კონტრაცეპტივები და აბორტები

მართალია ექიმებთან სიარული არავის უყვარს, მაგრამ ხანდახან აუცილებელი და გადაუდებელიც კია დრული გამოკვლევების ჩატარება. მეც დიდხანს ვითრევდი ფეხს მაგრამ გინეკოლოგთან ვიზიტს ვერ გავექეცი და მთელი ნახევარი დღე ავადსახსენებელ კლინიკაში გავატარე.

რადგანაც ჩემს გამოკვლევებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მთელი სამი საათის გატარება მომიწია კლინიკაში, მიხვდებით ალბათ ამ სამი საათიდან საათნახევარი რიგში დგომამ რომ წამართვა. მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ის, რის გამოც კლინიკიდან დათრგუნული და განადგურებული წამოვედი. არა, ჩემს ჯანმრთელობასაც საფრთხე არ ემუქება, საქმე უფრო მასშტაბურ და გლობალურ პრობლემას ეხება. რატომღაც არ მეგონა, რომ აბორტი და შემთხვევითი ორსულობები ისევ რიგით პირველი პრობლემა იქნებოდა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ ერთ საცოდავ კლინიკაში “ათიოდე” ქალმა თუ მოიყარა თავი, (მთელი საქართველოს მასშტაბით რა იქნება) რომლებსაც შემთხვევით კონტრაცეპტივის დალევა დაავიწყდა, პრეზერვატივი საჭირო დროს და საჭირო ადგილას არ აღმოჩნდა (ისე საინტერესოა, შენ თუ არ იზრუნე ამაზე თვითონ ხომ არ მოფრინდება?!), ან უბრალოდ ბოლო ციკლიდან 2,5 თვე ისე გავიდა, რომ ვერც ტესტი გაიკეთა ან არ მიუქცევია ყურადღება, რომ ციკლი უბრალოდ შეწყდა, ხოლო მის მეუღლეს მესამე შვილის გაგონებაც არ სურს და მორჩილი ბოჩოლასავით გაემართა აბორტის გასაკეთებლად. მოკლედ ათივე ისტორიის მოყოლით არ შეგაწყენთ თავს, თუ ექოსკოპიის კაბინეტის წინ გვარიან დროს დაჰყოფ დარწმუნებული ვარ საკუთარი ყურითაც ბევრს მოისმენ.

ცხოვრებაში რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება, მაგრამ ინტენსიური ხასიათი ხომ არ უნდა მიეცეს იმ უყურადღებობას და უპასუხისმგებლობას, რასაც შემდეგ პრობლემებისგან თავის არიდება(აბორტი) მოჰყვება. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ შოკში ჩამაგდო, როცა უსირცხვილოდ გამოაცხადა მეთორმეტე აბორტს ვიკეთებო. აქ უკვე ბოღმა შემომაწვა და ვკითხე კონტრაცეპტივებზე, თავის დაცვის უამრავ საშუალებაზე რატომ ამბობდა უარს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვეში ერთი აბორტი უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ათი შეკვრა პრეზერვატივი. თურმე მის პარტნიორს არ სიამოვნებს სექსი პრეზერვატივით. ამიტომ ამ უკანასკნელმა თითქმის ყოველთვე აბორტის გასაკეთებლად უნდა იაროს.

577878_329909993741542_1278720577_n
ვფიქრობ ყველამ უნდა ნახოს რას უშვებიან ნაყოფს ამ დროს.

ოხ, აღარ გავაგრძელებ. ძალიან ცუდი რომ თვალებს ვიბრმავებთ და ყურებს ვიყრუებთ. ხოლო აბორტის გასაკეთებლად კი კვლავ რიგები დგას თურმე.

ამ პოსტს თუ თვალს გადაავლებთ ნახავთ რამდენი სახეობის კონტრაცეპტივი არსებობს დედამიწის ზურგზე და იმედია თქვენთვის შესაფერისს აღმოაჩენთ ოდესმე!!!

