მიზნები და შედეგები

კარგა ხნის წინ გადაწყვიტა ცხვირის რინოპლასტიკა გაეკეთებინა. მიზანი დაისახა მეთქი ვიტყოდი, რადგან ოპერაციის ფული თავად უნდა გამოემუშავებინა. ერთი შეხედვით ადვილი სათქმელია, არც ოთხი ათასი ლარია ისეთი თანხა, რომ ვერ გადაენახა. რთული უდროობის რეჟიმი, დილის 6 საათზე ადგომა, უნივერსიტეტი, ლექციები, საკმაოდ შრომატევადი სასწავლო პროგრამა და ამ ყველაფერთან სამსახურის შეთავსება იყო.

ვერ წარმოიდგენთ რა ძნელია, როდესაც მხოლოდ 20 წლის ხარ და თავისუფალი დროის ერთი საათიც არ გაგაჩნია. დაპროგრამებულ რობოტად ყოფნა, გამოზოგილი წუთები.

დილის ექვს საათზე გაჩერებისკენ მიმავალი სვამ ყავას და ფიქრობ:
-ღირს ამდენ წვალებად?

მტკიცე ნებისყოფა უკან დახევის შანსს არ გიტოვებს. სამსახურიდან მომავალი ნაღვლიანად გაჰყურებ ჰორიზონტის ხაზს, იქ ზღვა და ცა ერთმანეთს უერთდება. პლაჟი, ოქროსფერი ქვიშა, ძალიან ბევრი მხიარული და გარუჯული ადამიანი. შენ?
შენ სახლში მილასლასებ ისეთი დაღლილი…ისეთი დაღლილი რომ შხაპის მიღებაც გეზარება.
და ფიქრობ ხოლმე:
-ღირს ამდენ წვალებად?

***
თვითმფრინავის ბილეთი, აეროპორტი, შენი და, ექიმის კაბინეტი, მოდელირება, გულისცემის აჩქარება, ოპერაციის თარიღი, ნარკოზი, გამშრალი პირი, ჩალურჯებული თვალები, გაბინტული სახე, გაწელილი დღეები, მოლოდინი, სახვევის მოხსნის დღე.
უცხო ადამიანი სარკიდან შემოგცქერის და ნერვები გეშლება.
შენ?
შენ არ ხარ.
არა შენ ხარ, მაგრამ სულ სხვა ხარ.
უფრო ლამაზი და კოხტა ხარ.
მე შენ მიყვარხარ.

***
იცით რამხელა შოკია,როდესაც სარკეში იყურები და საკუთარ თავს ვერ ცნობ? გავა დრო და შეეგუები სასიკეთო ცვლილებებს. ამის მისაღწევად, ხომ ძალიან ბევრი ენერგია, დრო შრომა და ნერვები დახარჯე.

მანამდე კი…მე შენთან ვარ და ყოველთვის მზად ვარ გითხრა,
-“შენი ცხვირი მომხიბვლელია ყველანაირ ამინდში”.
ცოტა გასიებული,
ცოტა შეშუპებული, მაგრამ
მაინც ლამაზი და კოხტა.

Copy of cxchemi cxviri

15 thoughts on “მიზნები და შედეგები

    • ჩემი და.არაჩვეულებრივი შედეგებია, მართლაც და ჯერჯერობით ვერ ეგუება, თუმცა დარწმუნებული ვარ მხოლოდ ჯერჯერობით.

    • ხო აბა, ძალიან ძნელია, მაგრამ შედეგი ღირს შრომად , ოპერაციად და თავგანწირვადაც.

  1. ყოჩაღ, გამიგია რომ პოსტ ოპერაციის შემდგომი პერიოდი უფრო რთულია, ტამპონების შეცვლა მტკივნეულიაოოო 🙂

  2. Gmerto chemo, amdeni shroma da nebisyopa gamouchenia shens das. Yochag. Plus operacia da mteli shemdgomi sirtuleebi. Shedegi aris pantastiuri. Miechveva nel nela ❤

    • მიეჩვია უკვე, ამ პოსტის მერე კარგა ხანი გავიდა, ეხლა უსაზღვრო კმაყოფილებას განიცდის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s