კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის

წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა დაჯდე და საკუთარ თავს სერიოზულად დაელაპარაკო. განიხილო რა იყო გასული წლის მინუსები და პლიუსები. რა გინდა მომავალ წელს გააკეთო.
და მსგავსი დებილობები, რადგან კაცი რომ ბჭობს ღმერთი გულიანად იცინის.
მაგრამ იქნებ.. ან ალბათ… თუ როგორცააა.

იანვარი: ჩემი ბლოგუნიას დაბადება ზუსტად პირველ იანვარს blogger.com-ზე, ამ ფაქტმა მთელი წელი შეცვალა.
(აღვადგინე ბავშვობის ჩვეულება და პირდაპირ,
ირიბად და ხანაც გამოკვეთილად,
ყველაფერს ვწერდი,
ემოციებისგან ვიცლებოდი,
თუმცა თავს უკეთ მაინც ვერ ვგრძნობდი).

თებერვალი მენატრებოდა მშობლები და დები, მეცოდებოდა გაჭირვებულები
და ვცდილობდი სასოწარკვეთილებისგან თავი დამეცვა.

მარტი– ბევრს ვფიქრობდი ცხოვრების ამაოების შესახებ და სამკაულების დამზადებით ვებრძოდი მოძალებულ უხასიათობას.

აპრილი– შემისრულდა 25 წელი და ვცდილობდი გეგმის შემუშავებას როგორ უკუმეგდო მწუხარება

მაისიგავაცნობიერე საკუთარი არარაობა.

ივნისი გავეხვიე კვამლში– და მოლოდინში

ივლისი– უპირობოდ ბედნიერი, წმინდა მიწაზე. ამ პერიოდიდან იმას ვნანობ, რომ ბლოგ დღიურები არ დავწერე ფოტოებით. ეს იქნებოდა მთელი წლის განმავლობაში ყველაზე დადებითი, ბედნიერებით დამუხტული პოსტები.

აგვისტორაღაც მემართებოდა

სექტემბერი – ბევრს ვფიქრობდი შორეულ ქვეყანაზე და ერთ ადამიანზე. ალბათ როგორ ენატრებოდა ქალი და სურნელი.

ოქტომბერიმენატრებოდა, ჩემი უუნარობა მაცოფებდა და ფსიქიკური მდგომარეობა მაეჭვებდა

ნოემბერი– ნოსტალგია მეძალებოდა, წარსული მენატრებოდა და ვფიქრობდი

დეკემბერი– ცოტა წავიმუშავე სასიამოვნო გარემოში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად.

გასულ წელს ძალიან შევიცვალე
(თანდათანობით ხდებოდა რა თქმა უნდა)
არ მომწონს რომ ჩემი მხიარული, კეთილმოსურნე და სიცოცხლის მოყვარული თავი დავკარგე, ფსიქოემოციური მდგომარეობაც მაშფოთებს.

მოკლედ ყველაფერი ცუდი ძველ წელს დავუტოვე
მომავალ წელს მხიარული და ბედნიერი მინდა ვიყო…
უნდა ვიყო…
ჩემი შვილების გამო მაინც.

Advertisements

13 thoughts on “კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის

  1. იცი, წავიკითხე ეს პოსტი და კიდევ კარგი, ბოლოს მაინც შეიმჩნეოდა პოზიტიური განწყობა.
    უბრალოდ, ეს პოსტი სულაც არ მეჩვენება ოპტიმისტურად, გეტყვი რატომ.
    გასულ წელს, როგორც ვხედავ ნეგატივი მეტი იყო, ვიდრე პოზიტივი. მაგრამ ყოველ შენ მიერ ჩამოთვლილ თვეს, მჯერა, რომ ერთი პატარა პოზიტივი მაინც მოხდებოდა, სწორედ ეს პოზიტივი, ნეგატივის ქვეშ, პოსტს ძალიან შეავსებდა და შენი მოტივატორის როლს შეასრულებდა.
    გახსოვს ის დღე, ბევრი რომ ვისეირნეთ? ბევრი ვილაპარაკეთ, მართალია ბავშვი თითქმის მთელი გზა ხელში გყავდა, მაგრამ ძალიან ლამაზი და თბილი დღე იყო.
    ის დღე თუ გახსოვს, მოგზაურობიდან დაბრუნებული, მეიდანზე რომ შეგხვდი, შენ რომ ერთი დიდი პარკი საჩუქრები მომიტანე? მანქანაშივე გავხსენი, სახლამდე ვერ მოვითმინე და შენი ნაჩუქარი კაბა (ვერც კი ვხვდები რატომ) დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი ტანსაცმელია (იმათ შორის რაც მაქვს)
    გახსოვს, შენი წიგნები ბოლოს და ბოლოს რომ დაგიბრუნე და მართალია 2 წუთით, მაგრამ მაინც რომ გნახე? გულწრფელად იღიმებოდი, ვიცი შენც ისევე გაგახარა ჩემმა ნახვამ, როგორც მე შენმა.