20 thoughts on “კონტრაცეპტივები და აბორტები

  1. ეგ პრობლემა არა და არ მოგვარდა ამ ქვეყანაში, თუმცა რაა გასაკვირი, აზროვნება არ იცვლება. საინტერესო ისაა, რომ ქართველი ბიჭები ითხოვენ თავისუფალ სექსს და უმრავლესობა “ვერ იტანს პრეზერვატივს”, არადა ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზაა, რადგან კონტრაცეპტივები ვერაა მაინცდამაინც კარგი ჯანმრთელობისთვის და ზოგჯერ ცუდ კვალსაც ტოვებს.

    • ძალიან ცუდად გავხდი-ერთი სული მქონდა იმ ჯოჯოხეთს გავცლოდი. ყველაზე მეტად იმან გამამწარა რომ სრულიად უცხო ადამიანებთანაც ისე მშვენივრად ყვებოდნენ თავიანთ “უბედურებაზე”…

    • xalxno vinc erkveva odnav mainc mixvdeba rom kontraceptivebi ar aris marto orsulobis sacinaaghmdego abebi….evropashi 18 clidan ukve enishneba gogonebs da sheckvetistanava orsuloba gardauvalia…garda amisa sashvilosnos icavs simsivnesagan anu fibromisagan da bevri sxva…ratqma unda eqimis danishnulebit unda miighos kvelam,ertaderti uarkofiti rac aqvs es aris madis ashkara momateba…ase rom jer ikitxet da mere imoqmedet

    • აბების მიღება მავიწყდებაო და სპირალი ვერ შეითავსა ორგანიზმმაო. უპასუხისმგებლო.

  2. არ ვიცი რა ვთქვა… ცხადზე ცხადია რომ სერიოზული აზროვნების დეფიციტია საქართვლოში…

    • და მე ძალიან ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ღმერთმა ქნას რამე გვეშველოს, ოდესმე

  3. ღმერთო,ყველა დედა დაიცავი მკვლელობისაგან,რომელსაც სახელად აბორტი ჰქვია.

  4. ზოგ ქალს გამოცდა უნდა დაუნიშნოს კაცმა ამეების ცოდნაში, ჩაუბარებლობის შემთხვევაში რომ არ დაიშვებოდეს ”ლექციებზე” … იმდენი ბავშვი გადარჩებოდა სიკვდილს..
    ხალხის ბრალიცაა, მკაცრი საზოგადოების დაუსაბუთებელი მორალის.. და რავი კიდე, ის რომ საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტის ბრალიაო იძახოთ , თავის მართლებასავით გამოდის და პრობლემის არსებობას არაფრით უშლის ხელს ….

  5. საშინელებაა😦 ეს სურათები ხომ ჯოჯოხეთია, პირადად ჩემთვის, მეც მეაქვს ჩემი წილი მოუშუშებელი იარა, და არც ვიცი ოდესმე მომირჩება თუ არა….
    ზოგადად კი ერი და ჩვენ – ქალები უკულტუროები ვართ, ასეა… 12 აბორტი ერთად 21-ე საუკუნეში პირდაპირი მარაზმია.

    • ქალები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი წილი გასავლელი, არც მე ვარ გამონაკლისი თაკო და ასეთ ავბედით შემთხვევებზე არ მაქვს საუბარი, ხომ მიხვდი.
      http://wp.me/p2fkTM-ju

  6. რწმენა , განათლება , სინდისი , ზნეობა , პატივისცემა , ღირსება , ადამიანობა , კაცობა , ქალობა და.ა.შ ამ ყველაფერს ხაზს ვუსვამთ და ,,თავისუფალი სექსით ვტკბებით.”

