ნეორეალისტური ფილმები იტალიაში

ნეორეალიზმი კინოხელოვნებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. ნეორეალისტურ ფილმებში ომის შემდგომი პერიოდი მთელი სიმწვავით აისახა. ეკრანზე გამოჩნდა ადამიანთა ფიზიკური და სულიერი განადგურება, მატერიალური გასაჭირი, გაპარტახებული იტალია: შიმშილი, ინფლაცია, სპეკულაცია, უმუშევრობა, ბანდიტიზმი. ეს ყველაფერი გახდა ნეორეალისტური ფილმების სარჩული.

რობერტო როსელინი – “პაიზა”

რჩეული ფილმები

“კაცი ჯვრით”-(1943); “რომი – ღია ქალაქია”-(1945); “პაიზა”-(1946); “გერმანია, ნულოვანი წელი”-(1948); “სტრომბოლი, ღმერთის მიწა”-(1950); “წმინდა ფრანცისკის ყვავილები”-(1950); “ევროპა 51”-(1952 ); “მოგზაურობა იტალიაში”-(1954).

Open_City_DVD

კონკრეტული დრო და ადგილი ისე განზოგადდა, რომ ყველა ერისა და დროის მაყურებლისთვის გასაგები გახდა. მსოფლიო ეკრანებზე დიდი წარმატება ხვდა როსელინის, ვისკონტის და სხვა იტალიელი რეჟისორების ნაწარმოებებს.

რობერტო როსელინის კინონაწარმოები “რომი ღია ქალაქია”(1945) იყო პოლიტიკური აქცია და ღია პროტესტი ყალბი, უხარისხო, ომამდელი იტალიური კინოხელოვნების წინააღმდეგ. იტალიელი კინომცოდნეების აზრით ფილმმა ისეთივე იდეოლოგიური გადატრიალება მოახდინა იტალიაში, როგორც რუსეთში ეიზენშტეინის “ჯავშნოსანმა პოტიომკინმა”. ამ ფილმში ანა მანიანი(რომელიც ეკრანზე პირველად როსელინის დახმარებით გამოჩნდა) და ალდო ფაბრიცი ქმნიან ნეორეალიზმისთვის დამახასიათებელ სამსახიობო ოსტატობის სტილს, რაც ამ მიმდინარეობის ერთერთი მთავარი შტრიხი იყო.

იგივე მეთოდი აისახა როსელინის შემდგომ ფილმში “პაიზა”

Paisaposter ფილმი გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. ქვეყნდებოდა რეცენზიები, კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. აჭრელდა ჟურნალ-გაზეთები. ყველა ერთხმად აღიარებდა , რომ ეს შეულამაზებელი სინამდვილე, ომი საშინელება და მასში გადახლთული მშვენიერი ისტორია როსელინის პირველი უდიდესი კინომიღწევა, ფილმი შედევრი იყო. თავად როსელინი ამ პერიოდში სულიერ გარდატეხას განიცდიდა. ცნობილია, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის ფაშისტურ იდეოლოგიას ემხრობოდა, მაგრამ ეს შეცდომა მისი ბუნების გამო არ იყო განპირობებული. ის, რომ შემდგომში როსელინი ანტიფაშისტი გახდა, მეტყველებს მის ზნეობრივ რევოლუციაზე.

რეჟისორმა თავისი შეხედულებანი კარგად გაიაზრა და პროგრესული კინოხელოვნების, ანტიფაშისტური მიმდინარეობის, ნეორეალიზმის წინამძღვარი გახდა.

ლუკინო ვისკონტი

ფილმოგრაფია:

(1943) – “ცდუნება” ; (1948) – “მიწა ცახცახებს” ;(1951) – “ულამაზესი”;(1957) – “თეთრი ღამეები”;(1960)- “როკო და მისი ძმები”; (1962) – “ბოკაჩო 70”;(1963) – “ლეოპარდი”
(1965)- “დიდი დათვის ნისლიანი თანავარსკვლავედი”;(1967) – “უცხო”;(1967) – “ჯადოქრები”;(1969) – “ღმერთების დაღუპვა”;(1971) – “სიკვდილი ვენეციაში”;(1972) – “ლუდვიგი”;(1974) – “ოჯახური პორტრეტი ინტერიერში”;(1976) – “უდანაშაულო”.

