Archive | თებერვალი 2013

მიზნები და შედეგები

კარგა ხნის წინ გადაწყვიტა ცხვირის რინოპლასტიკა გაეკეთებინა. მიზანი დაისახა მეთქი ვიტყოდი, რადგან ოპერაციის ფული თავად უნდა გამოემუშავებინა. ერთი შეხედვით ადვილი სათქმელია, არც ოთხი ათასი ლარია ისეთი თანხა, რომ ვერ გადაენახა. რთული უდროობის რეჟიმი, დილის 6 საათზე ადგომა, უნივერსიტეტი, ლექციები, საკმაოდ შრომატევადი სასწავლო პროგრამა და ამ ყველაფერთან სამსახურის შეთავსება იყო. Continue reading

გილოცავ დაბადების დღეს , ძვირფასო!

მესამე შვილი

მთელმა ინტერნეტსამყარომ (და არა მარტო) გაიგო რომ გუშინ ჩემი საყვარელი ბლოგის ერთი წლის იუბილეს ავღნიშნავდი. ერთი წელიც არის და ერთი წელიც- ბლოგთან ერთად გატარებული წელიწადი კი ნამდვილად სასიამოვნო და არაჩვეულებრივი იყო. არ ვიცი თქვენთან როგორ არის საქმე, მე კი ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ბლოგის მიმართ-როდესაც ვერ (ან არ) ვწერ მგონია, რომ შვილს ვტოვებ მშიერს, მოკლედ ჩემი მესამე შვილი გაიზარდა, ფეხი აიდგა და ახლა ერთი წლის არის. ნაცნობ-მეგობრები, ყველანი ისევე მილოცავდნენ როგორც მაგალითად დათუნას დაბადების დღეს. ყველამ იცის, რომ ბლოგი აღარაა ჩემი გასართობი,ძალიან სერიოზულად ვეკიდები, მიყვარს და იმის გაფიქრებაც მზარავს რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ეს ერთი წელი, ბლოგი რომ არ შემექმნა. ისეთი ვარიანტია ზუსტად შვილებზე რომ ვფიქრობ ხოლმე: ესენი რომ არ მყავნენ იქამდე როგორ ვცხოვრობდი მეთქი. ბლოგი, რომ არ მქონდა მანამდე როგორ ვცხოვრობდი? კვირაში ერთხელ ვრთავდი კომპიუტერს. რა მოსაწყენია არა??

როგორ დავიწყე

თავიდან იყო ონლაინ ჟურნალი www.pink.ge, რომელთანაც კარგა ხანი ვთანამშრომლობდი და დღემდე ასეა, თუმცა ონლაინ ჟურნალის ფორმატი არ მაძლევდა საშუალებას იმ ყველაფერზე მეწერა რაც მაწუხებდა, გამოსავალი კი ძალიან მარტივად ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა, მეგობარმა და ბლოგერმა შთამაგონა. თავიდან ნახევარი წელი ბლოგსპოტზე ვიჯახირე და მივხვდი რომ რაღაც მაკლდა,ზუსტად ერთი წლის წინ წარმატებით გადმოვბარგდი ვორდპრესზე. აი ასე დაიბადა თამის ბლოგი.

რა მომიტანა

რამდენიმე ონლაინ მეგობარი, ცხოვრების სიხარული, სტიმული იმის რომ რაღაცას ვქმნი , და ეს რაღაც სხვებს მოსწონთ. ასევე პირველი ჰონორარი, საჩუქრები, მოკლედ ერთ წელიწადში ყველაფერი მოვასწრეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მოლის რომელიც არის ყველაზე ერთგული მკითხველი და ძალიან მახარებს ხოლმე თავისი სტუმრობით. ასევე დიდი მადლობა თქვენ ყველას ვინც სტუმრობთ ჩემს ბლოგს, მეც თითოეულ თქვენთაგანთან გულით მომიხარია, სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ახალ პოსტებს და ნერვები მეშლება როდესაც აღარ წერთ. ძალიან მინდოდა გუშინ ბევრს მოეხერხებინა მოსვლა ჩემი ბლოგის დაბადების დღეზე მაგრამ ვიცი რომ სულით და გულით ჩემთან იყავით: ფინიკი, კარამელი,
კეჟერაძე, პატარა ფერია,ლორდ ვადერი, თაკო,ანო,კატერინა,ცოტნე,bloggerside

