გაზაფხულის ერთი დღე

გაზაფხულზე განსაკუთრებით ხალისიანი და ბედნიერი ვხდები.სიცოცხლით მავსებს თბილი მზე, ხალვათი სამოსი, გრილი სიო. დაუშრეტელი ენერგიით ვივსები. უფრო ბევრს ვვარჯიშობ, უფრო ადვილია დიეტის დაცვა. ფეხით კვლავინდებურად კილომეტრებს დავდივარ.

თვით შოპინგის პროცესიც აღარ არის საძულველი. დღეს ახალი ფეხსაცმელი შევიძინეთ ბებესთვის. მიუხედავად იმისა, რომ უზმო გამოვედი სახლიდან (საჭმელი არ მქონდა.”მზრუნველ დედიკოს” მაღაზიაში ჩასვლა დაეზარა და დილით გამხმარი პურიც არ გვეგდო სახლში) და შიმშილით გული მიმდიოდა ქუჩის პირას გამოდგმულ სასწორზე ავიწონე და -3 კგ. მაჩვენა, სიხარულით გული გამიჩერდა. ბაზარშიც კუნტრუშ-კუნტრუშით გავწიე.

ჩვენი რაციონი ძირითადად ხილ-ბოსტნეულით და რძის ნაწარმით შემოიფარგლება
რადგანაც ბებე გიჟი ვეგეტარიანელია უკვე მეორე წელია. ჩემს ტყავის ფეხსაცმელებს, ჩანთებს და ბეწვეულს ამრეზით უყურებს რაც გულით მიხარია. საშინელი ვერანაა და იმიტომ. მე კი შაქრიანს, გაზიან სასმელებს და მარიალ საკვებს თითქმის ათი წელია აღარ ვეკარები.
ამიტომ დიეტის დასაწყისი შევთანხმდით, მე ხორცის პროდუქტებს ამოვიღებდი რაციონიდან ის კი ყველაფერს უშაქროდ დალევდა და უმარილოდ შეჭამდა. (ცოცა-ცოლას ვერ შეეშვა მაინც). ხოდა ვიკვებებით ხმაშეტკბილებულად, ვინმე რომ დაგვეწიოს ტრაპეზზე აუცილებლად შევებრალებით.

იმას ვამბობდი, რომ ფეხსაცმელების ყიდვის შემდეგ ბაზარში შევიარეთ მეთქი. 4 კიტრი, 4 პამიდორი, ბევრი სალათის ფურცელი, მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. ერთ რამეს ვერ ვხვდები, ბაზარში ყველა დაინტერესდა რატომ ვყიდულობ 4 ცალ კიტრს და პამიდორს (ორი ცალი არ მომყიდეს). ჯერ ერთი ვერ ვათრევდი კილოობით რომ მეყიდა, მეორეც რამდენიც მინდოდა იმდენი ვიყიდე. როცა გაიგეს, რომ ორი დღე უნდა გვყოფნოდა ეს ყველაფერი გულწრფელი სიბრალულის მიკროექსპრესიები ამოვიკითხე მათ თვალებში (Lie to me).

ენაგადმოგდებულები კი მოვედით სახლში, მაგრამ გარეთ ისევ მზე კაშკაშებდა. ამიტომ სასწრაფოდ ვყლურწეთ უშაქრო ყავა და კვლავ საბოდიალოდ გავეშურეთ. დაკლებული კილოგრამების აღსანიშნავად ცოტა თავიც გავინებივრეთ საყვარელი ნაყინით.

შემდეგი მარშრუტი:ნარიყალა-რიყე-ლესელიძე-ლუკა-პოლარე-პარნასი-საკანცელარიო მაღაზია.

წიგნის მაღაზიები ჩემი სუსტი წერტილია და მინიმუმ ნახევარი საათი ვჩერდები. კოხტად მივაწყობ ხოლმე ჩანთას და პირად ნივთებს, ვიქექები და ვიძირები წიგნების კორიანტელში. გაცხარებულ ძებნაში და მსჯელობაში ვიყავით მე და ბებე, ამ დროს ვიღაც ქალბატონს მაღაზიის კონსულტანტი ვეგონე და რჩევა მთხოვა. მეც სიამოვნებით ჩამოვურაკრაკე ორივე წიგნის შინაარსი , ბოლოს კი საკუთარი აზრიც დავაფიქსირე რომლის ყიდვა სჯობდა. სხვათაშორის გაითვალისწინა და უღრმესი მადლობაც მომიხადა.

წიგნის მაღაზიაში მუშაობა და ქალიშვილის ყოლა-ჩემი ორი აუხდენელი ოცნებაა.

