Archive | იანვარი 2013

აქ ყველა უდანაშაულოა

brook wos here,

and so red

უდანაშაულოსთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობა…

დღეები…
თვეები, წლები…

ფიქრები, აზრები, ადამიანები…

დამნაშავენი და უდანაშაულონი.

მამათმავლები. Continue reading

კონტრაცეპტივები და აბორტები

მართალია ექიმებთან სიარული არავის უყვარს, მაგრამ ხანდახან აუცილებელი და გადაუდებელიც კია დრული გამოკვლევების ჩატარება. მეც დიდხანს ვითრევდი ფეხს მაგრამ გინეკოლოგთან ვიზიტს ვერ გავექეცი და მთელი ნახევარი დღე ავადსახსენებელ კლინიკაში გავატარე.

რადგანაც ჩემს გამოკვლევებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მთელი სამი საათის გატარება მომიწია კლინიკაში, მიხვდებით ალბათ ამ სამი საათიდან საათნახევარი რიგში დგომამ რომ წამართვა. მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ის, რის გამოც კლინიკიდან დათრგუნული და განადგურებული წამოვედი. არა, ჩემს ჯანმრთელობასაც საფრთხე არ ემუქება, საქმე უფრო მასშტაბურ და გლობალურ პრობლემას ეხება. რატომღაც არ მეგონა, რომ აბორტი და შემთხვევითი ორსულობები ისევ რიგით პირველი პრობლემა იქნებოდა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ ერთ საცოდავ კლინიკაში “ათიოდე” ქალმა თუ მოიყარა თავი, (მთელი საქართველოს მასშტაბით რა იქნება) რომლებსაც შემთხვევით კონტრაცეპტივის დალევა დაავიწყდა, პრეზერვატივი საჭირო დროს და საჭირო ადგილას არ აღმოჩნდა (ისე საინტერესოა, შენ თუ არ იზრუნე ამაზე თვითონ ხომ არ მოფრინდება?!), ან უბრალოდ ბოლო ციკლიდან 2,5 თვე ისე გავიდა, რომ ვერც ტესტი გაიკეთა ან არ მიუქცევია ყურადღება, რომ ციკლი უბრალოდ შეწყდა, ხოლო მის მეუღლეს მესამე შვილის გაგონებაც არ სურს და მორჩილი ბოჩოლასავით გაემართა აბორტის გასაკეთებლად. მოკლედ ათივე ისტორიის მოყოლით არ შეგაწყენთ თავს, თუ ექოსკოპიის კაბინეტის წინ გვარიან დროს დაჰყოფ დარწმუნებული ვარ საკუთარი ყურითაც ბევრს მოისმენ.

ცხოვრებაში რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება, მაგრამ ინტენსიური ხასიათი ხომ არ უნდა მიეცეს იმ უყურადღებობას და უპასუხისმგებლობას, რასაც შემდეგ პრობლემებისგან თავის არიდება(აბორტი) მოჰყვება. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ შოკში ჩამაგდო, როცა უსირცხვილოდ გამოაცხადა მეთორმეტე აბორტს ვიკეთებო. აქ უკვე ბოღმა შემომაწვა და ვკითხე კონტრაცეპტივებზე, თავის დაცვის უამრავ საშუალებაზე რატომ ამბობდა უარს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვეში ერთი აბორტი უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ათი შეკვრა პრეზერვატივი. თურმე მის პარტნიორს არ სიამოვნებს სექსი პრეზერვატივით. ამიტომ ამ უკანასკნელმა თითქმის ყოველთვე აბორტის გასაკეთებლად უნდა იაროს.

577878_329909993741542_1278720577_n
ვფიქრობ ყველამ უნდა ნახოს რას უშვებიან ნაყოფს ამ დროს.

ოხ, აღარ გავაგრძელებ. ძალიან ცუდი რომ თვალებს ვიბრმავებთ და ყურებს ვიყრუებთ. ხოლო აბორტის გასაკეთებლად კი კვლავ რიგები დგას თურმე.

ამ პოსტს თუ თვალს გადაავლებთ ნახავთ რამდენი სახეობის კონტრაცეპტივი არსებობს დედამიწის ზურგზე და იმედია თქვენთვის შესაფერისს აღმოაჩენთ ოდესმე!!!

