ექსკლუზიური ინტერვიუ ფრანკო ძეფირელისთან

მასალა მომზადებულია ბექა ელბაქიძის მიერ, რომელიც ეწვია ფრანკო ძეფირელის შინ და საქართველოში, სპეციალურად ტელეიმედის მაყურებლისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაგზავნა. ბექას ნებართვით მე ამ სატელევიზიო რეპორტაჟის ონლაინ ვერსიას შემოგთავაზებთ.

ამბობენ რომ ყველა გზა რომში მიდის, მიდის ან მოდის, ეს გზები სხვადასხვა დროს, გენიოსებმა გაიარეს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით, რომელმაც მსოფლიო კინემატოგრაფს,თეატრსა და ოპერას არაერთი შედევრი აჩუქა. 90 წლის ფრანკო ძეფირელი; როგორ იხსენებს ის განვლილ გზას?!

“omaggio a roma” ეს სწორედ ის ფილმია, რომლითაც ფრანკო ძეფირელი კინოს გამოემშვიდობა. ნახევრად დოკუმენტურ კინოსურათში, რომელიც რომის ტურისტული ვიდეორუკაც არის და საოპერო თეატრალური დადგმაც, რეჟისორმა მონიკა ბელუჩი და ანდრეა ბოჩელი გადაიღო.

“ძეფირელი მუდამ ანებივრებს მაყურებელს ვარსკვლავებით, მაგრამ მისი კინო არ გავს კინოს. ის უფრო თეატრია.” წერდნენ წლების განმავლობაში მასზე კინოკრიტიკოსები. თეატრალიზებული ატრაქციონების, კოსტიუმირებული საგებისა და მის სიმბოლოდ ქცეული ესთეტიკის მოტრფიალე რეჟისორი, დღეს უკვე თანამედროვე კინოს აკრიტიკებს.

-მაესტრო რას ფიქრობთ თანამედროვე კინოზე? მაგალითად ამბობენ, რომ იტალიური კინო აღარ არსებობს.
-ახლა რთულია გაიგო რა აინტერესებს მაყურებელს, თუმცა სიმართლე, რომ გითხრათ დღეს აღარ არსებობს ნამდვილი კინო… კინო, რომელიც წლების წინ კეთდებოდა იტალიაში, აღარ იქმნება დიდი შედევრები.

მისთვის წინა პლანზე ყოველთვის ოპერა და თეატრი იყო, თუმცა ამის პარალელურად აქტიურად მუშაობდა კინოშიც.”იესო ნაზარეველი” , “”ჩემპიონი” “ჩაი მუსოლინისთან ერთად” “ჯეინ ეარი” … თუმცა მისი კინო, იტალიას არ უკავშირდებოდა, მან მთელი შემოქმედება დიდ ბრიტანეთს, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ეკრანზე ინგლისური ლიტერტურის მნიშვნელოვანი გმირები გააცოცხლა.

– მე ინგლისურმა კულტურამ ჩამომაყალიბა, შექსპირი კი ერთ-ერთი მთავარი უჯრედი იყო ამ ურთიერთობაში. ის ისეთივე დიდია ჩემთვის, როგორც დანტე ალიგიერი. მითოლოგიური, თეატრის სიმბოლო. ვფიქრობ დიდი პასუხისმგებლობაა მისი სცენასა და ეკრანზე გადმოტანა. ჩემი პირველი შეხება გენიოსთან საკმაოდ გაუცნობიერებელ ასაკში მოხდა. ბავშვობაში სულ მესმოდა ისტორია გოგონაზე, რომელიც 12 წლის ასაკში სიყვარულის გამო მოკვდა.მას ჯულიეტა ერქვა.