Terratremaposter

ნეორეალისტური ფილმების ძალა, რეალობაში კინოაპარატით შეიჭრა. თუმცა ნეორეალისტები მარტო ფაქტიური ადგილების გადაღებით არ დაკმაყოფილდნენ. ვისკონტიმ ფილმში “მიწა ცახცახებს”გადასაღებ მოედნად აირჩია სიცილიელ მეთევზეთა სოფელი და ფირზე ამ სოფლის მკვიდრნი აღბეჭდა. ფილმში არცერთი პროფესიონალი მსახიობი არ მოუწვევია, სოფლის მკვიდრნი სიცილიურ ენაზე მეტყველებდნენ. ამ ფილმში გამოიკვეთა ის, რასაც კრიტიკოსები ჯერ კიდევ მის “ცდუნებაში” აღნიშნავდნენ. კადრის სახვით-კომპოზიციური წყობა, ლანდშაფტის მხატვრული მისადაგება კინონაწარმოების იდეურ კონცეფციასთან. კომპოზიციური წყობა ერთგვარი გადახრა იყო ნეორეალისტური მანერისგან, რადგანაც სხვა რეჟისორები გარემოს ხელუხლებლად იღებდნენ. ფილმი მოგვითხრობს სიცილიელ მეთევზეთა დუხჭირი ცხოვრების შესახებ. სოციალურად დაუცველი ფენა, ფსიქოლოგიური და ემოციური შტრიხები, ფილმის აღქმას და იმ დროისთვის გაბატონებული მძიმე სინამდვილის დანახვას ერთიორად აიოლებს.

ვიტორიო დე სიკა – “ველოსიპედების გამტაცებელი”

ვიტორიო დე სიკა სანამ რეჟისორობას მოჰკიდებდა ხელს, მანამდე გასართობი კინოს მსახიობობით იყო დაკავებული. მონაწილეობდა ყველანაირ ფილმებში, განურჩევლად ჟანრისა და სტილისა. და ალბათ არც გასცდებოდა მსახიობის სტატუსს, რომ არა მისი შეხვედრა სცენარისტ ჩეზარე ძავატინისთან. მათი შემოქმდებითი მეგობრობით და ტანდემთ შეიქმნა ფილმები “ბავშვები შემოგვყურებენ”, “ცის კარი”, “შუშა”, “ველოსიპედების გამტაცებლები”, “სასწაული მილანში”, “უმბერტო დე”, “ნეაპოლის ოქრო”, “სახურავი”, “ჩოჩორა” და სხვა

დე სეკას უამრავი ფილმებიდან შედევრად მხოლოდ “ველოსიპედების გამტაცებლები” იქცა. ფილმი პავილიონების გარეშე, ნამდვილ ქუჩებსა და ნამდვილ შენობებშია გადაღებული. ფილის გადაღებების დაწყებამდე მოინახულეს ის ეკლესია, რომლის მღვდელიც ჭლექით გარდაიცვალა. ანდერძად კი ღარიბებისთვი უფასო სადალქოს და სასადილოს გახსნა დაიბარა. რეჟისორმა და სცენარისტმა შეამჩნიეს, რომ მშიერ-მწყურვალი ხალხი ეკლესიაში საჭმელად უფრო დადიოდა, ვიდრე სალოცავად. მათი უმრავლესობა მესას არ უსმენდა, დამშეულები გაპარსვასაც არ დაეძებდნენ ოღონდ ჩქარა მიეღოთ უფასო საჭმელი.

ეკლესიაში ნანახი ავტორებმა ფილმში გადაიტანეს და მხატვრულად გამოკვეთეს. ასევე არ დაივიწყეს საეკლესიო ქველმოქმედების საქმიანი მხარე- ღატაკთა თანაგრძნობას მოკლებული. ეკრანზე გამოჩნდა საზოგადოების გულქვა და ადმინისტრაციული “ქველმოქმედება”. კრგად წარმოისახა ღატაკი და უმუშევარი, მიუსაფარი და სოციალურ-ეკონომიური სივიწროვეში მოხვედრილი ადამიანი.

