ზოგჯერ დამსხვრეული ოცნებები

სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც განიცდის

გზებზე, ტროტუარებსა და პარკებში

სეირნობისას, ასევე ჩაიხანებში, რესტორნებში

და სახლში სადილობისას ფუსუნის შემხედვარე

ქემელი.

განგიცდიათ უკიდეგანო სიყვარული, უსაზღვრო მონატრება, ტკივილის შეგრძნება საკუთარი უძლურების გააზრებისას?

ერთი შეცდომა ცხოვრების დამღა გამხდარა და ბევრი, ბევრი წლების სულიერ და ფიზიკურ ტანჯვად ქცეულა?

გიმზერიათ საოცნებო ადამიანისთვის, მის გვერდზე მჯდარხართ, მისი სუნთქვისთვის გისმენიათ? და მისი შეხების, კოცნის, დაუფლების, შეგრძნების, მისით დატკბობის უფლება არ გქონიათ?

წლები წამებივით(წამებით) გასულა?

და ოცნების ასრულებისას ყველაფერი ისევ წყვდიადს დაუფარავს, სიყვარულს სიკვდილის მსხვრალი ხელი გადაჰფარებია, სამუდამოდ მარტო დარჩენილს ყველას გასაგონად ერთის თქმა გსურვებია?

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე”

შეიძლება ვერ მიხვდე წამებივით (წამებით) გასულ წლებში,
მასზე ოცნებაში,
მის ყურებაში იყო ცხოვრების ბედნიერება.

ბედნიერება იყო, რომ ეს იყო,
რომ მას იცნობდი,
რომ ის შენი იყო.

ეს უნდა იგრძნო.

Photo0209N

Photo0204K

Photo0206C

Advertisements

23 thoughts on “ზოგჯერ დამსხვრეული ოცნებები

    • სანამ სხვებს არ წავიკითხავ ვერ ვამბობ, რომ ფამუქის საუკეთესო ნაშრომია მეთქი, მაგრამ სხვანაირად შევიგრძენი , ძალიან მომეწონა.

      • მე მაინც წითელი მირჩევნია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. ყველას საკუთარი ფამუქი გვყავს და ზუსტად ეს არის საინტერესო.

      • წითელი სიაშია და თოვლი. ჯერ რაც მაქვს ხელთ ისინი წავიკითხო და მერე ამათ

  1. ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე როგორ მომეწონააააააააააა,,,,მეე ყველაფერზე ვპასუხობ კი კი კიიი :)))))))))))))))) აააააააააააააააააა

  2. ფამუქისგან ვისვენებ ახლა.
    🙂 ეგ რომანი დამრჩა დასეივებული.

    • მე კი პირიქით დანარჩენებს უნდა მივადგე-უაღრესად მომეწონ ხელწერა.

  3. ისე, როგორც აღმოვაჩინე – უმრავლესობა მუზეუმით იწყებს კითხვას და მე კიდევ ზუსტად ეგ დამრჩა წასაკითხი 🙂

  4. რა ლამაზი ჩაის სერვისია. რა ჯობია ჩაი, შოკოლადი და საკითხავი წიგნი! თან თუ ეს ფამუქის ნაწარმოებებია. მე yeni hayat-ახალი ცხოვრება ძალიან მომეწონა. მე მქვია წითელი-ს ზოგი ნაწილი ძალიან გაწელილი და უინტერესო მეჩვენებოდა. თუმცა უმანკოებიც ასევე გაწელილია ჩემის აზრით. მთლიანობაში ძალიან კარგია, მაგრამ განცდა მაქვს თბილისში ფამუქის ბუმი/კულტია?

    • გეთანხმები, რომ ნაწარმოებს დინამიურობა აკლია, ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად გაწელილია. ხალხი იმდენად გადაეჩვია კითხვას და წიგნებს, მოხარული ვიქნები ასეთი ავტორის ბუმი თუ იქნება.:)
      სერვიზს რაც სეეხება ძალიან ძველი, თითქმის ანტიკვარია-მართლა ულამაზესი და ნატიფია. ხოდა თავს ვინებივრებ ხოლმე -კარგ ხასიათზე რომ ვარ ამ სერვიზით ვსაუზმობ-განსაკუთრებით მაშინ თუ ფოტოსესიაც მაქვს დაგეგმილი:)

      • მემგონი ყველა მის ნაწარმოებებს აკლია დინამიურობა (ჩემის აზრით), ამას ცუდად კი არ ვამბობ, ისე თვითონაც ამბობს რომ ხშირად უთქვამთ ეს მისთვის, მაგრამ თავს მხატვრად აღვიქვამ და როგორც მხატვარი ყველაფერს ავღწერო-დაახლოებით ასე უპასუხა ერთ ერთ გამოსვლაზე. ლინკს დავდებ, youtube-ზეა დადებული მისი ერთ საათიანი მიმოხილვა უმანკოების მუზემთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. http://www.youtube.com/watch?v=Q0w3Q0em10U

        თამი მეც მივესალმები ამ ბუმს, მაგას რა ჯობია თუ ხალხი მეტს წაიკითხავს:) ~
        შენი ტრადიცია- კარგ ხასიათზე ამ სერვისით საუზმობა ძალიან მომწონს!
        ხანდახან პატარა ცვლილებებ კიდევ უფრო კარგ ხასიათზე გვაყენებენ. მე მაჩუქეს ახალ წელს ერთი კაცის ჩაის სერვისი, მართალია არც ძველი და ლამაზი არ არის, მაგრამ საყვარელია და მეც მომინდა წიგნი და ფოტოსესიის გამართვა. ვფიქრობ პოსტი-ჩემი საუზმე ხომ არ გავაკეთო?? :))))) inspired by you!

  5. ვაი ეგ ახალი ცხოვრება ერთადერთია, რომელიც არ დავამთავრე 🙂
    ძაააან ბორინგი მომეჩვენა. კი ვიცი რომ იქ ბევრი რამე ხდება და ტრიალდება სიუჟეტი და მაგარი რამეები იხსნება… მარა უბრალოდ ვერ გავძელი მანამდე 🙂

    • არაუშვავს, ხანდახან თუ არ “მიდის” წიგნი, თავს არც უნდა დააძალო. თუ მოგინდება, მერეც წაიკითხავ. თოვლი გაქვს წაკითხული? ეხლა ჯევდეთ ბეიზე ვარ და მომწონს…შემდგომ თოვლსაც მივადგები:)

      • ki ki dzalin lamazi fotoebi gamogiva,coffee breack suratebi yvelaze metad mxiblavs. sheni blogis fotomasala namdvili okros koleqciaa, ulamazesi suratebi gidevs gansakutrebit kilimanjarom momxibla.

      • ვაიმე ძალიან დიდი მადლობა!! თავიდან გუგლიდან ვეძებდი სურათებს, მაგრამ ბოლო თვეებია ვცდილობ საკუთარი სურათები გამოვიყენო პოსტებში. ბევრად უფრო საინტერესოა ასე ვფიქრობ. გამიხარდა თუ მოგეწონა! ჩაის პოსტი რომ იქნება, აუცილებლად მომწერე შენი შეფასება! ❤

      • მეც ეგრე. სკუთარი ფოტოები ალამაზებს პოსტს. კი აბა რა საკუთარი ფოტოებით უფრო საინტერესოა ნამდვილად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s