ნატალი

ნატალი ჩემი საყვარელი მეგობარია უნივერსიტეტიდან. ხანდახან ვიხსენებთ ხოლმე იმ დღეს, როდესაც ერთმანეთი გავიცანით. თორმეტიოდე წლის წინ, მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული, კარგად ჩასუქებული და ზომაზე მეტად გარუჯული მე, უცნაურად ჩაცმული და მოკლედ სრულიად არაადექვატური იმ დროის თბილისისთვის და ასევე ნატალი. მოკლედ შეჭრილი და ქერად შეღებილი თმებით, გამჭვირვალე ვარდისფერი ტოპით და ამავე ფერის ქვედაბოლოთი, ძალიან ლამაზი და გაპრანჭული იყო, გარუჯულ სხეულზე კიდევ უფრო მეტად უხდებოდა ვარდისფერი სამოსი. პირველად რომ შევედი აუდიტორიაში (რა თქმა უნდა დაგვიანებით) ადგილი აღარ იყო. ნატალიმ ხელი დამიქნია და სკამი გამითავისუფლა მის გვერდით. არასოდეს არ მითქვამ მისთვის, მაგრამ იმ წუთას მასზე მეტიჩარა და აუტანელი არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. რა უნდოდა ჩემგან მეთქი- ვფიქრობდი სიმწრით, როდესაც ძალიან ვიწრო მერხზე ჩაკვეხებას ვცდილობდი.

ახალი მეგობრების შეძენის არც სურვილი მქონდა, არც დრო, არც ნერვები-თუმცა ნატალიმ მოახერხა და ჩემს გულში საპატიო ადგილი დაიკავა.

არა, ეს მაშინ არ მომხდარა როდესაც წერეთლის მეტროდან წიხლებით გამომტენა აქ უნდა ჩახვიდეო, და უფულოდ დამტოვა შუა ქალაქში. არც მაშინ როდესაც უკანა მერხზე მის გვერდით, შემთხვევით დაკავებული ადგილი, დროში გაიწელა და ჩვენს “საკუთარ” ადგილად იქცა. თანდათანობით და ნელნელა ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. ხანდახან ვზივართ ხოლმე და ერთმანეთს ჩუმად ვუყურებთ, არაფერი არ გვაქვს სალაპარაკო, ოღონდ ეს, ის დუმილი ნამდვილად არ არის უხერხულს რომ ეძახიან.

მეგობრობაში ძალიან ეგოისტი ვარ (მომიტევეთ , მიყვარხართ), ვაღიარებ უყურადღებოც. მას შემდეგ, რაც ნატალი გათხოვდა (შესანიშნავ ყმაწვილზე, სხვათაშორის) ბუნებრივია დროის სიმცირის და გამო თავად ვერ ახერხებდა ჩემთან შემორბენას ჭიქა ყავაზე და ჩემს გაკეთებულ პიცაზე, რომელიც განსაკუთრებით უყვარს. ნელ-ნელა ტელეფონის ზარებიც შეწყდა, არა ნატალი დღე არ გასულა რომ არ მეფიქრა შენზე, თუმცა შენს წინაშე ნამდვილად დამნაშავე ვარ (ფიქრი არ შველის საქმეს). ისე გააჩინა მშვენიერი ვაჟკაცი და გამოზარდა, ერთხელ ძლივს ვესტუმრე.

ამჯერად გოგოს ველოდებით…

ჩვენი ერთად გატარებული ბავშვობა, სტუდენტობის ლაღი და ფერადი წლები გაუფერულდა, ცხოვრების ორომტრიალში თავფეხიანად გადავეშვით და ერთმანეთისთვის ძალიან, ძალიან ცოტა დრო გვრჩება.

ოღონდ არ თქვა ეხლა სამსახურში რომ წამომადგები ხოლმე ეგ არ ითვლებაო…

ჩემთვის ყოველთვის ის ნატალი იქნები, რომელიც ჩემი სტუდენტობის ბედნიერ წლებს გამახსენებს, ბორჯომში გატარებულ მხიარულ დღეებს…

შეიძლება სათანადოდ ვერ გამოვხატავ, მაგრამ ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის და მიყვარხარ.

417439_443672898987515_187140116_n

165181_186121711409303_6610450_n

9324_100241546663987_6631821_n

ლამაზი დღეები

ლამაზი დღეები

5 thoughts on “ნატალი

  1. რაღაც სევდიანი პოსტიი იყო, სიმღერამაც თავისი ქნა .. მოკლედ ვულოცავ ნატალის დაბიდუბს, ცხოვრება გადის და ხალხხი მას ჭიქა ღვინოთი ხვდება, წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ და უხარიათ.. მე კიდე ავიწირპლიანე თვალები :))

  2. რაღაცით გგავს ნატალი შენ:)

    როგორც ყოველთვის თბილი ფერია ისევ შენი ბლოგი<3

  3. 1. ძალიან ძალიან ტბილი და ლამაზი დიზაინი შეგირჩევია…❤ მომეწონა უზომოდ❤
    2. პოსტი ძალიან :მეჩემეულა", მეც მყავს ასეტი ტბილი და ტკბილი მეგობრები, თანაც 3 და თანაც ყველა შორს, მაგრამ არცერთი დღე მათ გარეშე არ ჩაივლის ჩემს ცხოვრებაში❤
    3. ღმერთო მიმრავლე მეგობრები……. ❤

    (დანომრვა რა შუაში იყო არ ვიცი მაგრამ იყოს…🙂

  4. როგორი თბილი პოსტია🙂
    მე მყავს ორი უახლოესი მეგობარი. რა თქმა უნდა მათ გარდა კიდევ მყავს მეგობრები, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისთანაც სიჩუმეც კი კომფორტს იძენს, აი როგორც შენს ნატალისთან. სამივე დაოჯახებულები ვართ. და იცი, აი თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში ერთმანეთისთვის დრო აუცილებლად გამოგვეყო, ყოველთვის. ჰოდა ახლა გვაქვს ხოლმე, “წმინდა შაბათობას” ვეძახით, ყველა შეგუებულია ჩვენს გარშემო ქმრიან დედამთილიან და ასე შემდეგიანად რომ ეს დღე ჩვენია და ხანდახან სხვებიც🙂 ეს ის კომფორტია, რომელიც არ უნდა მოიკლო არც ერთი გრამით. არ დაკარგოთ ერთმანეთი და ტრადიციად აქციეთ ხშირი შეხვედრები.

    • ვცდილობთ , ხან გამოდის ხან არა. ჩვენი ტრადიციაცაა სადმე ბარში მვდივართ დაქალები მაგრამ რაც უფრო იზრდება ბავშვების რაოდენობა, მით უფრო მცირდება ჩვენი შაბათობები-ხან კვირა უწევს ხოლმე,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s