მეურვე

რა თქმა უნდა ეს სიტყვა ყველას გაუგია, ერთი ჩვეულებრივი და რიგითი სიტყვაა, ოღონდ ამ სიტყვას ამოფარებული სიტუაციები, ადამიანები და ისტორიებია მრავალფეროვანი.

რამდენიმე ხნის წინ ერთი ისტორიის უნებური, უტყვი მოწმე გავხდი, რაც არ არის სასიამოვნო თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს და იმასაც, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

ხანდახან ბოროტ ადამიანებს მზაკვრული გეგმები მოსდით თავში, უსუსური და უმწეო ადამიანით მანიპულირება ადვილია, არც მის ხარჯზე ცხოვრებაა ცუდი და ბოლოს, პატარა ბინით პრესტიჟულ უბანში, პირის ჩატკბარუნებაა- უანგარო სიკეთისა და ზღვარგადასული ქველმოქმედების დამსახურებული ჯილდო.

DSCN4974

ხო, ერთ მოხუც ქალზე გიყვები ჩემს მეზობლად, რომ ცხოვრობს. პატარა, დანგრეულ, ჭუჭყიან და გაყინულ თაგვის სოროში (ისე 35კვ.სმ თაგვის სოროც, კარგა გვარიან თანხებს ნიშნავს-მდებარეობის და გამო). ქალს ძალიან სასაცილო მეტსახელი, სოციალურად დაუცველის სტატუსი და სულიერად ავადმყოფის იარლიყი აქვს.
და კიდევ მეურვეც ჰყავს.

თავის თავს კარგა ხანია მეურვეს ეძახის. დეპრესიების და შაკიკების მიუხედავად, მაინც მხნედ გამოიყურება. სამეურვეოს საბუთებს დიდი ხანია დაეპატრონა, პენსიას და სუციალური დახმარებას თავად განაგებს, თავისებურად უვლის კიდეც ავადმყოფს -ოღონდ ამ უკანასკნელის სახლიდან მუდამ ნაგვის და ჭუჭყის მძაფრი სუნი გამოდის.

ამ ყველაფრის მიუხედავად მთელს სამეზობლოს ყური გვაქვს მოჭრილი: როგორ უვლის ავადმყოფს, აჭმევს, ბანს, გამათბობელიც უყიდა (თუმცა ბინაში შესულს ატირებამდე საშინელი სიტუაცია დამხვდა. ნაგავი, ჭუჭყი და ბალიშის და საბნის გარეშე, ვიწრო საწოლში გაშოტილი, აკანკალებული ჩია ქალი. რასაკვირველია არც გამათბობელი იყო სადმე, შეკითხვაზე კი ურცხვი პასუხი: “ამას გათბობა რაში სჭირდებაო”.) ყოველ შემთხვევაში, როცა ვუსმენ მის საგმირო საქმეთა ჩამონათვალს მგონია, რომ ანგელოზთან მაქვს საქმე.

ბოროტ
ანგარებიან
მზაკვარ
მატყუარა ანგელოზთან.
საუბარში (რა შუაში იყო არ ვიცი)უკმეხად მომახალა მეურვე მე ვარ და ბინაც ჩემია, მეურვეს დარჩებაო)

რატომ გამიკვირდა?!
რატომ განვიცდი?!

მეცოდება საწყალი და უპატრონო,
შეურაცხადი.

Advertisements

15 thoughts on “მეურვე

    • ამჟამად ვცდილობ ამ ქალს მოვუნახო თავშესაფარი სადაც მიხედავენ და მოუვლიან, საცოდაობაა მეურვის ხელში დატოვება, შეიძლება ზამთარში გაიყინოს კიდეც.

      • მეურვეს ვერაფერს დავუშავებ, მაგრამ მოხუცს ნამდვილად რამე უნდა ვუშველო.
        ყველაზე ცუდი, თუ სასაცილო, თუ ირონია თუ რა დავარქვა არ ვიცი პოსტში არ დამიწერია.

      • მოლის ვეთანხმები, ამ ქალისთვის თავშესაფრის პოვნა თუ უკეთესი პირობები ერთია, მაგრამ მგონი ის ქალი აუცილებლად უნდა დაისაჯოს!

  1. არ გინდა კომპეტენტურ ორგანოს, კომპეტენტური დასაბუტებით საჭირო წერილი მისწერო ამის თაობაზე? ^^

    თუმცა შედეგი არ იქნება კარგი სულ უმეურვოდ დარჩენა თუ მოუწევს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s