მზე ბედნიერებისა

ბოლო დროა (აი, ზუსტად მას შემდეგ რაც ხელი სერიოზულად დავიშავე) სულ სხვა ტალღაზე ვარ აწყობილი.
მიხარია ცხოვრება, გათენება, დილის ყავა, მზე, ბებე, ხეტიალი …
თუ სახლში ვარ მთელი დღე ეგეც მიხარია.

ამ დილით მზე რომ დავინახე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დიახ, ბედნიერების ჟრუანტელმა, იცი რა კარგი გრძნობაა? თან დავრბოდი თბილისის ყველაზე ლამაზ სანაპიროზე და ბედნიერებით და მზით ვტკბებოდი. სულ ვიცინი და ცხოვრება მიხარია, რამდენი ხანია არავის უთქვამს ჩემთვის ბედნიერებას ასხივებო, ჰოდა მითხარით ახლა.

სამსახურს რომ ვერ ვპოულობ ეგეც მიხარია. რა ჯობია მთელი დღე სახლში ყოფნას შენთვის, ან სეირნობას, ვარჯიშს და უსაქმურობას?
უსაქმურობას მაინც ვერ დავარქმევ, ერთ-ერთ ონლაინ ჟურნალთან განვაახლე თანამშრომლობა და ვთარგმნი ან ვწერ სხვადასხვა სტატიებს, ერთი დიდი პლიუსი ანაზღაურების გარდა ისაა, რომ ჩემს მწირ ინგლისურს ვიუმჯობესებ. ასე, რომ სასიამოვნო შევუთავსე სასარგებლოს. კვირა დღეს ფოტოგადაღებაც გვქონდა სტუდიაში, ძალიან მაინტერესებს როგორ გამოვალ ფოტოებზე, ფოტოგრაფი დამპირდა იმაზე ლამაზი ვიდრე სინამდვილეში ხარო.

და კიდევ ვინ მოსთვლის რა მავსებს სიხარულით. ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი (შეიძლება სულ უბრალო და უმნიშვნელოც კი) თუ კარგად დავფიქრდებით და მოვინდომებთ და მოვძებნით, რაც სიხარულს მოგვანიჭებს უამრავი პრობლემის მიუხედავად (რომლებიც ისევე უხვად მაქვს როგორც ადრე).

Photo0222

Photo0255

Photo0250

Photo0247

Photo0245

Photo0238

17 thoughts on “მზე ბედნიერებისა

  1. კარგ განწყობაზე დამაყენე დილიდან 🙂 იმედია დიიდ ხანს გექნება ასეთი განწყობა 🙂

    • მიხარია თუ გადმოგედო ბედნიერება, მეც მგონია რომ კარგა ხანს გამყვება ასეთი განწყობილება

  2. დილიდან იმაზე ვფიქრობდი, როდემდე უნდა ვიყო სამსახურის ძებნის რეჟიმში და ამ პოსტის (განსაკუთრებით ფოტოების) შემდეგ კარგ განწყობაზე დავდექი 🙂 თურმე უსაქმურობაშიც შეიძლება რაღაც კარგის დანახვა 🙂

    • აი ხანდახან გასაუბრებიდან რომ ბრუნდები და მთელი კვირა ტელეფონის ზარს ელოდები შეუძლებელია სიკეთე დაინახო ამ საზიზღარ მომენტში, მაგრამ თავის პლიუსები ნამდვილად აქვს. მეტ დრო მაქვს საკუთარი თავის მისახედად, ჰობისთის , ვარჯიშისთვის კითხვისთვის, უფულობაა პრობლემა თორემ უმუშევრობა არ მადარდებს იმდენად:)როგორც ყველას. ფოტოები რომ მოგეწონა მიხარია, არ მაქვს აპარატი და მობილურით ვიღებ ხოლმე, ძალიან მიყვარს სურთების გადაღება.

  3. 🙂 გავიღიმე და დავრჩი ასე გაღიმებული. რა მაგარია ასეთი განწყობა გადამდები რომ არის. მართალი ხარ, ბედნიერებას არც სამსახური ჭირდება, არც ბევრი ფული და არც რამე სხვა კონკრეტული იწილო-ბიწილო. ბედნიერებას შენ თვითონ ქმნი ადამიანი. შენ შეგიქმნია შენი წილი ბედნიერება და ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროს 🙂 ჭკვიანი ხარ. ისე, სიმართლე გითხრა ხანდახან ისე ძაან მინდება რომ ვიყო აბსოლუტურად უსაქმური, არ ვიარო სამსახურში და მთელი ეს დრო ჩემს თავს მოვახმარო… ასე ვიბოდიალო, ვიარო ტრენაჟრებზე, აუზზე, ცეკვაზე, რასაც ვერ ვახერხებ დღეს…. ეჰჰ, მაგრამ ხელფასს ვინ გადამიხდის მერე?! 🙂 მოკლედ ისიამოვნე ცოტა ხანი მოცლილობით და მერე სამსახურიც მოგძებნის.

  4. ფოტოგრაფი დამპირდა იმაზე ლამაზი ვიდრე სინამდვილეში ხარო.

    ეს რა ახალი დროის კომპლიმენტია? :/ კოჭლი.

    • ხო რა ვიცი ეგრე დამპირდა და:( ანუ ისეთი მახინჯი არ გამოხვალ როგორც რეალობაში ხარო-ასე გავშიფრე მე.

      • ვერ გადაამტვრიე მერე აპარატი თავზე?
        ან შემოგელაწუნებინა მაინც.

      • არ ვარ აგრესიული, მით უმეტეს უცხოებთან, ასე რომ გადამირჩა

    • ეგ ბედნიერების პიკია მგონი. ზებედნიერება თურაღაც ამდაგვარი.
      მაგრამ ერთი რომ გყავს და შეძლებისდაგვარად 4-ად იჭრება ეგეც კაია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s