კინოექსპრესიონიზმი

ექსპრესიონიზმი როგორც ხელოვნების მიმდინარეობა 1910-194 წლებში გერმანიაში პირველ მსოფლიო ომამდე ჩაისახა. თავიდან ექსპრესიონიზმი, როგორც ხელოვნების მიმდინარეობა არ სცნეს და ერთ ხანს ოფიციალურადაც აკრძალეს, რადგან ერთგვარ პროტესტსაც წარმოადგენდა. მათი შემოქმედებითი კრედო უარყოფდა ნატურალიზმს და იმპრესიონიზმს.

საწყის ეტაპზე ექსპრესიონისტები ერთსულოვანნი იყვნენ და 1909 წელს გაერთიანებაც შექმნეს “ახალი კლუბი”, მაგრამ ბერლინში გამოსულმა ჟურნალებმა “შტურმი” და “აქციონი” ისინი მემარჯვენე და მემარცხენე ექსპრესიონისტებად გააცალკევა. ერთი ჯგუფი , რომელიც ჟურნალ აქციონს მიეკედლა ხელმძღვანელობდა დევიზით: “ხელოვნება ხალხისთვის”. ხოლო “შტურმს” მიკედლებული მემარჯვენე ექსპრესიონისტებისთვის დევიზი იყო: “ხელოვნება ხელოვნებისთვის”.

ექსპრესიონიზმი იყო ერთგვარი განზოგადება. ნაწარმოებში წარმოდგენილი გმირი კონკრეტული პიროვნება კი არა, ზოგადად ადამიანი იყო.

Cabinet of Dr Caligari (Arpke)

კინომაც შეითვისა ეს მიმდინარეობა და 1920 წელს, ბერლინში შეიქმნა ფილმი “დოქტორ კალიგარის კაბინეტი”. ექიმი ფსიქიატრი მონუსხავს პაციენტს და ღამით უდანაშაულო ადამიანებს ახოცინებს. ეკრანზე უსწორმასწორო სახლები, ოკრობოკრო ქუჩები, ერთმანეთზე მიბჯენილი სახლები დ დახატული ხეები ჩანს. ამ პირობითობით სავსე დეკორაციულ ქუჩებში უცნაურად ჩაცმულ-გრიმიანი ადამიანები დადიან.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრესიონისტულ ფილმში უარყოფილია ბუნებრივი გარემო და ნატურალისტური ხედვა, წინა პლანზე კი სუბიექტური ხილვაა წარმოჩენილი – გასათვალისწინებელია, რომ ამ სუბიექტურად დახატულ გარემოს თავისი ალეგორიული დანიშნულებაც გააჩნდა. კარუსელის ტრიალში -ბედის ბორბალის ტრიალი იყო ნაგულისხმევი, კალიგარესა და ჩეზარეს სახით კი გერმანია თავისი ტირანიით და მკვლელით არის წარმოდგენილი.

ამავე პერიოდში გადაიღეს ფილმები “სინათლის ფიგურების კაბინეტი”(პაულ ლენი)

dr_mabuse
“დოქტორი მაბუზე, მოთამაშე”(ფრიც ლანგი). ნორბერტ ჯეკის ნოვველის პირველი ეკრანიზაცია, რომელმაც მაბუზე პოპულარულ პერსონაჟად და ტრილოგიის საწყისად აქცია.

Schreck
“ნოსფერატუ”(ფრიდრიხ მურნაუ) ჯონათან ჰარკერის ნოველის ეკრანიზაცია, ინსპირაციები დრაკულას თემაზე.

უნდა ითქვას რომ ექსპრესიონიზმი მსოფლიო კულტურაში გერმანული ქმნილებებითაა ცნობილი, საზღვარს იქეთ სუფთა ექსპრესიონისტული ფილმები არ იქმნებოდა, თუმცა ეს მიმართულება აიტაცეს რუსეთში, და ასევე საქართველოში.

როგორ იწყება სკანდალები

რა თქმა უნდა სკანდალის საწყისი ეტაპი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და ინდივიდუალურია. თუმცა ზოგჯერ მიზეზები ისეთი უმნიშვნელო და სასაცილოც კია-შედეგები კი საკმაოდ სერიოზული. ამ პოსტს ვწერ, რომ საკუთარ თავს შევახსენო (თან იქნებ სხვასაც შეგონებად გამოადგეს):

* ხანდახან თურმე დამნაშავე მხარე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
* მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი პატივისცემა, თავშეკავება ან თუნდაც მოთმინება გამოვიჩინოთ.
* მითუმეტეს რომ საქმე უბრალოდ ძალიან მარტივად იყო

