Keep Smiling ანუ გაიღიმეთ

რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ნამუშევარი, რომლის შესახებაც თითქმის ნახევარი წლის წინ შევიტყვე და სულმოუთქმელად ველოდებოდი მის პრემიერას.

ფილმის სიუჟეტი მრავლისმეტყველი და საშინელია, შეფარული ირონია, ცინიზმი და დღევანდელი საქართველოს ნამდვილი სახე 90 წუთში ჩაატია რეჟისორმა. სხვათაშორის სადებიუტო ნამუშევარი, რომლის ასეთ წარმატებასაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არავინ, თავად მსახიობებიც კი არ ელოდნენ.
wxfxxonqjiqk86cdra
სამსახიობო ტანდემს რაც შეეხება არაჩვეულებრივი პალიტრა შეარჩია რეჟისორმა და თითოეული პერსონაჟის სახე, განსაკუთრებით ქალბატონების, იუველირის სიზუსტით არის გამოძერწილი. სცენარის მიხედვით დედებს სილამაზის კონკურსში უწევთ მონაწილობის მიღება (მათი ძირითადი მიზანი არის ჯილდო: ბინა და 25 000 დოლარი), თითოეული მათგანი განიცდის სოციალურ სიდუხჭირეს, აქვს ფინანსური პრობლემა და კონკურსში გამარჯვება მათი ერთადერთი შანსია ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თუმცა არის კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც სულ სხვა მიზნები ამოძრავებს. საბოლოო ჯამში კონკურსის წესები ხშირად იცვლება, თამაშიც იძაბება და მაშინ როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია, ყველაფერი საბედისწეროდ იცვლება. არავის უნდა გამარჯვება, არავის არ სურს ფული და ბინა, რომლისკენაც ასე სიჯიუტით და თავგანწირვით მიილტვოდნენ. მიზეზი ძალიან მარტივია, ფინალი აბსოლუტურად გასაგები.

მე აღფრთოვანებული ვარ ფილმის სცენარით, მსახიობების ოსტატობით და მისი რეჟისორით.

Advertisements

13 thoughts on “Keep Smiling ანუ გაიღიმეთ

  1. აი, როგორ მაინტერესებდა იცი ამ ფილმზე ვის რა აზრი ექნებოდა 🙂 დამაინტრიგე.. აუცილებლად უნდა ვნახო..

  2. რაღაცები აქვს მგონი აქამდეც გადაღებული. რაღაც დოკუმენტური მახსოვს.

    ძალიან კარგი გოგოა, სხვათა შორის. და უკვე ძალიან კარგი რეჟისორიც.

    • უბრალოდ სრულმტრაჟიანი ფილმის დებიუტი იყო . სცენარის ავტორიც თავად არის და ამან კიდევ უფრო მეტად მომხიბლა

  3. გუშინ ვიყავი ამ ფილმზე და ძალიან მომეწონა. მელოდია რომ აკვიატებული მაქვს მაგაზე აღარაფერს ვამბობ :)) ძალიან კარგად ასახავს რეალობას, თუნდაც ის ფაქტი- ლიზის, ამხელა გოგოს დედამისი რომ ახლავს ყველგან- ეს ხომ ნამდვილად ქართულია 🙂

  4. მეც მომეწონა. ჩემს მეგობარს, მაგალითად, ცოტა ხელოვნური, მანერული მოეჩვენა, მაგრამ ჩემზე იმოქმედა 🙂

  5. მეც ვნახე ეს ფილმი და ასევე კმაყოფილი დავრჩი. ძალიან კარგი სიუჟეტია, ნამდვილ ამბავზე აგებული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s