adibas

აღარც მახსოვს მოლის ბლოგს როდის ავედევნე, თუმცა მას შემდეგ ჩემსა და წიგნებს შორის ნამდვილ ხიდადაა გადებული.
ეს პოსტიც მისთვის დაიწერა კარგა ხნის წინ,
ეხლაც მისია…
უბრალოდ თქვენც მოახერხებთ წაკითხვას.

ზაზა ბურჭულაძის სახელი რა თქმა უნდა მანამდეც გამეგონა, თუნდაც “ჯაყოს ხიზნების”ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მაგრამ რადგანაც საყვარელ ნაწარმოებთა ეკრანიზაცია დიდად არ მხიბლავს არც თავი შემიწუხებია ამ ფილმის ნახვით, მიუხედავად ნატო მურვანიძისადმი ჩემი უდიდესი თაყვანისცემისა. როდესაც შენს ბლოგზე პოსტი წავიკითხე, საშინლად აღმაშფოთა იმ ფაქტმა რომ ადამიანის უფლებები შელახეს და შუა ქუჩაში პატარა ბავშვივით გალახეს. რას ვიზამთ ზაზას დავესესხები და ეს ხომ “ჰიპერრეალისტური ქალაქია”, სადაც ჯანსაღი კრიტიკა არავინ იცის, თუმცა თავს ევროპელობაზე დებენ. მაგრამ მაინც მადლობა, ეგრე რომ არ მომხდარიყო არც შენ დაწერდი ბლოგზე და არც მე დავინტერესდებოდი ამ ადამიანის თხზულებებით.

ადიბასი რომ წავიკითხე, იმ დილითვე გავეშურე სხვა ნაწარმოების საყიდლად, იმავე მაღაზიაში იმავე დახლთან რომ შემნიშნა, იმავე გამყიდველმა, დაუყოვნებლივ მომახსენა რომ “იმ ამბის” შემდეგ ბურჭულაძისადმი ინტერესი გაცხოველდა და მე პირველი არ ვარ.
ასე რომ აღარ მიკვირს ზაზასი პოლიციაში, რომ არ იჩივლა.

რც შეეეხება “ადიბასს” პირველად წავიკითხე და არ მომეწონა, დახვეწილი ლიტერატურული ენის მოყვარულს რა თქმა უნდა თვალში მკვეთრად მომხვდა არაკორექტული სიტყვების და სცენების კასკადი. თუმცა კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია.

წიგნის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა სექსის მოყვარული ბიჭია, რაც რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, საოცარი ის იქნებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანს სექსი რომ არ უყვარდეს. მთელს სიუჟეტს ლეიტმოტივად გასდევს სატელევიზიო ჩართვები და კერძო საუბრები ომის დეტალების ირგვლივ, წიგნის მთავარი არსი კარგადაა შენიღბული სექსით(ორალური, ანალური და კიდევ ვინ მოსთვლის),ქალებით(თუნდაც საჩვენებელ თითზე ლაქატეხილი ანდაც ფეხის ქუსლ დახეთქილი), სასმელით(არყიანი შეიკი უნდა ვცადო),წამლით(ვალიუმი, წებო..) და რაა გასაკვირი მკითხველს ძირითადი არსი თუ გაეპარა?

“ღვთის გმობა” და “ამორალობა” ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რეალობაა, და რატომ გახდა თითით საჩვენებელი და გასაკიცხი ის, რაც თითოეული ჩვენგანის ყოფითობის აუცილებლობაა? ხოდა გვერდზე გავწიე სექსი და წიგნი მეორედ გადავიკითხე, ხელთ რეალობა შემრჩა რომელსაც ამაზრზენი სახე მიეღო.

რას ვაკეთებდი მე, როდესაც სამშობლო ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული?
14,ოქტომბერი
2012

553968_479552848743159_2087469849_n

74891_478728372158940_1158685128_n

311164_478728362158941_1957758625_n

550826_478728392158938_1565973248_n

Advertisements

23 thoughts on “adibas

  1. ბურჭულაძე ვინაა არ ვიცი, მარა სათვალე კარგი გაქვს და გიხდება.