მიზეზი
საქმე ერთი შეხედვით კომიკურია ტრაგედიამდე არ მისული. ერთ ჩვეულებრივ საღამოს ვატარებდი კომპიუტერთან, ფინჯანი ჩაით და პლედით, არაფერი გამორჩეული და განსაკუთრებული არ ხდებოდა. ამ დროს ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს ტელევიზორის ყურება მოუნდა და პულტის მოსაძებნად გამომიძახა( ყურადღება მიაქციეთ რომ ფაქტიურად ერთმა რიგითმა უმნიშვნელო წვრილმანმა გამოიწვია), რის გამოც გავბრაზდი და ვთხოვე თვითონ მოეძებნა სავარაუდოდ ტელევიზორის თავზე. თუმცა დაჟინებული მოთხოვნის გამო იძულებული გავხდი ავმდგარიყავი და მითითებულ ადგილზე “ნაპოვნი” პულტი გადამეცა, საკმაოდ უხეში სიტყვების ნაკადიც მოვაყოლე, რამაც ბუნებრივია დიდი კამათი გამოიწვია.

სიტუაციების აღწერით თავს არ შეგაწყენთ უბრალოდ სიმწრისგან გადავწყვიტე ჭურჭლის დალეწვა ,სხვათაშორის ძველით ახალი წელი დგებოდა და მაგიდაზე უხვად მოიძებნებოდა ძვირფას-ძვირფასი თეფშების ასორტიმენტი.

tumblr_mfiysaFg1u1qkr13wo1_400_large

შედეგი

ხელი დავავლე გამორჩეულად დიდ და მძიმე ბროლის ლანგარს, ის-ის იყო მეტლახზე დახეთქებას ვუპირებდი, რომ ხელი წაავლო გამოსართმევად (გასატეხად დაენანა ალბათ) ამასობაში ლანგარი ხელში დამეფშვნა და მარცხენა ხელის სერიოზული დაზიანება მივიღე, სისხლი ნაკადულივით წამოვიდა, იმდენად შოკირებული ვიყავი ამდენი სისხლის და აუტანელი ტკივილს გამო, რომ იმ მომენტიდან მხოლოდ მეუღლის შეშინებული სახე და მის მიერვე ჩატარებული პირველადი დახმარება მახსოვს. გაბუჟებული ხელი, თეთრ მეტლახზე მოფენილი წითელი წვეთები და აუტანელი ტკივილი.


მიზანი


ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ სიტუაცია ჩემი პროვოცირებული იყო და ნამდვილად საკადრისი დავიმსახურე. იქნებ მომავალში გამომადგეს ეს ფაქტი (აქ ვწერ იმიტომ რომ არასოდეს დამავიწყდეს, მოგეხსენებათ მეხსიერება არ მივარგა) და მსგავს სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩნდე.
ღმერთმა დამსაჯაო , რომ ამბობენ ალბათ ეს არის.

მუსიკის ჰანგები…

სურნელებანი და მუსიკის ჰანგები…
აი, ორი რამ რითაც ვიმახსოვრებ ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდებს.

რა მახსენდება? სანთლის შუქზე გატარებული გრძელი საღამოები…

გაყინული ოთახები, თბილი გულები.
სანთლის შუქზე წაკითხული წიგნები.

ძალიან ძალიან ძველი პიანო
მუსიკის ჰანგები,
ჟღრიალა ნოტები,
მაგრამ მაინც სასიამოვნო.

-დე, მე რომ მიყვარს დაუკარი რა!

არასოდეს დაიზარებდა, მიუჯდებოდა პიანინოს,
და მხოლოდ ჩემთვის
ოთახი ამ მუსიკით ივსებოდა.
ბედნიერი ვიყავი,
ძალიან პატარა და ძალიან ბედნიერი.

ზოგჯერ დამსხვრეული ოცნებები

სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც განიცდის

გზებზე, ტროტუარებსა და პარკებში

სეირნობისას, ასევე ჩაიხანებში, რესტორნებში

და სახლში სადილობისას ფუსუნის შემხედვარე

ქემელი.

განგიცდიათ უკიდეგანო სიყვარული, უსაზღვრო მონატრება, ტკივილის შეგრძნება საკუთარი უძლურების გააზრებისას?

ერთი შეცდომა ცხოვრების დამღა გამხდარა და ბევრი, ბევრი წლების სულიერ და ფიზიკურ ტანჯვად ქცეულა?

