ცვლილებები და პლასტიკური ქირურგია

როგორ არ მიყვარს სიმყუდროვე როცა ირღვევა და ცვლილებების დრო დგება. ერთფეროვნებაო, მოწყენილობაო-რა სისულელეა, ჩემი მყუდრო ერთფეროვნება მენატრება.

ნამდვილი ქაოსი.
ბინის შეცვლა რა საშინელებაა ალბათ ბევრს გამოუცდია, წინასწარ ვდარდობ (რაღა წინასწარ ერთ თვეში უნდა გადავბარგდე) ჩემს საყვარელ სახლუკას რომ მივატოვებ ულამაზეს ადგილზე, არაჩვეულებრივი ხედებით და გარემოთი. მეზობლებსაც თუ ვიდარდებდი ოდესმე, არ მეგონა – გულცივი არსება მგონია ჩემი თავი. დღეს რომ შემომძახა ნაილიმ თამ ქორწილში მივდივარ და მიშველეო-რომ დავბზრიალდი, სამოსი და მაკიაჟი ავურჩიე(ამასობაში სახლში ათიოდე სტუმარი რომ მივატოვე ჩემ ნაოპერაციევ დასთან ერთად) პირველად დავფიქრდი ვეღარც ნაილი შემომძახებს თამ მჭირდებიო და ვერც მე მივადგები ვერავის შუაღამეზე პატარას სიცხე აქვს და წამალი მჭირდებაო.

მომენატრება მეტეხის თავზე ამოწვერილი მზე, რომლის სანახავადაც კვირაში რამდენჯერმე ავრბივარ ხოლმე ნარიყალაზე.

ვეღარც ფეხით ვიბოდიალებ საათობით ჩემს საყვარელ ქუჩებში, მოკლედ ცვლილებები ჩემს შეჩვეულ სიმყუდროვეს და საყვარელ ერთფეროვნებას წალეკვით ემუქრება.

ააჰ, და პლასტიკური ქირურგია რა შუაშია?
უბრალოდ მივხვდი რომ როდესაც ძალიან გინდა შენს თავში რაღაც სასიკეთოდ შეცვალო პლასტიკური ქირურგია სასწაულებს გპირდება.
უბრალოდ მივხვდი, თორემ ჩემი თავი ისეთი მიყვარს როგორიც ვარ!
თავდაჯერებაც არ მაკლია, ჰმ ჩემი გრძელი ცხვირის პატრონს.

Photo0227

Photo0233

Photo0171

Photo0169

Photo0236

8 thoughts on “ცვლილებები და პლასტიკური ქირურგია

  1. თუ დამიჯერებ, მეც კი დამწყდა გული, ასე გაშინაურებულ მეზობლებს რომ ტოვებ🙂

    იმედია, ახალი სახლიც შეგიყვარდება.

    • ერთია მარტო:) და ადგილიც. ეეეჰ, პირველად ჩავფიქრდი დღეს და საშინელი გრძნობა მაქვს.

      • წარმომიდგენია. უფრო სწორად, ზუსტად ვიცი. მაქვს გამოცდილება😦 თუმცა, სიახლის შეგრძნება მაინც სახალისოა და ის სახლიც შეგაყვარებს თავს. დროა საჭირო.

      • არა მგონია კი არა და სად კორპუსის ბინა ორთაჭალის ბოლოში და სად ის რასაც ვტოვებ (ფეშენებელური ნამდვილად არ არის მაგრამ ადგილი მენანება უბრალოდ) და ვერც ასეთ ძირეულ ცვლილებებს ვიტან.არც მჭირდება ახალი საცხოვრებელის შეყვარება იმიტომ რომ დროებითია .

  2. ახალი სახლის მოწყობას რომ დაიწყებ შენს გემოზე გაგახალისებს და ამასობაში მიეჩვევი კიდეც🙂
    მე ასე გადავიტანე :))) ისე, სიახლეები რაღაც პონტში მაინც კაია

  3. აი დროებითი რომ არის ახალი საცხოვრებელი მაგიტომ ხარ განცდებში. არაუშავს, რა თქმა უნდა მიეჩვევი. გაიხსენე, რამდენი რამეა ისეთი, რაზეც შეიძლებოდა რომ ძალიან გედარდა და რომელთა საბედნიერო არ-არსებობა გაძლევს დროს და საშუალებას, რომ ამ უმნიშვნელო პრობლემას ჩაუღრმავდე🙂 ყველაფერი კარგად იქნება🙂

  4. აუფ, მართლა რა ცუდია რომ გადადიხარ😦 ეგ ადგილი მეც მაგრად მომწონს:/ მაგრამ არაუშავს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება🙂

  5. ბოლო დროს პოსტების საკითხავად ვერ მოვიცალე და ერთიანად გადავუარე შენს ბლოგს, რამდენი პოსტი მოგისწრია))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s