როგორ იწყება სკანდალები

რა თქმა უნდა სკანდალის საწყისი ეტაპი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და ინდივიდუალურია. თუმცა ზოგჯერ მიზეზები ისეთი უმნიშვნელო და სასაცილოც კია-შედეგები კი საკმაოდ სერიოზული. ამ პოსტს ვწერ, რომ საკუთარ თავს შევახსენო (თან იქნებ სხვასაც შეგონებად გამოადგეს):

* ხანდახან თურმე დამნაშავე მხარე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
* მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი პატივისცემა, თავშეკავება ან თუნდაც მოთმინება გამოვიჩინოთ.
* მითუმეტეს რომ საქმე უბრალოდ ძალიან მარტივად იყო

მიზეზი
საქმე ერთი შეხედვით კომიკურია ტრაგედიამდე არ მისული. ერთ ჩვეულებრივ საღამოს ვატარებდი კომპიუტერთან, ფინჯანი ჩაით და პლედით, არაფერი გამორჩეული და განსაკუთრებული არ ხდებოდა. ამ დროს ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს ტელევიზორის ყურება მოუნდა და პულტის მოსაძებნად გამომიძახა( ყურადღება მიაქციეთ რომ ფაქტიურად ერთმა რიგითმა უმნიშვნელო წვრილმანმა გამოიწვია), რის გამოც გავბრაზდი და ვთხოვე თვითონ მოეძებნა სავარაუდოდ ტელევიზორის თავზე. თუმცა დაჟინებული მოთხოვნის გამო იძულებული გავხდი ავმდგარიყავი და მითითებულ ადგილზე “ნაპოვნი” პულტი გადამეცა, საკმაოდ უხეში სიტყვების ნაკადიც მოვაყოლე, რამაც ბუნებრივია დიდი კამათი გამოიწვია.

სიტუაციების აღწერით თავს არ შეგაწყენთ უბრალოდ სიმწრისგან გადავწყვიტე ჭურჭლის დალეწვა ,სხვათაშორის ძველით ახალი წელი დგებოდა და მაგიდაზე უხვად მოიძებნებოდა ძვირფას-ძვირფასი თეფშების ასორტიმენტი.

tumblr_mfiysaFg1u1qkr13wo1_400_large

შედეგი

ხელი დავავლე გამორჩეულად დიდ და მძიმე ბროლის ლანგარს, ის-ის იყო მეტლახზე დახეთქებას ვუპირებდი, რომ ხელი წაავლო გამოსართმევად (გასატეხად დაენანა ალბათ) ამასობაში ლანგარი ხელში დამეფშვნა და მარცხენა ხელის სერიოზული დაზიანება მივიღე, სისხლი ნაკადულივით წამოვიდა, იმდენად შოკირებული ვიყავი ამდენი სისხლის და აუტანელი ტკივილს გამო, რომ იმ მომენტიდან მხოლოდ მეუღლის შეშინებული სახე და მის მიერვე ჩატარებული პირველადი დახმარება მახსოვს. გაბუჟებული ხელი, თეთრ მეტლახზე მოფენილი წითელი წვეთები და აუტანელი ტკივილი.


მიზანი


ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ სიტუაცია ჩემი პროვოცირებული იყო და ნამდვილად საკადრისი დავიმსახურე. იქნებ მომავალში გამომადგეს ეს ფაქტი (აქ ვწერ იმიტომ რომ არასოდეს დამავიწყდეს, მოგეხსენებათ მეხსიერება არ მივარგა) და მსგავს სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩნდე.
ღმერთმა დამსაჯაო , რომ ამბობენ ალბათ ეს არის.

Advertisements

20 thoughts on “როგორ იწყება სკანდალები

    • გადავრჩი თუმცა საკმაოდ ღრმა ნაფლეთი ჭრილობა მაქვს და ასევე ნერვი გადაჭრილი, რის გამოც მგრძნობელობა სამი თვე არ აღმიდგება.

  1. ვერ ვიტყვი რომ პროვიკატორი შენ ხარ. რატომ უნდა დაუძახო ცოლს პულტის მოსაძებნად როცა ხელების გაქვს და თვალებიც. სულ ამაზე ვჩხუბობ მეც:( დაზარალებით კი გვარიანად დაზარალებულხარ 0_0

    • ხო მაგაში კი გეთანხმები -მაგრამ მეორე მხარესაც რომ გადავხედოთ. მთელი დღე სამსახურშია კაცი,იღლება და რომ მოდის უნდა ყურადღება.(მისი სიტყვებია)

      მერე ძალიან შემრცხვა რა დებილობა გავაკეთე როცა წინა დღეს შესანიშნავი სიურპრიზი მომიწყო, და ის საღამოც შეიძლება ბედნიერად და ტკბილად დამთავრებულიყო. მაგრამ დაუნახავი რომ ვარ ადამიანი….

