to do list

ამ პოსტმა შთამაგონა

თუ ცოტა დატვირთული დღე მელის აუცილებლად ვაკეთებ ჩამონათვალს თუ რას ვაპირებ და ა.შ. სხვაგვარად რაიმე მაინც დამავიწყდება, ჩემი მეხსიერების პატრონს. ხოდა ურიგო არ იქნება თუ მთელი წლის გეგმებსაც ჩამოვწერ და წლის ბოლოს შევაჯამებ რა გავაკეთე და რა არა.

* აუცილებლად უნდა დავიკლო 5 კილო და აღარ მოვიმატო. მომბეზრდა უკვე მთელი წელი, ამ 5 კილოს დაკლება-მომატებაში ყოფნა.

* მჭირდება სამსახური. ამ პუნქტს რაც შეეხება შეიძლება საკუთარი თავი თვითონ დავასაქმო და მშვენიერი გეგმაც მაქვს ამისთვის.

* აღარ შევხედო ყველაფერს ძალიან სერიოზულად. პასუხისმგებლობები გადავანაწილო სწორად. არ ავიღო ჩემს თავზე იმაზე მეტი, ვიდრე შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ თავს “მშვენივრად” ვართმევ იმაზე მეტსაც-ნერვები გამიფუჭდა. ასე რომ…

* მოგზაურობა- ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც პასუხისმგებლობის გრძნობა მირთულებს საქმეს. თუ წინა პუნქტი გავითავისე, მაშინ შემეძლება ათიოდე დღე მეუღლესთან ერთად გავინავარდო. დავისვენო და განვიტვირთო.

* მიუხედავად იმისა რომ მართვის მოწმობა 5 წელია მაქვს მანქანას არ ვმართავ და მინდა.

*ბევრი ვიკითხო.

*ბევრი ვწერო

*ბევრი ვივარჯიშო

*ბედნიერი უნდა ვიყო!

ბოლო 4 პუნქტი ასპროცენტიანად შესრულებული იქნება და დანარჩენს მომავალ წელს განვიხილავ.

თუ რამე გამახსენდა ჩავამატებ, მანამდე კი
გილოცავთ ყველას ახალ წელს.

Advertisements

12 thoughts on “to do list

  1. კიდევ ერთხელ გილოცავ და გეგმის წარმატებულად განხორციელებას გისურვებ

  2. 2014 წლის 2 იანვარს 9-პუნქტიანი გეგმა შესრულებული ყოფილიყოს :))

  3. გილოცავ!!! გადასარევი გეგმაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო პუნქტია, ბედნიერებას და გეგმების შესრულებას გისრუვებ 🙂

    • შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერდეს ბოლო პუნქტი , მაგრამ აზრვნებას თუ შევცვლი უფრო ბედნიერი ვიქნები. ხოდა აუცილებლად უნდა მოვიყვანო სისრულეში.

    • მადლობა კარამელო, შენს ბიზნესში წარმატებდა და ბლოგზე დაბრუნება მისურვებია მეც

  4. მეც, მეც ვუერთდები მილოცვებს :)) ლამაზ და ბედნიერ წელს გისურვებ ჩემო კარგო… გეგმები ძალიან კარგია, სტიმულია ერთგვარი 😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s