ჩანართი
ბებე:

“პარნასიდან გამოსულებს ორი პატარა ბოშა აგვეკიდა, გახვრეტილი გროშიც აღარ გვეგდო ჯიბეში სამაგიეროდ ცხელი შოკოლადი მეჭირა, ბავშვები კი მოგვდევდნენ და წუწუნებდნენ. ჭიქას მთხოვდნენ, და მეც არ დავუთმე ლუკმა. ბოლოს ძალიან რომ გათავხედნენ გაბრაზდა თამუნაც. სწერვა სახე მიიღო და ბავშვებს უთხრა მთელი დღე ნაშიმშილევ ხალხს უკანასკნლი ლუკმა არ უნდა წაართვათო. ამ შეგონებას აწარმოებდა და უცბად ჭადრის ხეს აეკრა. აი ასე, დაისაჯა გულქვაობისთვის.”

მშვენიერი დღეების ქრონიკებიდან.

ბებე კმაყოფილია შენაძენით

ბებე კმაყოფილია შენაძენით

ამ ფეხსსაცმელმა შეიწირა ჩვენი ორი საათი და გეგმა, იმიტომ რომ მთელი ფული მივათხლიშეთ და სიის დანარჩენი პუნქტები ავტომატურად განულდა.

ამ ფეხსსაცმელმა შეიწირა ჩვენი ორი საათი და გეგმა, იმიტომ რომ მთელი ფული მივათხლიშეთ და სიის დანარჩენი პუნქტები ავტომატურად განულდა.

ნახევარი საათი პარნასში  და ორი წიგნი  მხოლოდ ერთ ლარად.

ნახევარი საათი პარნასში და ორი წიგნი მხოლოდ ერთ ლარად.

სხვათაშორის ფრიად სასიამოვნო პროექტია პოეზიის მოყვარულთათვის

სხვათაშორის ფრიად სასიამოვნო პროექტია პოეზიის მოყვარულთათვის

დიეტაზე ყოფნა იმიტომ არ მიყვარს რომ ათასგვარი სალათის გაკეთება მიწევს,  ვინმე რომ მიკეთებდეს ნაირ-ნაირ სალათებს მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიქნებოდი.

დიეტაზე ყოფნა იმიტომ არ მიყვარს რომ ათასგვარი სალათის გაკეთება მიწევს, ვინმე რომ მიკეთებდეს ნაირ-ნაირ სალათებს მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიქნებოდი.

მზადების  პროცესი

მზადების პროცესი

ძლივს მოვასწარი სურათის გადაღება, ბებე გიჟივით დაეტაკა, შიმშილი აგიჟებს ადამიანს.

ძლივს მოვასწარი სურათის გადაღება, ბებე გიჟივით დაეტაკა, შიმშილი აგიჟებს ადამიანს.

დათუნა და ბებე ბალახობენ

დათუნა და ბებე ბალახობენ

ჩემი ლამაზი სალათი, შეჭმაც დაგენანება კაცს

ჩემი ლამაზი სალათი, შეჭმაც დაგენანება კაცს

ესეც ჩემი თეფში , სანამ სურათს ვიღებდი ბებემ ააოხრა თავისი, ამიტომაც ვერ მოხვდა ფოტოზე.

ესეც ჩემი თეფში, სანამ სურათს ვიღებდი ბებემ ააოხრა თავისი, ამიტომაც ვერ მოხვდა ფოტოზე.

28 thoughts on “გაზაფხულის ერთი დღე

  1. მე კი პირიქით ვარ, გაზაფხულზე სულ ავად ვარ და დიეტაც უფრო მიჭირს🙂 და საერთოდ სალათებს ნამდვილად მირჩევნია კაი მწვადი🙂 მაგრამ იძულების წესით, უარს ვამბობ ხოლმე🙂

    • მე არც მიყვარს ხორცი, მაგრამ მწვადს ვერ ველევი თორემ მეც ვეგეტარიანელი ვიქნებოდი კარგა ხანია.

  2. სულ ვამბობ, ვეგეტარიანელი მხოლოდ იმიტომ ვერ ვხდები ჯერ, რომ ორ ტაილანდურ კერძს ვერ ვთმობ – ქათმის კარის (მწვანეს) და ქათამს ქეშუათი🙂 ბეწვეულზე კი მეც ვწკიპავ წარბებს ამრეზილი :დ

    • რახან ვერ თმობ ე.ი. ძალიან გემრიელია. ხოდა მეც გავსინჯავ, საერთოდ უცხო ქვეყნების სამზარეულოს ვერიდები ხოლმე, მაგრამ ისეთი რეკლამა გაუკეთე პირზე ნერწყვი მომადგა. თან ქათმის ხორცი მსუბუქია და მგონი დიეტის დარღვევაც არ გამომივა.