      • მოკლედ, როგორც ფემინისტი-მე ვადანაშაულებ ამ შემთხვევაში ქმარს, იმიტომ რომ რადგან შენ სახლში ხარ იმას არ ნიშნავს რომ არ იღლები.

      • გეთანხმები მაგრამ უხეშობისთვის ღმერთმა მე დამსაჯა,იგივე წარმატებით შეიძლება მას დაეზიანებინა ხელი.

  2. ufff rogor mesmis sheniiiiiii… ramden uazro rameze gvikamatia :D:DD:D:D da koveltvis chemi gabutvebit mtavrdeba… 😦
    tumca mainc mikvars chemi sixarulii, rac ar unda mawkeninos 5 wutshi mis gareshe ar shemidzlia :D:D:DD:D:D:D:D:D:D:D::D:D:D

    • გაბუტვა იქეთ იყოს და სხეულის დაზიანებას რომ მიიღებ იდიოტური მიზეზით…
      იმედია აწი ვისწავლე ჭკუას.

  3. ვაიმე ეს როგორ დაშავებულხარ!? 😦
    იმედია აწი აღარ დაგიძახებს შენი მეუღლე პულტის მოსაძებნად როცა ეს თვითონაც კარგად შეუძლია და შენც სხვა შემთხვევებში როცა უკმაყოფილო ხარ რამით სერვის აღარ მოკიდებ ხოლმე ხელს.

    • მაინც დამიძახებს, მე მთავარია ჭურჭელს არ მივეტანო-ისე ძალიან კი მ იყვარს ჭურჭლის მსხვრევა.განმუხტვისთვის იდეალურია.

  4. უი რა ცუდად დამთავრებულა ეგ ამბავი 😦 საერთოდ კომპიუტერიდან ადამიანის მოწყვეტა სულ აგრესიას იწვევს ხოლმე, საკუთარ თავსაც რომ ვაკვირდები, მეც ვბრაზდები, მგონია რომ ყველას მაინცდამაინც ახლა მოუნდა ყველაფრის კითხვა და მოძებნა.

    • უშუალოდ კომპიუტერიდან მოწყვეტას სრ გამოუწვევია ეს ამბავი, მაინც გულის სიღრმეში კარამელკას ვეთანხმები. შეეძლო თვითონ აეღო-მარტივად. ამასობაში ხელიც მომიშუშდა ისე აღარ მტკივა

  5. პულტის გამოსაძახებლად ცოლის მოხმობა რა უბედურებაა :/ შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, მე არ მივუტანდი :დ არა მივუტანდი, იმ შემთხვევაში თუ ძალიან მთხოვდა და არა მომთხოვდა :დ

  6. ეს რა ჰიჩკოკები გამართულა, მდა. მეც მაგ დღეში ვარ. მოკლედ, დაიმახსოვრე, კაცი არის შაჰი, ხელმწიფე, უზენაესი არსება, რომელიც რომ სახლში რომ მოვაა, ფეხებს დივანის წინ მაგიდაზე შააწყობს, მერე ვსო! ისე, კაცმა რომ თქვას დიდი ამბავი, თამი, გააზვიადე ახლა შენ. მიგეტანა ის პულტი, ხომ იცი რომ კაცს ვერ შეცვლი, პულტიც უნდა მიუტანო, მისი დაყრილი ნასკებიც შენ უნდა ჩააგდო გასარეცხებში, საპარსებიც შენ აულაგო და შეუნახო და საჭმელიც შენ გაუშალო, ასეა, სამაგიეროდ, ის იზრუნებს შენზე და შენს შვილებზე, ზოგადად ოჯახზე, გიყიდის ლამაზ ფეხსაცმელებს და კაბას, წაგიყვანს საზღვარგარეთ ან ქალაქგარეთ და შეეცდება რომ მოგანიჭოს თუნდაც რამდენიმე სასიამოვნო და ბედნიერი წუთი. ამას ყველაფერს ლაკონურად ქვია სიყვარული 🙂 ასე რომ, თეიქ ით იზი, ასიამოვნე და ისიამოვნე, და რაც მთავარია, არა მხოლოდ სექსით.

    • ხო ეგ ყველაფერი ვიცი-მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაუწიო წინაღმდეგობა შაჰს, მართალი ხარ ყველაფერში გეთანხმები.

  7. ahaaaaaa es istoria me ar vicodi !! shenc kargad gagifrenia xo icii ?! postis ra mogaxseno magram xelze rom shrami dagrcha (sheni ambavi rom vici dagrcheboda) eg mainc ar dagavicyebs momxdars … ase rom pultc unda mivutanott da banaobis shemdeg mowuwuli abazanac unda avcmindooot 😉 xo mivdi es ukanaskneli ratom davcere 😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s