დაბადების დღე

დიდხანს ვფიქრობდი, რა და როგორ გამეკეთებინა. ტორტი Diefenbach CAKE STUDIO – აჩუქა ჩემს საყვარელ ბლოგუნიას, ქალბატონმა რუსუდანმა კი დაგვითმო მშვენიერი ვერანდა არაჩვეულებრივი ხედებით “144 საფეხურში” ბლოგს არ ვიცი ამით რა ხეირი, ალბათ ეს ფოტოები, რომელიც ბლოგის ისტორიას შემორჩება, ჩვენ კი ძალიან კარგად გავერთეთ.

307313_297931923667490_774627880_n

Photo0008

Photo0009

Photo0010

Photo0043

Photo0063
ბლოგსისთერ<3
Photo0067

Photo0069
დანიმ გადაურბინა სახურავებს, კიდევ კარგი გაწაფულია სახურავებზე ძრომიალში და არსად ჩაიჩეხა.

Photo0080

Photo0082

Photo0075

Photo0077

Photo0007

Photo0022

Photo0025

Photo0029

Photo0073

მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, ფოტოების სრული კოლაჟი შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ

Diefenbach CAKE STUDIO

ვის არ უყვარს გემრიელი ტორტი ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად? რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ეს პოსტი მათთვისაა ვისაც უპირობოდ უყვარს ტკბილეული და მის დიზაინსაც არ ტოვებს უყურადღებოდ.

მოგეხსენებათ ძალიან მიყვარს თბილისის ძველ და მიყრუებულ ქუჩებში ხეტიალი, ხოდა ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ასეთი ხეტიალისას ლესელიძის ერთ მივიწყებულ ჩიხში შემთხვევით წავაწყდი პატარა და მყუდრო ტორტის სტუდიას, უგემრიელესი ნამცხვრების და ტორტების ასორტიმენტით.

ტკბილეულის მოყვარულისთვის, ნამდვილი სიურპრიზი იყო ასეთი მშვენიერი ადგილის აღმოჩენა. მითუმეტეს, რომ ბრენდი მალე გახდა ქართველ გურმანებს შორის პოპულარული და ყველა კორპორატიული ივენთი თუ კარგად ორგანიზებული წვეულება Diefenbach-ს ელეგანტური, კრეატიული, დახვეწილი დიზაინის( ტორტების დიზაინზე დიზაინერები მუშობენ) და უგემრიელესი შიგთავსის მქონე ტორტებით ფორმდება.
Diefenbach განსხვავებულ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ტორტების შიგთავსი და გარე დიზაინი გერმანიიდან შემოტანილი ინგრედიენტებით კეთდება. სპეციალური ძვირადღირებული საღებავები ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული( და არა ქიმიურზე). რადგანაც საბავშვო ტორტებსაც ხშირად ამზადებენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ბუნებრივ შემადგენლობას, ამიტომაც Diefenbach-ის ტორტები სხვებთან შედარებით ძვირია.

ხოდა ეს ჩემი ხეტიალი რა შუაშია. ხვალ ჩემი საყვარელი და ძვირფასი ბლოგის დაბადების დღეა, რა თქმა უნდა მისთვის მხოლოდ ყველაზე კარგი მემეტება-და Diefenbach-ი გამახსენდა, როგორც გავარკვიე, მისამართი შეუცვლიათ და ბინა ფალიაშვილი #27 -ში დაუდიათ. პატარა სტუდიის ახალი დიზაინი მათივე შექმნილი კრეატიული და ძალიან ლამაზია. ბლოგის ტორტიც ასევე ლამაზი, გემრიელი და მშვენიერია. თუმცა ამაზე ხვალე, მანამდე კი ტორტის სტუდიის ინტერიერის და მათი დამზადებული ხელოვნების ნიმუშების ფოტოებს გადაავლეთ თვალი. თუ უფრო მეტის დათვალიერება და გაგება მოგინდათ ესტუმრეთ მათ ფბ-ფეიჯს ამ ლინკზე.
379243_458840657504729_664715444_n

