ნიუ-იორკიდან პარიზამდე

ვის რა აინტერესებს ყველაზე ძალიან?!
მგონი არავინ შემეწინააღმდეგება თუ გეტყვით, რომ ადამიანებს ერთმანეთის ცხოვრება, განსაკუთრებით პირადი, და კიდევ უფრო მეტად მისი პიკანტური დეტალები აინტერესებთ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის პირადს ფრიად საიდუმლოდ ინახავენ, ზოგიერთებს კი მისი საჯაროდ გამოტანა, აფიშირება და წიგნად გამოცემაც კი ძალუძთ. ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ საჯარო პირების ავტობიოგრაფიული ნამუშევრები ყველაზე გემრიელი ლუკმაა, როგორც გამომცემლებისთვის ისე მკითხველისთვის.

ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” კი ყველაზე გულახდილი ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. გულუხვად შეზავებული სექსუალური სცენებით და პიკანტური დეტალებით, ბილწსიტყვაობა და უხამსობებიც გემოვნებით. მეძავის გული და ამ ყველაფრის ლეიტმოტივი: უკიდეგანო გაჭირვება და შიმშილი.

ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სასოებით გულში ინახავს მილერის რომანში საჯაროდ არის გამომზეურებული.

მე მომწონს, რომ ადამიანებს სექსი უყვართ და არ დარდობენ, როგორ უყურებს ამას საზოგადოება.

მე მომწონს გაბედული და პირდაპირი ადამიანები.

მე მომწონს საზოგადოების გამოწვევა და ის ადამიანები, რომლებსაც ეს შეუძლიათ.

მილერის თხრობის მანერამ მომხიბლა. მაინცდამაინც სექსუალურ სცენებს ნუ ჩავუღრმავდებით. იუმორით გაჯერებულმა ეპიზოდებმა, რომლებსაც სევდიანი ამბების ნაკადი ენაცვლებოდა, სიუჟეტებისა და სცენების თავისებურმა ხედვამ, ზოგჯერ სასოწარკვეთამაც ფეხაკრეფით შემოპარულმა, ლამაზმა სიუჟეტების აღწერამ და მოხდენილმა ეპითეტებმა საოცრად მიმიზიდა.

ყველა იმას ხედავს წიგნში რაც უნდა.
მე ჰენრი მიყვარს.

Photo0337Weß

Photo0339Wr

Photo0350Thö

Photo0348Vj

15 thoughts on “ნიუ-იორკიდან პარიზამდე

  1. მეც მიყვარს ჰენრი🙂❤ მართლაც გემოვნებით აქვს ყველაფერი – სექსიც, იუმორიც…

  2. მე ჯერ შეყვარების პირველ სტდიაში ვარ :დ ამ ეტაპზე ხოლოდ მის საყვარლობაზე ვოცნებობ :დ მერე ალბათ რას ვიზავ😐

  3. როგორ მიხარია რომ ყველას მოგწონთ და გიყვართ. ბევრს არ შეუძლია სტრიქონებს შორის აზრების დანახვა,

  4. ისევე როგორც “პლატფორმა” , რომელიც ძალიან მიყვარს და სტრიქონებს შორის რომ იკითხება ზუსტად იმ აზრების გამო🙂

    • რა ხანია მინდა უელბეკს გავეცნო, ძალიან მაინტერესებს განსაკუთრებით “პლატფორმა”

  5. მეც მიყვარს პირდაპირი ადამიანები, თუმცა პიკანტური დეტალების გასაჯაროვების მომხრე არანაირად არ ვარ. თუმცა ეს სულაც არ მჯიშლის ხელს რომ მსგავსი მემუარები ძაან დიდი სიამოვნებით წავიკითხო🙂 ანუ სხვისას დიდი სიამოვნებით ვეცნობი და ჩემსას ვმალავ🙂 სტანდარტული ჭორიკანა ვარ რა

    • მე კიდევ რომ ვკითხულობდი ვფიქრობდი, როდისმე მეყოფა გამბედაობა ასეთი სკანდალური რომანის დასაწერად? ალბათ რომ დავბერდები გავრისკავ.

      მეც ძალიან ჭორიკანა ვარ.

  6. მე კიდევ არ წამიკითხავს არც ეს მილერი არც მეორე მილერი და არც მეილერი.
    ოდესმე წავიკითხავ, ალბათ.

  7. უნდა ვცადო, რამე გემრიელი წიგნი მომენატრა ))

  8. ერთი კვირაა ვკითხულობ…თითქოს ვიზოგავ…)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s