კაჭკაჭჯაფარა

ერთი წამით არ მიფიქრია, შინ გამარჯვებული რახან დაბრუნდა აწი მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით იქნება მოფენილი მეთქი. წინ ხომ “სასიყვარულო” სამკუთხედი, სასიკვდილო თამაშებში ორი ადამიანის გამარჯვებით განრისხებული კაპიტოლიუმი, იდუმალი შეთქმულება და დიდ აჯანყებაში საკუთარი როლის გაცნობიერება ელოდა.

კაჭკაჭჯაფარა ძალებს იკრებს და ჩვეულებრივი გულსაბნევიდან აჯანყებულთა ნიშნად იქცევა. ქეთნისის თეთრ, მშვენიერ კაბას ცეცხლი მოსდებია და შავ კაჭკაჭჯაფარას ფორმად ქცეულა.

ქეთნისი რევოლუციის სიმბოლოდ და კაპიტოლიუმის წინააღმდეგ?
ქეთნისი პიტას შვილის დედა?
თუ ქეთნისი ბრმა იარაღად ჭკვიანი ჰეიმიჩის ხელში?

კიდევ ერთი “შიმშილის თამაშები”…
კიდევ ერთხელ “შიმშილის თამაშებში”…
Photo0422

Photo0423

Photo0415

Photo0419

Photo0421

6 thoughts on “კაჭკაჭჯაფარა

  1. წავიკითხე და მომეწონა ❤ ველოდები მესამე ნაწიილს :))

    • ხო, პოსტში არ აღმინიშნავს მაგრამ საშინელი უკმარისობის გრძნობა დამიტოვა წიგნმა, იმდენად საინტერესო ადგილზე წყდება …იმედია მესამე ნაწილს მალე გამოუშვებენ.

  2. ვგიჟდები ამათზე 🙂 სამივე ნაწილი წავიკითხე უკვე თუმცა ველოდები ქართულ თარგმანს და რაც მთავარია ფილმებს. ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ წიგნი ჯობს, მაგრამ რაც არის არის. ლოურენსი ძალიან მომწონს ქეთნისის როლში 🙂

    • წიგნის პერსონაჟები ძალიან მომწონს მეც-ფილმი არ მინახავს.

  3. ნეტა როდის გადათარგმნიან მესამე ნაწილს ხომ არ იცით ვინმემ?

    • ალბათ ერთი წელი გაეწელებათ მინიმუმ, მეც სულმოუთქმელად ველოდები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s