გილოცავ დაბადების დღეს , ძვირფასო!

მესამე შვილი

მთელმა ინტერნეტსამყარომ (და არა მარტო) გაიგო რომ გუშინ ჩემი საყვარელი ბლოგის ერთი წლის იუბილეს ავღნიშნავდი. ერთი წელიც არის და ერთი წელიც- ბლოგთან ერთად გატარებული წელიწადი კი ნამდვილად სასიამოვნო და არაჩვეულებრივი იყო. არ ვიცი თქვენთან როგორ არის საქმე, მე კი ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ბლოგის მიმართ-როდესაც ვერ (ან არ) ვწერ მგონია, რომ შვილს ვტოვებ მშიერს, მოკლედ ჩემი მესამე შვილი გაიზარდა, ფეხი აიდგა და ახლა ერთი წლის არის. ნაცნობ-მეგობრები, ყველანი ისევე მილოცავდნენ როგორც მაგალითად დათუნას დაბადების დღეს. ყველამ იცის, რომ ბლოგი აღარაა ჩემი გასართობი,ძალიან სერიოზულად ვეკიდები, მიყვარს და იმის გაფიქრებაც მზარავს რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ეს ერთი წელი, ბლოგი რომ არ შემექმნა. ისეთი ვარიანტია ზუსტად შვილებზე რომ ვფიქრობ ხოლმე: ესენი რომ არ მყავნენ იქამდე როგორ ვცხოვრობდი მეთქი. ბლოგი, რომ არ მქონდა მანამდე როგორ ვცხოვრობდი? კვირაში ერთხელ ვრთავდი კომპიუტერს. რა მოსაწყენია არა??

როგორ დავიწყე

თავიდან იყო ონლაინ ჟურნალი www.pink.ge, რომელთანაც კარგა ხანი ვთანამშრომლობდი და დღემდე ასეა, თუმცა ონლაინ ჟურნალის ფორმატი არ მაძლევდა საშუალებას იმ ყველაფერზე მეწერა რაც მაწუხებდა, გამოსავალი კი ძალიან მარტივად ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა, მეგობარმა და ბლოგერმა შთამაგონა. თავიდან ნახევარი წელი ბლოგსპოტზე ვიჯახირე და მივხვდი რომ რაღაც მაკლდა,ზუსტად ერთი წლის წინ წარმატებით გადმოვბარგდი ვორდპრესზე. აი ასე დაიბადა თამის ბლოგი.

რა მომიტანა

რამდენიმე ონლაინ მეგობარი, ცხოვრების სიხარული, სტიმული იმის რომ რაღაცას ვქმნი , და ეს რაღაც სხვებს მოსწონთ. ასევე პირველი ჰონორარი, საჩუქრები, მოკლედ ერთ წელიწადში ყველაფერი მოვასწრეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მოლის რომელიც არის ყველაზე ერთგული მკითხველი და ძალიან მახარებს ხოლმე თავისი სტუმრობით. ასევე დიდი მადლობა თქვენ ყველას ვინც სტუმრობთ ჩემს ბლოგს, მეც თითოეულ თქვენთაგანთან გულით მომიხარია, სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ახალ პოსტებს და ნერვები მეშლება როდესაც აღარ წერთ. ძალიან მინდოდა გუშინ ბევრს მოეხერხებინა მოსვლა ჩემი ბლოგის დაბადების დღეზე მაგრამ ვიცი რომ სულით და გულით ჩემთან იყავით: ფინიკი, კარამელი,
კეჟერაძე, პატარა ფერია,ლორდ ვადერი, თაკო,ანო,კატერინა,ცოტნე,bloggerside

დაბადების დღე

დიდხანს ვფიქრობდი, რა და როგორ გამეკეთებინა. ტორტი Diefenbach CAKE STUDIO – აჩუქა ჩემს საყვარელ ბლოგუნიას, ქალბატონმა რუსუდანმა კი დაგვითმო მშვენიერი ვერანდა არაჩვეულებრივი ხედებით “144 საფეხურში” ბლოგს არ ვიცი ამით რა ხეირი, ალბათ ეს ფოტოები, რომელიც ბლოგის ისტორიას შემორჩება, ჩვენ კი ძალიან კარგად გავერთეთ.

307313_297931923667490_774627880_n

Photo0008

Photo0009

Photo0010

Photo0043

Photo0063
ბლოგსისთერ<3
Photo0067

Photo0069
დანიმ გადაურბინა სახურავებს, კიდევ კარგი გაწაფულია სახურავებზე ძრომიალში და არსად ჩაიჩეხა.

Photo0080

Photo0082

Photo0075

Photo0077

Photo0007

Photo0022

Photo0025

Photo0029

Photo0073

მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, ფოტოების სრული კოლაჟი შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ

25 thoughts on “გილოცავ დაბადების დღეს , ძვირფასო!

  1. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბლოგს 🙂 ამ ბლოგმა უნდა თქვას, პატრონი მყავსო – აბა მე კი არ გამახსენდება დაბადების დღე :)))

  2. თამი გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს!!!! ძალიან კარგი ბლოგი გაქვს და შემიყვარდა იმ წამიდან რაც აქ ავღმოჩნდი!

    • მადლობა ან, გაიხარე, ძალიან მიყვარს ეს ადგილი ახლოს ვცხოვრობ აქვე თანაც და გულით მიმიხარია ხოლმე არაჩვეულებრივი ხედები იშლება. კატებს ვერ ვიტან, მაგრამ ის იქ იმდენია და ისეთი საყვარლები…

      • ახლოს ცხოვრობ მანდვე? ალბათ მაგ კაფესაც ხშირად სტუმრობ. რა კარგია. როგორ მიყვარს მაქაური ვიწრო ქუჩები და ასასვლელები.

      • კი აუცილებლად ჩემს სახლთან უნდა ჩაიარო სანამ მაგ კაფეში მოხვდები. მაგრამ მალე გადავდივარ:(

  3. გილოცავ გილოცავ საყვარელო :*:*:*:* დიიიიდიი და სახელოვანი შვილი გაგიზარდოს ღმერთმაა :))) ❤ ❤ ❤
    რა ლამაზი დრო გიტარებიათ (HAPPY)
    პ.ს. ტორტიიიიი მმმმმ ….
    პაზდრავლიაიუუუუუუუუუუუუ

    • მშვენიერი ადგილმდებაორებაა. მაგრამ თუ გადადიხართ, ერთის მხრივ კარგია, ახალი ადგილი, ახალი გარემო, ესეც საინტერესოა.

      • ისე მიყვარს აქაობა, ნამდვილად არ მინდა წასვლა მაგრამ რას ვიზამთ. სხვა გზა არ მაქვს.

  4. გილოცავ თამი 🙂 ასე გააგრძელე და არ მოგვაკლო შენი საყვარელი პოსტები :*
    პ.ს ფისოს სურათს მოგპარავ რაა თუ არ გეწყინება, ძაან მომწონს :))

  5. თამი, გილოცავ მოგვიანებით :))) ბევრ-ბევრ საინტერესო პოსტს, მკითხველების გამრავლებას და სასიამოვნო ფუსფუსს ვუსურვებ შენს ძალიან საყვარელ ბლოგს 🙂

  6. გამოცდების გადამკიდე გამომრჩა შენი ბლოგის დაბ. დღე და დაგვინებით გილოცავ! მრავალ ერთგულ მკითხველსა და საინტერესო იდეებს გისურვებ! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s