავიდან,  წინ აგვეტუზა და:
-მინდა მე, მომე ლა…
და პირი მორჩილად დააღო.

აი რეკლამის, თუ პიარის, თუ რაც გინდათ ის დაარქვით- იმის ძალა.

და სხვათაშორის სულზე მომისწრო დიოგენეს საჩუქარმა. დანიელ უილკოქსის და გლენ კამერონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო, მშვენიერი შენაძენია თუ დაინტერესებული ხარ პიარის სტრატეგიით და ტაქტიკით. ერთი მაგალითი ნათლად წარმოვადგინე ამ პოსტში, ცხოვრებაშიც როგორ ჭრის ამ წიგნში მოყვანილი ბრძნული ხერხები.

Photo0073

12 thoughts on “პიარის ტექნოლოგია

  1. dzalian sainteresoa piari mec miyvars. 1 semestri vswavlobdi marto samwuxarod, magram safudzvlebis sheswavla movaxerxe. isejurnalistikas da piars bevri saerto aqvs ara taam?🙂

    • მეც ერთი სემესტრი ვსწავლობდი და ეს ძალიან ცოტაა. შეიძლება სხვას სხვა აზრი ჰქონდეს , მაგრამ მე ვთვლი რომ არა მარტო ჟურნალისტიკაში, არამედ ყველა სფეროში აუცილებელია პიარის სწორად გამოყენება.

  2. ძალიან საინტერესო წიგნია… ურიგო არ იქნება, თუ სასწავლო პროცესში ჩართავენ და მხოლოდ კოტლერის იმედად არ ვიქნებით🙂

  3. ეგ რეკლამაა🙂

    ჩემს შემთხვევაში ბევრად მარტივი იყო – მეტყოდნენ – არ გაბედო ამ წამლის დალევაო და ეგრევე ვსვამდი.🙂

    ისე, ერთმა გოგომ ამერიკაში გამოიყენა შენი მეთოდი ამასწინებზე და ჯვარს აცვეს მერე🙂

    • ესე იგი შავი პიარის მსხვერპლი იყავი??? იმედია მეც არ გამაკრავენ ჯვარზე:დ ბევრი ვიცინე

  4. ეგ უფრო რეკლამაა ვიდრე პიარი🙂

    ახლახან დავასრულე პიარ სკოლაში პიარის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი. ფრიად კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგით და ცოდნით. შენც გირჩევ. ეს წიგნი ბოლო 6 თვეა ჩემი სამაგიდო წიგნია. ყოველდღიურად ვიქექები ვკითხულობ ვუბრუნდები უკან განვლილ თავებს. ფინიშში ჯერ ვერ გავედი. ქართული რეალობისთვის ბევრი განხილული თემა არაა ადექვატური. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კარგი სახელმძღვანელოა.

    • იმდენად დავინტერესდი რომ კურსებსაც გავივლი პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში.
      სახელმძღვანელო ნამდვილად არაჩვეულებრივია-მც ხშირად ვიქექები ხოლმე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s