  7. აბორტის გაკეთება დიდ ცოდვასთან ერთად დანაშაულიცაა,თუ ბავშვი არ უნდათ გააჩინონ და გააშვილონ

  8. კ სტაწი, ილუსტრაციაზე 23 კვირის ნაყოფია; ამ ვადაზე არავინ იკეთებს აბორტს; 12 კვირამდე კეთდება. 12 კვირის შემდეგ კანონით მხოლოდ განაკუთრებულ შემთხვევებში დაიშვება აბორტი _ ნაყოფის პათოლოგია, მაგალითად.
    ასე რომ, სულ ტყუილად მოგეძალათ სენტიმენტები. 5-6-7-8 კვირაზე (როცა უმეტესწილად კეთდება აბორტი) ნაყოფი არის ლობიოსმარცვლისხელა ემბრიონი.
    და არავის ტრაკის საქმე არაა, ქალი აბორტს გაიკეთებს თუ არა სხვა საქმეა, კონტრაცეფციის ყურშიარგაგონება და ტრადიციული უკულტურობა ამ მხრივ, მაგრამ “აბორტი დანაშაულია” და “რწმენა, ღირსება…” და ა.შ. ადამიანის კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი საკუთარი სხეულის და პირადი ცხოვრების შესახებ, არის ღორობა.
    გმადლობთ,

  9. leniriee, აბორტი ერთმნიშვნელოვნად დანაშაულია, და თუ ამ აზრის საწინააღმდეგო დასაბუთება გაქვს რამენაირი, მითხარი და მეც უფრო არგუმენტირებულად აგიხსნი. ადამიანის კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საკუთარი სხეულის და პირადი ცხოვრების შესახებ აზრის ქონა არ არის ღორობა, ეს ადამიანის ცხოვრების განსჯაა, მეტი არაფერი. და კიდევ, ტყუილად არ მოგვძალებია სენტიმენტები. ლობიოსმარცვლისხელა არის ნაყოფი 4-6 კვირაზე, ანუ როცა კეთდება მინი აბორტები, 2.5 – 3 თვის ნაყოფი არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, აქვს თითებიც კი, სმენის, ყნოსვის შეგრძნება და სიცოცხლის უდიდესი სურვილი, შესაბამისად ღორები ვართ ჩვენ, ვინც აბორტს ვიკეთებთ. მეც ღორი ვარ.

  10. გავოგნდი და გავცოფდი!!! უბრალოდ ვერ დავაჭირე”მოწონებას”… რატომ გვყავს ამ ბედშავ საქართველოში ამდენი უპასუხისმგებლო, ერთუჯრედიანი, “მუტრუკი” ქალები, რომლებიც, ერთი მხრივ ქალიშვილები (ათგზის) თხოვდებიან, მარხულობენ (აუცილებლად!!), “წითელ დიპლომზე” ამთავრებენ “უმაღლესს”, მღვდელს რომ დაინახავენ 15 სანტიმეტრიან ქუსლებზე ამხედრებულები გაეკიდებიან რომ ჯვარს ემთხვიონ და და მეორე დღეს აბორტის გასაკეთებლად მიბარტყუნდებიან, თან ამ საკითხს ისე ზერელედ უდგებიან რომ გული მერევა! ფუუუ საქონლები! და იმდენად იდიოტები არიან, მათი სახელების გამოქვეყნებით რომ დაემუქრო აბორტს აღარ გაიკეთებენ!

  11. ghmertiaravis apatiebs am codvas, arc qals da arc kacs.!!! me ar maqvs aravis gansjis upleba magram mdzuls yvela is adamiani vinc amas chaidens,, ratqma unda 1 shecdoma yvelam sheidzleba daushvas da ert shanssac yvela imsaxurebs magram amas sistematiuri saxe ar unda mieces da ertxel chadenili shecdoma agar unda daushvas da mis gamosworebaze unda izrunos!!!! isedac erti majac agar vart qartvelebi darchenili da kidev abortebiunda saqartveeelooosss??? kait ra xalxo. cota adamianoba , namusi iqoniet!!! sakutar ravebs mainc ecit pativi sxva tu araperi!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s