    ჰოდა, ეს ის მცირე პოზიტივია შენი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემი თვალით შევძელი მენახა, თუ გონებას დაძაბავ, სხვა ადამიანებთან დაკავშირებულ ასეთ 1000 პოზიტივს გაიხსენებ. ჰოდა, სწორედ ეს იქნება შენი პირველი პროგრესის, უკეთესობისა და ბედნიერებისთვის ბრძოლის წყურვილის მომგვრელი.
    არ გეგონოს შორიდან და ზედაპირულად ვუყურებდე პრობლემებს, მე თვითონაც ვიცი, რამდენად რთულია კარგის დანახვა, როცა ცუდი თავისთავად აეწებება ხოლმე თვალებს და გონებას.
    ამიტომ, სადაც ცუდს გაიხსენებ, იქ კარგიც ეცადე გაიხსენო, თუნდაც ბევრად პატარა და დამიჯერე, შენ იქნები ბედნიერი, ოღონდ ნუ გადადებ ამას ხვალისთვის, მომავალი წლისთვის ან მომავალი საუკუნისთვის.

    დამდეგ ახალ წელს გილოცავ, ძალიან მიყვარხარ ❤

    • ეგ ყველა დრე კარგად მასოვს და ნამდვილად მშვენიერი იყო. ერთი ცუდი თვისება მაქვს რასაც ბოლო უნდა მოვუღო: ცუდს უფრო ვიმახსოვრებ ვიდრე კარგს. ეხლა ყველაფერი სეეიცვლება: ცუდს დავიკიდებ და კარგად ვიქნები.

      სინამდვილეში მართალი ხარ. იმდენი კარგი რამე მოხდა, ჩემს ცხოვრებაში და მე მარტო ცუდს ვუსმევ ხაზს.

      გამოვასწორებ, ეს არის მომავალი წლის მიზანი.

    • ბევრი გამაღიმა შენმა მინი პოსტმა, ყველამ ესე უნდა დამიწეროს დაწვრილებით რომ მივხდე ბედნიერი ვარ<3 მადლობა მარტო<3

  2. სიმართლე გითხრა მოკლე კომენტარის დაწერას გიპირებდი… მომეწონა, კარგი იყო ან რაიმე მსგავსი… მერე ეს დიდი კომენტარი შევნიშნე და გადავიფიქრე,,,
    მოკლედ არ მიცნობ და არ გიცნობ… (ეს მხოლოდ ერთი გარეგნულად)
    მაგრამ სიმართლე გითხრა მომწონს შენი არსებობა… შენი პოსტების კითხვაც მომწონს.. და ვგიჯდები, როცა შენ კომენტარს ან ლაიქს ვნახულობ ჩემს ბლოგზე.. (ეს ისე უბრალოდ 🙂 ) მოკლედ მე ვთვლი რომ არა ჩვეულებრივი ხარ… ეს კიდევ გადასარევია… :)))
    აბდაუბდა კომენტარი გამოვიდა.. 🙂 უბრალოდ წარმატების სურვება მინდოდა. და კიდევ ბედნიერების, ბედნიერი წუთების, წამების და საათების.. 🙂 )

    • შენ გაიხარე როგოც ეხლა მე გამაღიმე და სასიამოვნო გრძნობა ჩამეღვარა გულში. უღრმესი მადლობა.

      ასეთი თბილი სიტყვებისთვის ნამდვილად ღირს გიხაროდეს ცხოვრება, მადლობთ

  3. adamianebi daatusage am sheni sevdita da mcuxarebit, magram me mixaria, erti adamiani mainc dadis am kvekanaze, romelsac bevri emocia sheudzlia hkondes… ecodebodes, ikos deda, enatrebodes, ukvardes, suli exlichebodes, moirgos kargi colis amplua, cerdes tavis emociebze, uxarodes, ikos bednieri, ikos ubeduri, bezrdebodes, sukdebodes ,xdebodes, sxva ber ramesac xvdebodes, tan mushaobdes da praktikasac idzendes, mgoni shen ertaderti adamiani xar vinc amdeni ramis shegrdzneba ert celicadshi moascro.. kochag shen! :* mixaria rom aseti da mkavs .. ^_^ p.s. kinagam daamavickda metkva, mteli clis ganmavlobashi shens sayvarel sakmianobebsac eceodi rogorc maxsovs, fb gaaukme da dro kitxvistvis ceristvos daa ksovistvis gamonaxe..
    p.s. 2) da am yvelafertan ertad sakureebsac xom aketebdi ulamazesebs??? vis kavs chemnairiii emociebit datvirtuli da msoplioshi? ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s