Ladri3

ფილმში ასახული ომის შემდგომი 1947 წელი. ზუსტი დრო და მასთან მისადაგებული გარემო ნეორეალისტური ფილმების გარადაუვალი ზღუდეა. ფილმის მთავარი გმირი ანტონიო აფიშების გამკვრელის სამუშაოს იღებს ერთი პირობით, თუ ველოსიპედი ექნება. იგი მეუღლესთან ერთად თეთრეულს დააგირავებს , რომ ადრე დაგირავებული ველოსიპედი გამოიხსნას. მუშაობის პირველივე დღეს ველოსიპედს მოპარავენ. ანტონიო თავის პატარა ვაჟთან და ამხანაგებთან ერთად ეძებს ქურდს. ველოსიპედს ვერ მიაგნებს , თუმცა ქურდს იპოვის და მის ბინაში ისეთ უკიდურეს სიღატაკეს წააწყდება ძიებას თავის მიანებებს და თავად გადაწყვეტს ველოსიპედის მოპარვას. იქვე დაიჭერენ, თუმცა მისი შვილის ხათრით ქურდობას აპატიებენ.

ნეორეალისტურ ფილმებში უმუშევარი ადამიანების ყოველდღიური ყოფაა ასახული. სიღატაკე ჩანს მათ ტანსაცმელში, საცხოვრებელ ადგილებში. გადაღებულია შეულამაზებელი სინამდვილე, სახლები , ქუჩები. ერთის მხრივ საყრდენი ნეორეალისტური ესთეტიკისათვის. მეორეს მხრივ მატერიალური გასაჭირი, რომელსაც თვითონ გადამღები ჯგუფიც განიცდიდა. სინამდვილეს იღებდნენ სინამდვილიდან-სიღატაკიდან გამომდინარე.

იტალიურ ნეორეალისტურ კინოხელოვნებაში გარემო და ადამიანი ერთ მთლიანობაშია წარმოდგენილი. კინო ომისშემდგომი პერიოდის ამსახველი დოკუმენტური სიმართლეა. მსახიობთა შესრულების მანერაში ბუნებრივობა გამოსჭვივის.

დრო შეიცვალა. ნეორეალისტურმა ათწლეულმა განვლო. ომისშემდგომი პერიოდის პრობლემებმა ადგილი დაუთმო მომავლის სხვა სკანდალურ პრობლემებს. ნეორეალიზმს დრომ, ჩაუყარა და შემდგომ გამოაცალა საფუძველი. ნეორეალიზმი დღესდღეობით რა თქმა უნდა დრომოჭმული ეტაპია, მაგრამ კინოხელოვნებაში ამ მიმდინარეობის ღვაწლი ნამდვილად დაუვიწყარია.

7 thoughts on “ნეორეალისტური ფილმები იტალიაში

  1. ველოსიპედების გამტაცებლები მომწონს მე და კიდევ პაზოლინის რამდენიმე ფილმი. განსკაუთრებით – “ოიდიპოსი”.

    • ოიდიპოსი არ მაქვს ნანახი და პაზოლინის როდესაც მოვიხსენიბ რომელიმე პოსტში მაშინ ვუყურებ მაგ ფილმსაც.

  2. ამ ბოლო დროს გამიტაცა ნეორეალისტურმა ფილმებმა. რამდენიმე მივამატე watchlist-ს 🙂

    • კინომოყვარული თუ ხარ ეს შედევრები კი უნდა ნახო აუცილებლად.

  3. იმედია რომელიმე მაქვს ნანახი, სათაურებით ვერ ცნობ, არ მახსენდება და პოსტერებზე ასახული ფილმები კი ნამდვილად არ მაქვს ნანახი. 😦

    • ლინკებიც დევს და ნაწყვეტები შეგიძლია იხილო. თუმცა აღარ მგონიაა ეს ფილმები ვინმესღა აინტერესებდეს, კინომანების გარდა.

  4. არ მიყვარს 🙂
    ისე, დე სიკას ანტონიონიმ გაჰკრა ერთხელ კბილი.
    ჩემთვის ადამიანია საინტერესოო, მაგას კი ველოსიპედი აინტერესებს და ადამიანი მხოლოდ იმიტომ აინტერესებს, რომ ველოსიპედი მოჰპარესო.
    ვეთანხმები.
    რეალიზმზე არარეალისტური და ზედაპირული ძნელად წარმომიდგენია სხვა იყოს რამ კიდევ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s