      • უნდა დამიჯერო აბა როგორ. ბოლო-ბოლო გივი სიხარულიძეს იმდენი ქალი არ გამოუცვლია, რაც მე სათვალეები. 🙂

      • ხო რა ვიცი, პარანოიკი ხარო ყველა მეუბნება და ალბათ მართლები არიან. დაგიჯერებ მაშინ და შევიფერებ. ისე ამ სათვალის ამორჩევამ ჩემი ცხოვრების რამდენიმე კვირა სერიოზულად ჩააშხამა, პოსტიც დავწერე ერთხელ

      • პარანოიკი ხარო ყველა მეუბნება

        მეცარავთქვი თითი ეგრე რო უჭირავს ვის აგზავნის-თქო 🙂

      • მანიკური მაქვს გასაკეთებელი და ვმალავ თითებს უბრალოდ:(

    • შემოდგომის მიწურულს გამიტაცა მისმა შემოქმედებამ

    • რომლებსაც მალავ იმ თითებზე არ გეუბნები 🙂 რომლებსაც გვიჩვენებ – იმას 🙂
      ნუ შუათანა რომ იყოს აჯობებდა, მარა ასეც იგივეს ნიშნავს. 🙂
      ზაზას მოეწონებოდა ბზვ 🙂 გოგო კითხულობს მის ადიბასს და სამყაროს უჩვენებს ფაქიუს 🙂 ფბ-ზე კი იქნები და მილინკე აბა.

  2. მე რატომღა არ მეხამუშა ეს სექსით გაჟღენთილი ლექსიკა, არც შიგადაშიგ შემოპარული ,,სატელევიზიო ჩართვები და კერძო საუბრები ომის დეტალების ირგვლივ” გამომპარვია. საკმაოდ მომეწონა :)))

    • ძალიან კარგი იმიტომ რომ არცერთ ჩემს ნაცნობს არ მოეწონა, და წიგნის შინაარსის ახსნა-განმარტება და შეგონებანი სიღრმისეული აზრების ამოსაცნობად შეუძლებელია.

      ან ხვდები ანდაც ვერ ხვდები, ან არ გინდა რომ მიხვდე, ან აკვიატებული გაქვს, რომ ლიტერატურა სწორხაზოვნად დახვეწილი და კარგად შეფუთული იყოს.

      ხოდა ეს კბილი გავკარი ჩემს უტვინოებს, შენ რომ მოგეწონა მიხარია

  3. სათვალეზე რა დაწერე, მართლა?
    მე ხვალ ველოდები სავარაუდოდ ან ზეგ. უნდა ჩამომივიდეს.

    • გამოწერით როგორ მიხვდიი მოგიხდება თუ არა? პინკზე ჩაწერე მე ა სათვალე და ამოგიგდებს თუ დაინტერესდი

      • რავი აბა 🙂 ფანტაზია მაქვს ისეთი ქვას ხეთქავს 🙂 ცხადად წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს სიფათზე 🙂
        ყველა სათვალე გამოწერილი მაქვს. და რავი, მგონი იმ ფარგლებში რაც ვარ, მერგება.
        უბრალოდ რაც აქამდე ვიყიდე ის ბრენდები აქ არ იყიდება. ახლა რაც ვიყიდე მარჩიანო – იყიდება აქაც, მაგრამ უფრო ძვირია. იქ დიდი სეილი იყო ყველა მოდელზე 🙂

  4. წავიკითხე 🙂 მე ჩამაშხამაო რომ ამბობდი სხვა ამბები წარმოვიდგინე უფრო დრამატული 🙂
    ეგ არაფერი. მრავალფეროვნებით გამოწვეული ტანჯვა-წამება კაპიტალიზმის მოტანილია 🙂 თორემ პირველად რომ სათვალე დამჭირდა – მაშინ არც არჩევანი იყო. 🙂

    ისე მეც ვიფიქრე ერთხელ, კაი ხნის წინ ნეტა მეც მქონდეს ეგეთი სათვალეო და ამიხდა შენსავით. 🙂 მეცნო ეგ ისტორია.
    ეს სათვალე რომ ჩამოვა, მინდა კიდევ ერთი სათვალიანი პოსტი დავწერო – რიგით მესამეს. 🙂 და იქ ვაპირებდი მოყოლას :):)

    • მოყევი მერე უფრო დაწვრილებით და მეც დაწვრილებით წავიკითხავ

  5. მეც ძალიან მომწონს შენი სათვალე და ადიბასსაც არაუშავს :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s