გიმზერიათ საოცნებო ადამიანისთვის, მის გვერდზე მჯდარხართ, მისი სუნთქვისთვის გისმენიათ? და მისი შეხების, კოცნის, დაუფლების, შეგრძნების, მისით დატკბობის უფლება არ გქონიათ?

წლები წამებივით(წამებით) გასულა?

და ოცნების ასრულებისას ყველაფერი ისევ წყვდიადს დაუფარავს, სიყვარულს სიკვდილის მსხვრალი ხელი გადაჰფარებია, სამუდამოდ მარტო დარჩენილს ყველას გასაგონად ერთის თქმა გსურვებია?

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე”

შეიძლება ვერ მიხვდე წამებივით (წამებით) გასულ წლებში,
მასზე ოცნებაში,
მის ყურებაში იყო ცხოვრების ბედნიერება.

ბედნიერება იყო, რომ ეს იყო,
რომ მას იცნობდი,
რომ ის შენი იყო.

ეს უნდა იგრძნო.

Photo0209N

Photo0204K

Photo0206C

გოგონა, რომელმაც მომხიბლა

ამ სიტყვის უკან ხშირად უმწეო და პატარა

ბავში დგას. თუმცა გამონაკლისებიც

არსებობენ.

ესეც ასე. დამთავრდა გოგონას ისტორია. გოგონასი, რომელსაც დრაკონის ტატუ აქვს, რომელიც ცეცხლს ეთამაშება და რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

დიახ, ეს ლიზბეთ სალანდერია, რომელიც ცეცხლის არ იყოს სიკვდილსაც განუწყვეტლივ ეთამაშებოდა. ეთამაშებოდა თუ ებრძოდა?

მილენიუმის ბოლო ნაწილი სულმოუთქმელად წავიკითხე.

ძალიან მაინტრესებდა როგორ დამთავრდებოდა საგა, სადაც გოგონა უსამართლობის, უკანონობის, შეთქმულებების და ვინ იცის კიდევ, რამდენი “რამის” თუ “ვინმეს” მსხვერპლი იყო.

მას შემდეგ რაც ლიზბეთს პირველად შევხვდი მუდამ მაინტერესებდა მისი პიროვნება, მისი აზრები და ქმედებები. თუმცა ისტორიის დასასრულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ბოლო წიგნშიც უხვადაა მძაფრსიუჟეტიანი სცენები, სექსი და ძალადობა, იარაღი და გვამები. უსამართლობას კი საავადმყოფოში გამოკტილი, სამყაროს და ინტერნეტს დროებით მოწყვეტილი, თუმცა საიმედო მეგობრებით გარემოცული ლიზბეთ სალანდერი ებრძვის.


მაინტერესებდა

  • გადარჩება,  პატარა ჰაკერი გოგო, რომელიც ნახევრად მკვდარი დავტოვე  წიგნის მეორე ნაწილის დასასრულს?
  • დაამარცხებს ადამიანებს, რომლებმაც ბავშობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება დაუმახინჯეს?
  • შესძლებს გააქარწყლოს მისდამი წაყენებული, ზოგჯერ არცთუ უსაფუძვლო ბრალდებები?
  • დარჩება ფსიქოპათ, შეშლილ და ავადმყოფ გოგონად თუ ნორმალურ და ქმედუნარიან ადამიანად აღიარებენ?

და მისი პირადი ცხოვრება?
მილიონები, რომელსაც საყვარელი ადამიანის გარეშე ბედნიერება არ მოაქვს…
სექსი?
გასწორებული ანგარიშები?
დამარცხებული მტრები?

წიგნის კითხვისას თავში უამრავი კითხვის ნიშანი მიტრიალებდა , თუმცა ყველაფერი ნელ->ნელა თავის ადგილზე დადგა, ყველა კითხვის ნიშანი გაქრა. ერთის გარდა.

ეს არ არის ჩვეულებრივი “ჰეფი ენდი”.
თუ ვივარაუდებთ ავტორის მიერ წიგნში მოყვანილი ფრაზით:
“მეგობრობა სიყვარულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა”-ო, იქნებ დავასკვნა რომ ბევრი იმედგაცრუების და ტკივილის შემდეგ კალე და ლიზი, მეგობრული სექსით ხშირად დაკავდებიან.
ან არც კი…
მოკლედ ვარაუდებია.

Photo0179H</a543788_452467328152474_1896388882_n

Photo0171C