აქ ყველა უდანაშაულოა

brook wos here,

and so red

უდანაშაულოსთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობა…

დღეები…
თვეები, წლები…

ფიქრები, აზრები, ადამიანები…

დამნაშავენი და უდანაშაულონი.

მამათმავლები.

ცემა, გაუპატიურება,  კარცერი.

მოხუცი ბრუკი ყვავის ბახალით.  ამ პერსონაჟმა თავისი კეთილი გამომეტყველებით, ყვავის ბახალაზე  და წიგნებზე მზრუნველობით , ტრაგიკული აღსასრულით  ძალიან იმოქმედა  ჩემზე.  50 წელი ციხეში და უეცარი თავისუფლება.  სჭირდებოდა კი ბრუკს თავისუფლება?!

არა ან აღარ.

ნახეთ ეპიზოდი , რომელიც მთელი ფილმის ყველაზე სენტიმენტალური და გულში ჩამწვდომი ნაწილია. მე ვტირი…

 

შიშს შეუძლია დაგატყვევოს სამუდამოდ, იმედი გათავისუფლებს. 
მარტო იმედზეც არ იყო მთავარი პერსონაჟი, ასე რომ, ფინალი სწორედ ისეთია ფილმში,  ჩემს გულს რომ უხარია ხოლმე.

ტრილერი.

up
პოსტერი

პ.ს. ისე რა კარგი ყოფილა საღამოს,

ჩაის ჭიქით და პლედით,

საყვარელ ადამიანთან ჩახუტება

და

კარგი ფილმის ყურება.

The Shawshank Redemption

 

11 thoughts on “აქ ყველა უდანაშაულოა

  1. მიყვარს ეს ფილმი, ისეთია ბევრჯერ რომ ნახავ და ყოველ ნახვაზე მოგეწონება.

  2. კარგი ფილმია… სტივენ კინგის სცენარის პირობაზე – ცოტა არასტანდარტული…

    • ვერ ავღწერე პოსტში ისე კარგად როგორც მინდოდა, იშვიათად რომ ფილმი მომეწონოს ამ დონეზე

    • ნანახი გაქვს? რაიმე ძალიან რომ მომწონს გული მწყდება რომ არ მოსწონთ.

      • ნანახიც, წაკითხულიც. რა გითხრა, რაც არ მომწონს, ცუდიაო, ხელაღებით არასოდეს ვამბობ. კარგია, ალბათ, ბევრისგან მომისმენია ქება. უბრალოდ, ჩემამდე ვერ მოვიდა.

  3. აქ ყველა უდანაშაულოა, ადვოკატის ბრალიაო :))
    გეთანხმები, მართლა კარგი ფილმია ^^

    • მაგარი ფრაზაა ლეიტმოტივად არა?! ძალიან მომეწონა ადვოკატის ბრალეულობა და დამნაშავეთა უდანაშაულობა.

      • ჰო, თან არაერთხელ მეორდება ფილმში ეგ ფრაზა.. საკმაოდ საინტერესო თავის გამართლების მეთოდია :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s