ჟამი მსხვერპლისა და თავგანწირვისა

ყველას საკუთარი სიყვარული აქვს. თითოეული ჩვენგანი ცდილობს მოიპოვოს ბედნიერება და საყვარელი ადამიანი მუდამ გვერით ყავდეს. რა თქმა უნდა ეს იოლი არ არის, როდესაც ბებერ ნიუ-იორკში ცხოვრობ და საზოგადოების მაღალი ფენის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ.

Photo0576

ერთი-ორად რთულდება სიტუაცია თუ ნამდვილ სიყვარულს ნიშნობის შემდეგ აღმოაჩენ. აი, გაუსაძლისი და შეუძლებელი კი მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის ობიექტი მომავალი მეუღლის გათხოვილი ბიძაშვილია.

დიდსულოვნებასაც საზღვარი აქვს.

განა შეიძლება ყველაფერს სქელი ფარდა ჩამოაფარო, ოცნებები გონებაში ჩაახშო და იცხოვრო…

უბრალოდ იარსებო…

გყავდეს მეუღლე და შვილები, მაგრამ სხვა ქალზე ფიქრობდე.

ვერ ვიტან ლაჩარ კაცებს, რომელთაც არ ძალუძთ ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ გაცურონ და უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვებიან.

7 thoughts on “ჟამი მსხვერპლისა და თავგანწირვისა

  1. ეგეთი კაცი აუტანელია,მაგრამ მისი ცოლი ორჯერ უფრო აუტანელი,რადგან კარგი მეუღლე ყოველთვის გრძნობს ინტუიციით მაინც თუ რა აწუხებს მის ე.წ. ქმარს…

    • მეი კარგი მეუღლე იყო, მშვენივრად გრძნობდა ყველაფერს, უბრალოდ ნემსის ყუნწში გაძვრა რომ ქმარი არ გაეშვა არსად.

      აუტანელი ნამდვილად იყო, რომ წაიკითხავ წიგნს მიხვდები, რომ ძლიერი მაგრამ უპრინციპო ქალი იყო. ჯაჭვებიით დაბმული კაცი-კოშმარია

  2. მეი და არჩერი თანაბრად აუტანლები იყვნენ ჩემთვის… მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ედითს კარგად გამოუვიდა მაშინდელი ნიუ-იორკის აღწერა🙂

  3. კაცი კი არა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მარტივად ნებდება, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე პატივსაცემია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s