      • უგემრიელესია :)) ოღონდ გააჩნია სად შეჭამ🙂 ცალკე გეტყვი მერე, სარეკლამო აგენტობა რომ არ დამბრალდეს :დ

  3. ნამდვილი მეფური ნადიმია :დ მხოლოდ ის განსხვვებაა, რომ ჩანგლებს ჰაერშივე ვხსნით სტუმარმა რრომ არ მოგვისწროს :დ 2 კიტრი და 2 პომიდორი😐

  4. რა მაგარია ასეთი დღეები❤ სალათის ფერებმა გამახალისა ^^

    • ხო ძალიან მაგარია, ხშირად წავიკითხავ ამ პოსტებს. ადრე ვინანე მსგავს ონლაინ დღიურებს რომ არ ვწერდი და იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ.

  5. “როცა გაიგეს, რომ ორი დღე უნდა გვყოფნოდა ეს ყველაფერი გულწრფელი სიბრალულის მიკროექსპრესიები ამოვიკითხე მათ თვალებში (Lie to me).” ძალიან ნაცნობი სიტუაციააააა🙂 დიეტა და ვარჯიში მეც დავიწყე და ფეხები ისე მტკივა ნარბენზე დილიაობიტ ლამის გული წამივიდეს😦 მაგრამ ღმერთი არს ჩვენთან… ვიწყებთ🙂

    • ხო აბა რა, გაზაფხული ზედმეტი კილოგრამების ჩამოფერთხვით იწყება.

  6. ჩემი და კულინარიული შედევრების “უცნაური” ურთიერთობის გამო პარნასის ამბავი უფრო მომეწონა😀

    • შედევრის რა მოგახსენო და ჩვეულებრივი სალათია, თუმცა გემრიელი.პარნასში მეც ძალიან გავხალისდი. ფეხები უკან მრჩებოდა იქნებ ვინმეს კიდევ უნდა დახმარება მეთქი.

      და ხეს რომ ავეწებე ეგარ მოგეწონა?ეხლაც მტკივა ცხვირი:)

  7. გაზაფხული ყველაზე კარგი რამაა❤
    პ.ს მართლა რა სიმპათიურად გამოიყურება სალათი:)))

  8. არადა, არ მეცოდებიან ბოშები. უსამართლოდ აეკრა ხეს :დ
    გამომძალველები რომ არიან და მოძულეები, მაგიტომ

    • მე ავეკარი , მე … ვიფიქრე ღმერთმა დამსაჯა მეთქი-არადა მართლა გამომძალველები არიან.

      ჩვენი ვერ გამოგვძალეს ვერაფერი მაგრამ გულიანად დამცინეს.

  9. მმმ… დავამატოთ ცოტა ზეთი, ცოტა ძმარი განკუთვნილი სალათებისთვის, ცოტა ყველიც და უფფ მშვენიერია მაიონეზთან ერთად :d
    მეც ეგრე ვარ მწვადს ვერ ველევი მხოლოდ :)))))))))))))
    ფეხსაცმელები – მშვენიერი შენაძენია🙂 მშვიდობაშიიი

  10. რა გაზაფხულური პოსტია :)) აუუ შემშურდა შენი, უკვე დაგიკლია. მეც დიეტაზე ვარ, ბოლო ბოლო გაზაფხული მოვიდა, თეთრი ჩიჩიების გამომზეურების დრო დგება. სხვათა შორის, ერთადერთი რითაც შემიძლია რომ კულინარიის კუთხით დავიკვეხნო ესაა კარგი სალათების კეთება. თუმცა დიეტის დროს მაგათაც ვკრძალავ. ბოშებზე მაგრად ვიხალისე, ისე მაინც კარგად გადაურჩი, მე მაქვს მაგარი ისტორიები მაგათთან. დაუვიწყარი

    • მეზარება ხოლმე თორემ სამზარეუოლოში სასწაულებს ვაკეთებ. სალათები მრავალნაირი ვიცი.აბა რას ჭამ დიეტის დროს? მარტო მაწონს?

  11. არა, ეგრე არა მთლად. მოხარშული წიწიბურა, მოხარშული ბრინჯი, წვნიანები, ყველაფერი უცხიმოდ. სალათებს კიდევ ყოველთვის მაიონეზით ვაკეთებ და ხომ წარმოგიდგენია ახლა ეგეთი დიეტა როგორი პროდუქტიული გამომივიდოდა… ჰო, კიდევ მწვანე ჩაი აუცილებლად და ანანასი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s