ჩემი ხელით

საერთოდ ძალიან მიყვარს ტანსაცმლის გადაკეთება, მიჭრა-მოჭრა, მიკერება ან მიკერებულის მოძრობა, მოკლედ ნემსი და ძაფი არ მემარჯვება თორემ დაჭრა-გაუბედურებაში ბადალი არ მყავს. მერე დიდხანს მიდევს მკერავთან წასაღებად გამზადებული ტანსაცმელი. ღილის დაკერებაზეც ისე ვწვალობ ჩემი ქმარი 5 წუთზე მეტს ვერ უძლებს სანახაობას, გამომტაცებს ხოლმე ხელიდან და იმ დროის განმავლობაში რასაც მე ერთი ღილის დაკერებას ვანდომებ, დანარჩენ ღილებს მიუჩენს ხოლმე ადგილს(ფოლაქი, როოგორ მომწონს, მაგრამ ძალიან ძველმოდურად რომ არ მიმიჩნიოთ ისევ ღილი იყოს).

წინამდებარე ფოტოზე ერთი ძალიან ძველი (თუმცა ისე დაძველდა ერთხელაც არ ჩამიცვამს) პერანგია ასახული, რომელიც ჩემს თვალში ძალიან უსახურად გამოიყურება. ვერაფერს ვერ შევუხამე და მოვიხდინე, ამიტომაც კარადაში ზუსტად ორი წელი, თავისთვის ეკიდა. ამ წლების განმავლობაში წმენდა რამდენჯერმე ჩავატარე. როდესაც გამოუსადეგარ სამოსს სხვებს ვჩუქნიდი, ეტყობა გამომრჩა. არასოდეს გამხსენებია მისი არსებობა, სანამ დრესკოდის მიხედვით ჩასაცმელად ვარდისფერი პერანგი არ დამჭირდა.
(მე არ მიყიდია, მიხვდით ალბათ რომ მაჩუქეს).

pizap.com13603420184061

ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი რომ ალტერნატივა არ მქონდა. ვინაიდან ასეთ უსახურს არაფრის დიდებით არ ჩავიცმევდი, როგორიც სურათის პირველ ვრიანტზეა წარმოდგენილი, ცოტა თანამედროვეობის ელფერი მივანიჭე, რაც ძნელი ნამდვილად არ იყო. ვარდისფერს რომ ოქროსფერი ძალიან მოუხდებოდა ვივარაუდე და მართალიც აღმოვჩნდი. დანარჩენი კი ძალიან მარტივია, რამდენიმე მოდური შტრიხი მხრებზე და საყელოზე, გამოვცვალე ღილები და დავამატე ქამარი. ამ ყველაფრის შემდეგ, მოვახერხე და შევძელი მისი ჩაცმა.
pizap.com13603429374531

ურიგოდ არ გამოიყურება არა? ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ იგივეს გაკეთება. ყველას მოგეძევებათ სახლში უსარგებლო ან გამოუდეგარი სამოსი, ცოტა დროს თუ დავახარჯავთ და ფანტაზიას გამოვიყენებთ შესაძლოა მოდურ და თანამედროვე სამოსად ვაქციოთ.

pizap.com13603421930001

ამ ფოტოებზე მუშაობის პრცესია გადაღებული. დააკვირდით, ღილები სხვა პერანგს რომ ავაცალე? ასეა მუდამ, ერთს ვაკეთებ და მეორეს ვაფუჭებ. თუმცა კომპენსაციის სახით თეთრი პერანგი უფრო ლამაზი ღილებით დაჯილდოვდა, მიკერებით ჩემმა დამ მიაკერა, ხომ გითხარით კერვა არ მეხერხება მეთქი.

pizap.com13603424085461

pizap.com13603425678121

Advertisements

11 thoughts on “ჩემი ხელით

  1. რამაგისპასუხია და ფოლაქი მოდის სიტყვა პოლიაკისგან 🙂 პოლონელები ყიდდნენ ფოლაქებს და მიტომ. პოლონეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ რომ გადმოასახლეს საქართველოში ის პოლონელები.
    ისევე როგორც სიტყვა პრანჭია მოდის ფრანგიდან 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s