6636_429722483749880_604127028_n

262644_429726347082827_1085419583_n

264417_181137351941729_1118559_n

295063_318847954837334_15442061_n

295069_324439927611470_1562731900_n

295155_327177194004410_30034131_n

306270_327180864004043_770724945_n

425864_300612296660900_267841130_n

481209_354593397929456_1968285551_n

530722_321015134620616_1588534207_n

540124_453812678007527_476516285_n

543603_354593667929429_527939885_n

548288_318847691504027_1332637129_n

559912_315437601845036_173637977_n

548570_315437678511695_1634213076_n

ცვლილებები და პლასტიკური ქირურგია

როგორ არ მიყვარს სიმყუდროვე როცა ირღვევა და ცვლილებების დრო დგება. ერთფეროვნებაო, მოწყენილობაო-რა სისულელეა, ჩემი მყუდრო ერთფეროვნება მენატრება.

ნამდვილი ქაოსი.
ბინის შეცვლა რა საშინელებაა ალბათ ბევრს გამოუცდია, წინასწარ ვდარდობ (რაღა წინასწარ ერთ თვეში უნდა გადავბარგდე) ჩემს საყვარელ სახლუკას რომ მივატოვებ ულამაზეს ადგილზე, არაჩვეულებრივი ხედებით და გარემოთი. მეზობლებსაც თუ ვიდარდებდი ოდესმე, არ მეგონა – გულცივი არსება მგონია ჩემი თავი. დღეს რომ შემომძახა ნაილიმ თამ ქორწილში მივდივარ და მიშველეო-რომ დავბზრიალდი, სამოსი და მაკიაჟი ავურჩიე(ამასობაში სახლში ათიოდე სტუმარი რომ მივატოვე ჩემ ნაოპერაციევ დასთან ერთად) პირველად დავფიქრდი ვეღარც ნაილი შემომძახებს თამ მჭირდებიო და ვერც მე მივადგები ვერავის შუაღამეზე პატარას სიცხე აქვს და წამალი მჭირდებაო.

მომენატრება მეტეხის თავზე ამოწვერილი მზე, რომლის სანახავადაც კვირაში რამდენჯერმე ავრბივარ ხოლმე ნარიყალაზე.

ვეღარც ფეხით ვიბოდიალებ საათობით ჩემს საყვარელ ქუჩებში, მოკლედ ცვლილებები ჩემს შეჩვეულ სიმყუდროვეს და საყვარელ ერთფეროვნებას წალეკვით ემუქრება.

ააჰ, და პლასტიკური ქირურგია რა შუაშია?
უბრალოდ მივხვდი რომ როდესაც ძალიან გინდა შენს თავში რაღაც სასიკეთოდ შეცვალო პლასტიკური ქირურგია სასწაულებს გპირდება.
უბრალოდ მივხვდი, თორემ ჩემი თავი ისეთი მიყვარს როგორიც ვარ!
თავდაჯერებაც არ მაკლია, ჰმ ჩემი გრძელი ცხვირის პატრონს.

Photo0227

Photo0233

Photo0171

Photo0169

Photo0236

adibas

აღარც მახსოვს მოლის ბლოგს როდის ავედევნე, თუმცა მას შემდეგ ჩემსა და წიგნებს შორის ნამდვილ ხიდადაა გადებული.
ეს პოსტიც მისთვის დაიწერა კარგა ხნის წინ,
ეხლაც მისია…
უბრალოდ თქვენც მოახერხებთ წაკითხვას.

ზაზა ბურჭულაძის სახელი რა თქმა უნდა მანამდეც გამეგონა, თუნდაც “ჯაყოს ხიზნების”ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მაგრამ რადგანაც საყვარელ ნაწარმოებთა ეკრანიზაცია დიდად არ მხიბლავს არც თავი შემიწუხებია ამ ფილმის ნახვით, მიუხედავად ნატო მურვანიძისადმი ჩემი უდიდესი თაყვანისცემისა. როდესაც შენს ბლოგზე პოსტი წავიკითხე, საშინლად აღმაშფოთა იმ ფაქტმა რომ ადამიანის უფლებები შელახეს და შუა ქუჩაში პატარა ბავშვივით გალახეს. რას ვიზამთ ზაზას დავესესხები და ეს ხომ “ჰიპერრეალისტური ქალაქია”, სადაც ჯანსაღი კრიტიკა არავინ იცის, თუმცა თავს ევროპელობაზე დებენ. მაგრამ მაინც მადლობა, ეგრე რომ არ მომხდარიყო არც შენ დაწერდი ბლოგზე და არც მე დავინტერესდებოდი ამ ადამიანის თხზულებებით.