-“რომეო და ჯულიეტა” დიახ, ეს არის ყველაზე ლამაზი ფილმი სიყვარულზე. როგორია სინამდვილეში ამ ფილმის რეჟისორის სიყვარულის ისტორია? რამდენჯერ იყო შეყვარებული მაესტრო ფრანკო ძეფირელი?
-მე მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ. სიყვარული ცოტა პრობლემური სიტყვაა, რომელიც ჩარჩოებში გსვავს. რეალურად კი ეს უფრო მეტია, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ეს გონებისა და გულის მზადყოფნაა, იმის მიმართ რაც შენს გარშემო ტრიალებს. ჩემთვის ის შრეებად იყოფა. პირველი არის აღმატებული სიყვარული, რომელიც ყველაზე მაღლა დგას და შენთანაა მთელი ცხოვრება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოივლიან და მერე, ისევ მიდიან, თუმცა სულს გინათებენ და ისეთ მხარეებს გიჩვენებენ, რაც აქამდე არ იცოდი. მესამე, მესამე ეს არის სექსის კეთების ხელოვნება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მე ჩემი ეროტიკული ფანტაზიების სუბლიმირება კინოში მოვახერხე.

-თქვენ დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ ლუკინო ვისკონტისთან, მოგვიყევით მასზე.
-ის იყო ჩემი არტისტული მამა, თავიდანვე დიდი და თბილი გრძნობები ქონდა ჩემს მიმართ, რაც მერე დიდ სიყვარულში გადაიზარდა. მან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოები გამანდო, დიდანს ვიყავით ერთად, თუმცა დროთა განმავლობაში გავხდით ორი პერსონაჟი. ის ბერდებოდა და მიდიოდა, მე კი ახალგაზრდა ვიყავი და მომავალი. ასეთ დროს რთულია სიყვარულის ენა იპოვო, დავშორდით, მაგრამ მთელი ცხოვრება ახლოს ვიყავით. ვისკონტის სიცოცხლის უკანასკნელი წლები ძალიან მძიმე და სევდიანი იყო. მისით სპეკულირებდნენ. მე როგორც შემეძლო მის რეალობას, მის მძიმე რეალობას ვათბობდი.

-ქალები… რა როლი ჰქონდათ ქალებს თქვენს ცხოვრებაში?
-ძალიან ბევრი მეგობარი ქალი მყავდა, რომელი გამოვყო?
-მაგალითად მარია კალასი.
-ის ყველაფერი იყო ჩემთვის. და, საყვარელი, ცოლი, დიდი მეგობარი. კალასი დიდი არტისტი იყო. ექსტრავაგანტული და ტრაგიკული ქალი, მას ყოველთვის სჭირდებოდა გვერდით ადამიანი, რომელიც გაამხნევებდა, სტიმულს მისცემდა. ასეთი მე ვიყავი მის ცხოვრებაში.

-90 წელი. ეს ცოტა არ არის. როგორია ამ დროს ცხოვრების შთაბეჭდილება?
-ძალიან დასუსტებული ვარ, აღარ შემიძლია სიარული. ბევრ რამეს ვეღარ ვაკეთებ, ვეღარ ვმღერი. რა დროც დამრჩა მინდა გამოვიყენო და მომავალ თაობას გადავცე, გავუზიარო ჩემი გამოცდილება. ხანდახან ეს იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ გყავდეს შვილები.

დიდი დრამების ავტორი, რომელსაც არც ცოლი ჰყოლია და არც შვილები, ცხოვრებაში ყველაზე დიდ მონაპოვრად სიყვარულს თვლის. ამბობს , რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩება.

ძეფირელის განმარტებით სიძულვილიც სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული…
ოღონდ იმედგაცრუებული.

ბექა ელბაქიძე და ფრანკო ძეფირელი

ბექა ელბაქიძე და ფრანკო ძეფირელი

გადამღები ჯგუფი დიდ მაესტროსთან ერთად

გადამღები ჯგუფი დიდ მაესტროსთან ერთად

521409_578280978850427_1416985739_n

ეს კი სატელევიზიო ვერსია, ბექასგან ჩვენთვის.

Advertisements

2 thoughts on “ექსკლუზიური ინტერვიუ ფრანკო ძეფირელისთან

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s