Diefenbach CAKE STUDIO

ვის არ უყვარს გემრიელი ტორტი ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად? რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ეს პოსტი მათთვისაა ვისაც უპირობოდ უყვარს ტკბილეული და მის დიზაინსაც არ ტოვებს უყურადღებოდ.

მოგეხსენებათ ძალიან მიყვარს თბილისის ძველ და მიყრუებულ ქუჩებში ხეტიალი, ხოდა ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ასეთი ხეტიალისას ლესელიძის ერთ მივიწყებულ ჩიხში შემთხვევით წავაწყდი პატარა და მყუდრო ტორტის სტუდიას, უგემრიელესი ნამცხვრების და ტორტების ასორტიმენტით.

ტკბილეულის მოყვარულისთვის, ნამდვილი სიურპრიზი იყო ასეთი მშვენიერი ადგილის აღმოჩენა. მითუმეტეს, რომ ბრენდი მალე გახდა ქართველ გურმანებს შორის პოპულარული და ყველა კორპორატიული ივენთი თუ კარგად ორგანიზებული წვეულება Diefenbach-ს ელეგანტური, კრეატიული, დახვეწილი დიზაინის( ტორტების დიზაინზე დიზაინერები მუშობენ) და უგემრიელესი შიგთავსის მქონე ტორტებით ფორმდება.
Diefenbach განსხვავებულ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ტორტების შიგთავსი და გარე დიზაინი გერმანიიდან შემოტანილი ინგრედიენტებით კეთდება. სპეციალური ძვირადღირებული საღებავები ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული( და არა ქიმიურზე). რადგანაც საბავშვო ტორტებსაც ხშირად ამზადებენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ბუნებრივ შემადგენლობას, ამიტომაც Diefenbach-ის ტორტები სხვებთან შედარებით ძვირია.

ხოდა ეს ჩემი ხეტიალი რა შუაშია. ხვალ ჩემი საყვარელი და ძვირფასი ბლოგის დაბადების დღეა, რა თქმა უნდა მისთვის მხოლოდ ყველაზე კარგი მემეტება-და Diefenbach-ი გამახსენდა, როგორც გავარკვიე, მისამართი შეუცვლიათ და ბინა ფალიაშვილი #27 -ში დაუდიათ. პატარა სტუდიის ახალი დიზაინი მათივე შექმნილი კრეატიული და ძალიან ლამაზია. ბლოგის ტორტიც ასევე ლამაზი, გემრიელი და მშვენიერია. თუმცა ამაზე ხვალე, მანამდე კი ტორტის სტუდიის ინტერიერის და მათი დამზადებული ხელოვნების ნიმუშების ფოტოებს გადაავლეთ თვალი. თუ უფრო მეტის დათვალიერება და გაგება მოგინდათ ესტუმრეთ მათ ფბ-ფეიჯს ამ ლინკზე.
379243_458840657504729_664715444_n

6636_429722483749880_604127028_n

262644_429726347082827_1085419583_n

264417_181137351941729_1118559_n

295063_318847954837334_15442061_n

295069_324439927611470_1562731900_n

295155_327177194004410_30034131_n

306270_327180864004043_770724945_n

425864_300612296660900_267841130_n

481209_354593397929456_1968285551_n

530722_321015134620616_1588534207_n

540124_453812678007527_476516285_n

543603_354593667929429_527939885_n

548288_318847691504027_1332637129_n

559912_315437601845036_173637977_n

548570_315437678511695_1634213076_n

13 thoughts on “Diefenbach CAKE STUDIO

  1. უბრალო ნამცხვრები მირჩევნია, თუმცა ტორტსაც არაუშავს, მით უფრო თუ ასე გაფორმებული იქნება.

    • ისე მიყვარს ტორტები მე და თან ასეთი გემრიელები თუა ხო საერთოდ სულ მავიწყდება წონის კონტროლი

  2. ვაიმე ვაიმე, როგორ მომინდა ახლა ტორტი. თან ეტყობა, რომ ამათ ზეფირი აქვს ზემოდაან…😦 რატომ მიყვარს ასე ძალიან ეს ტკბილეული… დიზაინი მართლა ძალიან გამორჩეული აქვს თითოეულს.

    • ხვალ სამ საათზე თუ მოახერხებ მოსვლას “144 საფეხურში” შემიძლია გაგიმასპინძლდე ასეთი ტორტით.

  3. ტორტზე და ჩაიზე ჭჯუა მეკეტება და ძალიან ხშირადაც მივირთმევ ხოლმე❤ ვაიმე ამ სურათებზე სულ ნერწყვები წამომივიდა!

  4. მიყვარს დიფენბახის ტორტები❤ გემოზე არ ვგიჯდები (ცუდი კი არაა, უფრო სხვანაირი მირჩევნია), მაგრამ ვიზუალურად ნამდვილად საუკეთესოა ^^

  5. მაიცა ეგ ხომ დაიხურა პიარსკოლასთან ორთაბრძოლაში დამარცხებული?:/ ეპიქბათლ ჰქონდათ,.. მაგრამ, მიხარია რომ გაცოცხლდნენ.

    • ამ საკითხის განხილვა შორს წაგვიყვანს. ისე კი პიარ სკოლა და რედიქსის თანამშრომლები ნამდვილად არ იყვნენ მართლები, ჩემის პირადი აზრით.

      • ეგ საკითხი განვიხილეთ უკვე ფბ-ზე🙂 როცა ცხელი ამბავი იყო და ვრცლად.
        ჩემი პირადი აზრი იყო რომ არც ერთი იყო მართალი არც მეორე ბიზნესის კუთხით.
        მაგრამ პირადი თავდასხმა და ჰიტლერთან შედარება კიდევ ცალკე ამბავია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s