ადიბასი რომ წავიკითხე, იმ დილითვე გავეშურე სხვა ნაწარმოების საყიდლად, იმავე მაღაზიაში იმავე დახლთან რომ შემნიშნა, იმავე გამყიდველმა, დაუყოვნებლივ მომახსენა რომ “იმ ამბის” შემდეგ ბურჭულაძისადმი ინტერესი გაცხოველდა და მე პირველი არ ვარ.
ასე რომ აღარ მიკვირს ზაზასი პოლიციაში, რომ არ იჩივლა.

რც შეეეხება “ადიბასს” პირველად წავიკითხე და არ მომეწონა, დახვეწილი ლიტერატურული ენის მოყვარულს რა თქმა უნდა თვალში მკვეთრად მომხვდა არაკორექტული სიტყვების და სცენების კასკადი. თუმცა კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია.

წიგნის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა სექსის მოყვარული ბიჭია, რაც რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, საოცარი ის იქნებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანს სექსი რომ არ უყვარდეს. მთელს სიუჟეტს ლეიტმოტივად გასდევს სატელევიზიო ჩართვები და კერძო საუბრები ომის დეტალების ირგვლივ, წიგნის მთავარი არსი კარგადაა შენიღბული სექსით(ორალური, ანალური და კიდევ ვინ მოსთვლის),ქალებით(თუნდაც საჩვენებელ თითზე ლაქატეხილი ანდაც ფეხის ქუსლ დახეთქილი), სასმელით(არყიანი შეიკი უნდა ვცადო),წამლით(ვალიუმი, წებო..) და რაა გასაკვირი მკითხველს ძირითადი არსი თუ გაეპარა?

“ღვთის გმობა” და “ამორალობა” ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რეალობაა, და რატომ გახდა თითით საჩვენებელი და გასაკიცხი ის, რაც თითოეული ჩვენგანის ყოფითობის აუცილებლობაა? ხოდა გვერდზე გავწიე სექსი და წიგნი მეორედ გადავიკითხე, ხელთ რეალობა შემრჩა რომელსაც ამაზრზენი სახე მიეღო.

რას ვაკეთებდი მე, როდესაც სამშობლო ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული?
14,ოქტომბერი
2012

553968_479552848743159_2087469849_n

74891_478728372158940_1158685128_n

311164_478728362158941_1957758625_n

550826_478728392158938_1565973248_n

ჩემი ხელით

საერთოდ ძალიან მიყვარს ტანსაცმლის გადაკეთება, მიჭრა-მოჭრა, მიკერება ან მიკერებულის მოძრობა, მოკლედ ნემსი და ძაფი არ მემარჯვება თორემ დაჭრა-გაუბედურებაში ბადალი არ მყავს. მერე დიდხანს მიდევს მკერავთან წასაღებად გამზადებული ტანსაცმელი. ღილის დაკერებაზეც ისე ვწვალობ ჩემი ქმარი 5 წუთზე მეტს ვერ უძლებს სანახაობას, გამომტაცებს ხოლმე ხელიდან და იმ დროის განმავლობაში რასაც მე ერთი ღილის დაკერებას ვანდომებ, დანარჩენ ღილებს მიუჩენს ხოლმე ადგილს(ფოლაქი, როოგორ მომწონს, მაგრამ ძალიან ძველმოდურად რომ არ მიმიჩნიოთ ისევ ღილი იყოს).

წინამდებარე ფოტოზე ერთი ძალიან ძველი (თუმცა ისე დაძველდა ერთხელაც არ ჩამიცვამს) პერანგია ასახული, რომელიც ჩემს თვალში ძალიან უსახურად გამოიყურება. ვერაფერს ვერ შევუხამე და მოვიხდინე, ამიტომაც კარადაში ზუსტად ორი წელი, თავისთვის ეკიდა. ამ წლების განმავლობაში წმენდა რამდენჯერმე ჩავატარე. როდესაც გამოუსადეგარ სამოსს სხვებს ვჩუქნიდი, ეტყობა გამომრჩა. არასოდეს გამხსენებია მისი არსებობა, სანამ დრესკოდის მიხედვით ჩასაცმელად ვარდისფერი პერანგი არ დამჭირდა.
(მე არ მიყიდია, მიხვდით ალბათ რომ მაჩუქეს).

pizap.com13603420184061

ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი რომ ალტერნატივა არ მქონდა. ვინაიდან ასეთ უსახურს არაფრის დიდებით არ ჩავიცმევდი, როგორიც სურათის პირველ ვრიანტზეა წარმოდგენილი, ცოტა თანამედროვეობის ელფერი მივანიჭე, რაც ძნელი ნამდვილად არ იყო. ვარდისფერს რომ ოქროსფერი ძალიან მოუხდებოდა ვივარაუდე და მართალიც აღმოვჩნდი. დანარჩენი კი ძალიან მარტივია, რამდენიმე მოდური შტრიხი მხრებზე და საყელოზე, გამოვცვალე ღილები და დავამატე ქამარი. ამ ყველაფრის შემდეგ, მოვახერხე და შევძელი მისი ჩაცმა.
pizap.com13603429374531

ურიგოდ არ გამოიყურება არა? ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ იგივეს გაკეთება. ყველას მოგეძევებათ სახლში უსარგებლო ან გამოუდეგარი სამოსი, ცოტა დროს თუ დავახარჯავთ და ფანტაზიას გამოვიყენებთ შესაძლოა მოდურ და თანამედროვე სამოსად ვაქციოთ.

pizap.com13603421930001

ამ ფოტოებზე მუშაობის პრცესია გადაღებული. დააკვირდით, ღილები სხვა პერანგს რომ ავაცალე? ასეა მუდამ, ერთს ვაკეთებ და მეორეს ვაფუჭებ. თუმცა კომპენსაციის სახით თეთრი პერანგი უფრო ლამაზი ღილებით დაჯილდოვდა, მიკერებით ჩემმა დამ მიაკერა, ხომ გითხარით კერვა არ მეხერხება მეთქი.

pizap.com13603424085461

pizap.com13603425678121

მზე ბედნიერებისა

ბოლო დროა (აი, ზუსტად მას შემდეგ რაც ხელი სერიოზულად დავიშავე) სულ სხვა ტალღაზე ვარ აწყობილი.
მიხარია ცხოვრება, გათენება, დილის ყავა, მზე, ბებე, ხეტიალი …
თუ სახლში ვარ მთელი დღე ეგეც მიხარია.

ამ დილით მზე რომ დავინახე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დიახ, ბედნიერების ჟრუანტელმა, იცი რა კარგი გრძნობაა? თან დავრბოდი თბილისის ყველაზე ლამაზ სანაპიროზე და ბედნიერებით და მზით ვტკბებოდი. სულ ვიცინი და ცხოვრება მიხარია, რამდენი ხანია არავის უთქვამს ჩემთვის ბედნიერებას ასხივებო, ჰოდა მითხარით ახლა.

სამსახურს რომ ვერ ვპოულობ ეგეც მიხარია. რა ჯობია მთელი დღე სახლში ყოფნას შენთვის, ან სეირნობას, ვარჯიშს და უსაქმურობას?
უსაქმურობას მაინც ვერ დავარქმევ, ერთ-ერთ ონლაინ ჟურნალთან განვაახლე თანამშრომლობა და ვთარგმნი ან ვწერ სხვადასხვა სტატიებს, ერთი დიდი პლიუსი ანაზღაურების გარდა ისაა, რომ ჩემს მწირ ინგლისურს ვიუმჯობესებ. ასე, რომ სასიამოვნო შევუთავსე სასარგებლოს. კვირა დღეს ფოტოგადაღებაც გვქონდა სტუდიაში, ძალიან მაინტერესებს როგორ გამოვალ ფოტოებზე, ფოტოგრაფი დამპირდა იმაზე ლამაზი ვიდრე სინამდვილეში ხარო.

და კიდევ ვინ მოსთვლის რა მავსებს სიხარულით. ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი (შეიძლება სულ უბრალო და უმნიშვნელოც კი) თუ კარგად დავფიქრდებით და მოვინდომებთ და მოვძებნით, რაც სიხარულს მოგვანიჭებს უამრავი პრობლემის მიუხედავად (რომლებიც ისევე უხვად მაქვს როგორც ადრე).

Photo0222

Photo0255

Photo0250

Photo0247

Photo0245

Photo0238